მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქეებია: [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]], „[[მანჩესტერ სიტი]]“, [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიდზ იუნაიტედი“]] და [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]].
 
გუნდის მოქმედი მწვრთნელია [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] სპეციალისტი [[ჟოზე მოურინიო]], რომელიც 2016 წლის 27 მაისს დაინიშნა მწვრთნელად<ref>{{cite news|title=MOURINHO APPOINTED UNITED MANAGER|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506131828/http://www.manutd.com/en/News-And-Features/Football-News/2016/May/club-statement-manchester-united-confirm-jose-mourinho-as-new-manager.aspx?utm_source=twitter&utm_medium=post&utm_campaign=ManUtd|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდის კაპიტანია [[მაიკლ კერიკი]].
 
==ისტორია==
ხაზი 43:
[[ფაილი:Newton Heath 1892-93.jpg|left|thumb|„ნიუტონ ჰითი“ 1892 წელს.]]
[[ფაილი:Manchester_United_FC_League_Performance.svg|thumb|„მანჩესტერ იუნაიტედის“ პოზიცია ინგლისის ჩემპიონატში 1892–93 წლების სეზონიდან დღემდე.]]
საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაარსდა 1878 წელს<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1878 TO 1909|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506143749/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1878-to-1909.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=Manchester United : 1878-1926|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506143041/http://spartacus-educational.com/FmanchesterU.htm|accessdate=28 მაისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=Manchester United History 1892—1976|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506143520/http://red11.org/mufc/history.htm|work=red11.org|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. თავდაპირველად კლუბს ერქვა „Newton Heath LYR“ - „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“. ის შექმნეს ხსენებული რკინიგზის ხაზზე მომუშავე მუშებმა ნიუტონ ჰიტის დეპოში. თავდაპირველად „ნიუტონ ჰიტი“ თამაშობდა სხვა სარკინიგზო დეპარტამენტების და კომპანიების გუნდებთან. კლუბი 1888 წელს დაარსებულ საფეხბურთო ლიგას 1892 წელს შეუერთდა.
 
მე-20 საუკუნის დასაწყისში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. დაშლისა და გაუქმების პირას მყოფი კლუბის გადარჩენაში, მნიშვნელოვანი როლი მანჩესტერის ლუდსახარშის მფლობელმა [[ჯონ ჰენრი დეივისი|ჯონ ჰენრი დეივისმა]] ითამაშა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში. არსებობს ლეგენდა, რომ გუნდის კაპიტნის [[ჰარი სტაფორდი]]ს მრავალი ჯილდოს მომგები [[სენბერნარი]]ს ჯიშის ძაღლი დაიკარგა. ძაღლი შემთხვევით შეხვდა დეივისს, რომელსაც ის ძალიან მოეწონა და მისი თავისი ქალიშვილისთვის ყიდვა ისურვა. პატრონის პოვნის შემდეგ, შეხვედრისას სტაფორდმა შეძლო დეივისის დარწმუნება კლუბში ინვესტიცია ჩაედო და გამხდარიყო კლუბის თავმჯდომარე.
ხაზი 53:
 
[[ფაილი:Manchester United 1908-09.jpg|left|thumb|„მანჩესტერ იუნაიტედი“ 1909 წელს. სურათზე ჩანს ინგლისის ჩემპიონატის, ინგლისის ასოციაციის თასის და ინგლისის სუპერთასის ტიტულები.]]
1909–10 წლების სეზონში კლუბი ახალ სტადიონ [[ოლდ ტრაფორდი|„ოლდ ტრაფორდზე“]] გადაბარგდა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1910 TO 1919|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144110/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1910-to-1919.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. „იუნაიტედმა“ პირველი მატჩი ახალ მოედანზე 1910 წლის 19 თებერვალს გამართა [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულთან“]] და მიუხედავად 3–0 დაწინაურებისა, 4–3 დამარცხდა.
 
მომდევნო სეზონში კლუბმა თავის ისტორიაში მეორედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სუპერთასის მატჩში კი „იუნაიტედმა“ 8–4 დაამარცხა [[სუინდონ თაუნი (საფეხბურთო კლუბი)|„სუინდონ თაუნი“]] და მოიპოვა ტიტული. ამ მატჩში [[ჰაროლდ ჰალსი|ჰაროლდ ჰალსიმ]] 6 გოლი გაიტანა.
 
1911–12 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდნენ. მწვრთნელი ერნესტ მენგნალი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, გუნდის შედეგები კი გაუარესდა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს გამო ინგლისის ჩემპიონატი 4 წლით შეწყდა და მხოლოდ 1919 წელს განახლდა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1920 TO 1929|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144248/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1920-to-1929.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდი სერიოზულად იყო გადახალისებული, თუმცა ბილი მერედითი ისევ „იუნაიტედში“ ირიცხებოდა. 1919–20 წლების სეზონში მან ჩემპიონატის მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო სეზონის ბოლოს ვეტერანი მერედითი მენგნალმა დააბრუნა „მანჩესტერ სიტიში“. გუნდის ახალი ვარსკვლავი [[ჯო სპენსი]] იყო, რომელიც გატანილი გოლებით ლიდერობდა გუნდს, თუმცა ვერც მისმა შედეგიანობამ იხსნა გუნდი მეორე დივიზიონში გავარდნისგან 1921–22 წლების სეზონის ბოლოს, როდესაც „იუნაიტედმა“ 42-დან მხოლოდ 8 მატჩი მოიგო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3 წლის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა გუნდი კვლავ განაგრძობდა არასტაბილურად ასპარეზობას.
 
შედეგები ვერ გამოსწორდა 1930-იან წლებშიც. 1931 წელს კლუბი ისევ გავარდა მეორე დივიზიონში<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1930 TO 1939|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144441/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1930-to-1939.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. „იუნაიტედს“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა ისტორიაში, როდესაც 42-დან 27 მატჩი წააგო და გაუშვა 115 გოლი. მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონზე იკლო. ახალი სეზონის პირველ საშინაო მატჩში [[საუთჰემპტონი (საფეხბურთო კლუბი)|„საუთჰემპტონთან“]] მატჩს მხოლოდ 3507 ადამიანი დაესწრო. შემოსავალი შემცირდა და კლუბი ვეღარ უხდიდა ფეხბურთელებს ხელფასებს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაკოტრებისგან ამჯერად სამხედრო ფორმების მწარმოებელმა – ჯეიმზ გიბსონმა იხსნა. გიბსონმა თანხა გადაურიცხა კლუბს და ფეხბურთელებს ხელფასები გადაუხადა. ის „იუნაიტედის“ დირექტორად დაინიშნა. გუნდის სათავეში ასევე დაინიშნა ახალი მწვრთნელი – [[სკოტ დუნკანი]], ვისაც გამოუყვეს თანხები სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების საყიდლად. თუმცა კლუბის მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ისტორიაში პირველად მესამე დივიზიონში გავარდნის წინაშე დადგა. კლუბმა ბოლო ტურში მაინც მოახერხა დარჩენა, როდესაც მათ [[მილუოლი (საფეხბურთო კლუბი)|„მილუოლი“]] დაამარცხეს 2–0. 1935–36 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე დივიზიონი მოიგო და პირველში დაბრუნდა, მაგრამ კლუბმა კვლავ განაგრძო არასტაბილურად გამოსვლა ინგლისის ჩემპიონატში. 1937 წელს ისინი ისევ გავარდნენ, ხოლო მომავალ სეზონში ისევ დაბრუნდნენ უმაღლეს დივიზიონში. ომის დაწყებამდე ბოლო სეზონში, გუნდმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და გაინაღდა ადგილი [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ უმაღლეს დივიზიონში.
 
===სერ მეტ ბასბის ეპოქა===
 
[[ფაილი:Busby babes 1955.jpg|left|thumb|„ბასბის ჩვილები“ დანიაში 1955 წელს.]]
1945 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] [[მეტ ბასბი]] დაინიშნა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1940 TO 1949|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144527/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1940-to-1949.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. ბასბიმ დრო არ დაკარგა და საკვანძო პოზიციებზე მიიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: [[ჯიმი დილეინი]], [[სტენ პირსონი]], [[ჯეკ როული]], [[ჩარლი მიტენი]] და [[ჯონი მორისი]]. თუმცა ბასბის საუკეთესო შენაძენად ბევრი მიიჩნევს [[ჯიმი მერფი]]ს, რომელიც სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და ბასბის ასისტენტი გახდა.
 
ბასბის და მერფის სურდათ, რომ შეექმნათ ეროვნული ტურნირებისთვის სტაბილურად მებრძოლი გუნდი და მათ ცოტა დააკლდათ პირველივე ცდაზე მიზნის მიღწევაში. 1946–47 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. ეს იყო კლუბის უმაღლესი პოზიცია 36 წლის განმავლობაში. მომოდევნო წელს კლუბმა მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, სადაც ფინალში დაამარცხა [[სტენლი მეთიუზი]]ს და [[სტენ მორტენსენი]]ს „[[ბლექპული (საფეხბურთო კლუბი)|ბლექპული]]“ ანგარიშით 4–2. ამ გამარჯვებით კლუბმა მოიგო თავისი პირველი ტიტული 1911 წლის შემდეგ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კიდევ სამჯერ დაასრულა ინგლისის ჩემპიონატი მეორე ადგილზე, თუმცა საბოლოოდ 1952 წელს მოიგო ჩემპიონატი პირველად 41 წლის შემდეგ<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1950 TO 1959|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144625/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1950-to-1959.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ჯონი მორისმა და ჩარლი მიტენმა, ბასბიმ განაგრძო საკუთარი დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა და დააწინაურა ძირითად გუნდში ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: [[როჯერ ბირნი]], [[ჯეკი ბლანჩფლაუერი]], [[ბილ ფოულკსი]], [[მარკ ჯონსი]], [[ედი კოლმანი]], [[დევიდ პეგი]] და [[დენის ვაიოლეტი]]. გამორჩეული ამ ახალგაზრდებს შორის იყო [[დანკან ედვარდსი]]. ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან, უესტ მიდლენდიდან იყო და „იუნაიტედში“ დებიუტი ჰქონდა 1953 წელს 16 წლის ასაკში. ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს „ბასბის ჩვილებს“ უწოდებდნენ. თუმცა ყველა ფეხბურთელი არ იყო კლუბის აკადემიიდან დაწინაურებული. მეტ ბასბი სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობდა და გადაიხადა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხები თავდამსხმელ [[ტომი ტეილორი|ტომი ტეილორში]] და მეკარე [[ჰარი გრეგი|ჰარი გრეგში]].
 
1956 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო 1956–57 წლების სეზონში "ბასბის ჩვილებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც [[ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)|„ასტონ ვილასთან]]“ დამარცხდნენ. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო. ჩემპიონატის მანძილზე „იუნაიტედმა“ 103 გოლი გაიტანა.
ხაზი 76:
1958 წლის 6 თებერვალს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ბელგრადის [[ცრვენა ზვეზდა (საფეხბურთო კლუბი)|„ცრვენა ზვეზდას“]] ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, თვითმფრინავი რომელსაც გადაჰყავდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები, პერსონალი და ჟურნალისტები, [[მიუნხენი|მიუნხენში]] დაეშვა საწვავის შესავსებად. რამდენიმე ცდის შემდეგ თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა და [[1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის ავიაკატასტროფა|კატასტროფა]] განიცადა, რის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გუნდის 8 ფეხბურთელი: [[ჯეფ ბენტი]], როჯერ ბირნი, ედი კოლმანი, დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი, ტომი ტეილორი და [[ლიამ უილანი]]. სანამ გუნდის მწვრთნელი მეტ ბასბი მკურნალობდა ავიაკატასტროფაში მიყენებული ტრავმებისგან, გუნდის მწვრთნელობა ჯიმი მერფიმ ითავა. „იუნაიტედი“ იმავე წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც [[ბოლტონ უონდერერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბოლტონ უონდერერსთან“]] დამარცხდა.
 
1960-იან წლებში მეტ ბასბიმ ახალი გუნდის შენება დაიწყო<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1960 TO 1969|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144713/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1960-to-1969.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდის ლიდერები მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩენილი ფეხბურთელები იყვნენ – დენის ვაიოლეტი, [[ბობი ჩარლტონი]] და ბილ ფოულკსი. [[ნობი სტაილზი]] გუნდის აკადემიაში აღიზარდა, ხოლო [[დენის ლოუ]] კლუბმა 115 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა [[ტორინო (საფეხბურთო კლუბი)|„ტორინოდან“]].
 
1962–63 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გუნდმა 3–1 დაამარცხა „[[ლესტერ სიტი]]“. აღნიშნული სეზონი ასევე აღსანიშნავი იყო ახალგაზრდა [[ჯორჯ ბესტი]]ს დებიუტით, რომელიც მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდება.
ხაზი 91:
===1969–1986===
 
ბასბის გადადგომის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა რეზერვების გუნდის მწვრთნელი [[უილფ მაკგინესი]], თუმცა მან ვერ გაამართლა დაკავებულ თანამდებობაზე<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1970 TO 1979|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144815/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1970-to-1979.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდი 1969–70 წლების სეზონში მე-8 ადგილზე გავიდა, ვარსკვლავების ნაწილი დაბერდა, ნაწილი კი მასში ვერ ხედავდა ავტორიტეტს და არ ემორჩილებოდა (პირველ რიგში იგულისხმება ჯორჯ ბესტი). დენის ლოუს და [[შეი ბრენანი]]ს სატრანსფერო ბაზარზე დაყენებამ მაკგინესის პოზიციაზე დადებითი გავლენა ვერ იქონია და ის 1970 წლის დეკემბერში გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. სერ მეტ ბასბი სეზონის დასასრულამდე დროებით დაბრუნდა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და გუნდს დაამთავრებინა სეზონი. 1971 წლის ივნისში გუნდის მწვრთნელად დაინიშნა ირლანდიელი [[ფრენკ ო’ფარელი]], თუმცა ვერც მან მიაღწია წარმატებას. 1972 წლის 16 დეკემბერს [[კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)|„კრისტალ პალასთან“]] 5–0 მარცხის შემდეგ, იგი მოხსნეს თანამდებობიდან.
 
ო’ფარელის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა [[ტომი დოჰერტი]]. გუნდის დაბერების და თაობათა ცვლის გამო, დოჰერტის მთავარი ამოცანა იყო „იუნაიტედის“ უმაღლეს დივიზიონში დატოვება. ბობი ჩარლტონმა 1972–73 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა, ჯორჯ ბესტს ისევ დისციპლინარული პრობლემები ჰქონდა, ხოლო 33 წლის დენის ლოუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი 1973 წლის ივლისში. ლოუ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა და მომდევნო წლის აპრილში ერთადერთი გოლი გაიტანა „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ მატჩში, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა დაადასტურა.
ხაზი 100:
1977 წლის ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დოჰერტი [[დეივ სექსტონი|დეივ სექსტონმა]] შეცვალა. მიუხედავად რამდენიმე ხმაურიანი შენაძენისა, მათ შორის [[ჯო ჯორდანი]]ს, [[გორდონ მაქუინი]]ს, [[გარი ბეილი]]ს და [[რეი უილკინსი]]სა, გუნდმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1979 წელს „იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში ლონდონის [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალთან“]] დამარცხდა ანგარიშით 2–3.
 
1979–80 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-2 ადგილზე გავიდა ინგლისის ჩემპიონატში, სადაც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ლივერპულს“<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1980 TO 1989|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506144911/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1980-to-1989.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. მომდევნო სეზონში გუნდი მე-8 ადგილზე გავიდა და შედეგად 1981 წლის 30 აპრილს გუნდის ხელმძღვანელობამ სექსტონი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
 
სექსტონი [[რონ ატკინსონი|რონ ატკინსონმა]] შეცვალა, რომელმაც მაშინვე მოხსნა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი, როდესაც [[ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (საფეხბურთო კლუბი)|„ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“]] გადაიყვანა [[ბრაიან რობსონი]]. იმავე კლუბიდან მნიშვნელოვანი შენაძენი იყო ასევე [[რემი მოზესი]]. მიუხედავად ძლიერი ნახევარდაცვისა, რომელიც რობსონისგან და უილკინსისგან შედგებოდა, „იუნაიტედს“ მაინც აკლდა სტაბილურად გამტანი ფორვარდი. შედეგად ინგლისის ჩემპიონატში ატკინსონის გუნდი ყოველ წელს გადიოდა მე-3, ან მე-4 ადგილებზე.
ხაზი 115:
ფერგიუსონს რამდენიმე წელი დასჭირდა ახალი გუნდის ასაშენებლად და მან არაერთ ფეხბურთელს დაატოვებინა გუნდი. ინგლისის ჩემპიონატში 1986–87 წლების სეზონში „იუნაიტედი“ მე-11 ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონში კლუბი მეორე ადგილზე გავიდა „ლივერპულის“ შემდეგ. 1988–89-ში ისევ მე-11 ადგილი, ხოლო 1989–90-ში მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდა.
 
1990 წელს ფერგიუსონმა პირველი ტიტული მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1990 TO 1999|url=httpshttp://web.archive.org/web/20180505083452/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1990-to-1999.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მისმა გუნდმა გადათამაშების შემდეგ [[ლი მარტინი]]ს გოლით დაამარცხა [[კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)|„კრისტალ პალასი“]]. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ამ გამარჯვებამ შეუნარჩუნა ფერგიუსონს „იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტი.
 
ამ გამარჯვებით კლუბი 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროპულ გათამაშებებში. პირველივე ცდაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდა უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში [[როტერდამი|როტერდამში]], სადაც [[მარკ ჰიუზი]]ს დუბლით 2–1 დაამარცხა [[იოჰან კრუიფი]]ს გაწვრთნილი „ბარსელონა“ და 23 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპული ტიტული.
ხაზი 130:
 
[[ფაილი:PalmaresManU.jpg|right|thumb|1998–99 წლების სეზონში შესრულებული ტრებლი – ინგლისის პრემიერლიგა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი (მარცხნიდან მარჯვნივ).]]
1998–99 წლების სეზონი ყველაზე წარმატებულია კლუბის ისტორიაში. თავდაპირველად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ტურში გაინაღდა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, როდესაც [[ენდი კოული]]ს გადამწყვეტი გოლით დაამარცხეს [[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|„ტოტენჰემ ჰოტსპური“]] 2–1 და 1 ქულით გაასწრეს ლონდონის „არსენალს“<ref>{{cite news|title=1998–99 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=7&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. 6 დღის შემდეგ გუნდმა მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი. ფინალში ფერგიუსონის შეგირდებმა 2–0 დაამარცხეს [[ნიუკასლ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ნიუკასლ იუნაიტედი“]] [[პოლ სქოულზი]]ს და [[ტედი შერინგემი]]ს გოლებით.
 
26 მაისს კი, პირველად 1968 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ყოფილი ჩემპიონთა თასი). ფინალამდე ინგლისურმა კლუბმა მძიმე გზა გაიარა<ref>{{cite news|title=1998–99 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=1998/index.html|work=uefa.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ისინი ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გავიდნენ ჯგუფში, სადაც „ბარსელონა“, მიუნხენის [[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|„ბაიერნი“]] და დანიური [[ბრონდბიუ (საფეხბურთო კლუბი)|„ბრონდბიუ“]] იყვნენ. მეოთხედფინალში გუნდმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3–1 დაამარცხა მილანის [[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„ინტერი“]]. ნახევარფინალში „იუნაიტედი“ კიდევ ერთ იტალიურ გრანდს – „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ დასრულდა ანგარიშით 1–1, სადაც რაიან გიგზმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრა ანგარიში<ref>{{cite news|title=Sport: Football Giggs answers United mayday call|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/sport/football/314016.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. საპასუხო მატჩში [[ტურინი|ტურინში]]
სტადიონ [[დელე ალპი]]ზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-11 წუთისთვის უკვე 2–0-ს აგებდა, თუმცა როი კინის, ენდი კოულის და დუაიტ იორკის გოლებით, გუნდმა შემოატრიალა თამაში და გავიდა ფინალში<ref>{{cite news|title=Sport: Football United's glorious comeback|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/sport/football/325389.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ქალაქ [[ბარსელონა]]ში სტადიონ [[კამპ ნოუ|„კამპ ნოუზე“]], „იუნაიტედი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. გერმანულმა კლუბმა თამაშის დასაწყისში გახსნა ანგარიში [[მარიო ბასლერი]]ს გოლით და თამაშის ბოლომდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ტედი შერინგემმა, ხოლო შემდეგ რამდენიმე წამში ასევე შეცვლაზე შემოსულმა [[ულე გუნარ სულშერი|ულე გუნარ სულშერმა]] გაიტანეს გოლები და მატჩი დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით 2–1. ფინალის შემდეგ ალექს ფერგიუსონს მიენიჭა რაინდის წოდება. რამდენიმე თვეში გუნდმა მეოთხე ტიტული მოიპოვა, როდესაც საკონტინენტთაშორისო თასზე როი კინის გოლით ბრაზილიური [[პალმეირასი (საფეხბურთო კლუბი)|„პალმეირასი“]] დაამარცხა ანგარიშით 1–0. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი ინგლისური კლუბი რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ასევე პირველი (და დღემდე უკანასკნელი) ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა ტრებლი.
 
1999–2000 წლების სეზონში კლუბმა დაიცვა პრემიერლიგის ტიტული და 18 ქულით გაუსწრო მეორე ადგილოსან „არსენალს“<ref>{{cite news|title=1999–2000 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=8&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 2000 TO 2009|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506145205/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-2000-to-2009.aspx|work=manutd.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ვერ მოძებნა პეტერ შმეიხელის ადეკვატური შემცვლელი. რამდენიმე მეკარემ, მათ შორის [[მარკ ბოსნიჩი|მარკ ბოსნიჩმა]] ვერ გაამართლეს იმედები, შესაბამისად 2000 წლის ივლისში გუნდმა შეიძინა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოქმედი გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრების მეკარე [[ფაბიენ ბარტეზი]]. ფრანგი მეკარე დაეხმარა კლუბს ზედიზედ მესამედ პრემიერლიგის მოგებაში, ალექს ფერგიუსონი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. სწორედ 2000–01 წლების სეზონის შუაში გადაწყვიტა ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება, თუმცა საბოლოო ჯამში გადააფიქრებინეს და მან განაგრძო მუშაობა.
 
[[ფაილი:Ryan Giggs vs Everton-5 cropped.jpg|left|thumb|[[რაიან გიგზი|რაიან გიგზს]] კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 963 მატჩი აქვს ჩატარებული.]]
გუნდმა 2000 და 2001 წლებში ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, შესაბამისად 2002 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე „იუნაიტედი“ გააქტიურდა ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ინგლისურმა კლუბმა ჰოლანდიელი თავდამსხმელი [[რუდ ვან ნისტელროი]] შეიძინა [[პსვ (საფეხბურთო კლუბი)|„პსვ“]]-დან<ref>{{cite news|title=Man Utd clinch Van Nistelrooy deal|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/1292248.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ვეტერანი ფრანგი მცველი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი [[ლორან ბლანი]] „ინტერიდან“<ref>{{cite news|title=Man Utd seal Blanc deal|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/1516683.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref> და არგენტინელი ნახევარმცველი [[ხუან სებასტიან ვერონი]] „ლაციოდან“<ref>{{cite news|title=Veron seals £28.1m Man Utd move|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/1423604.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ვერონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 28.1 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რაც იმ დროისთვის როგორც კლუბის, ასევე მთლიანად ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. თუმცა მიუხედავად ძვირადღირებული ტრანსფერებისა, 2001–02 წლების სეზონში გუნდმა ვერ შეძლო ტიტულების მოგება და პირველად 1998 წლის შემდეგ ვერ იზეიმა პრემიერლიგის ჩემპიონობა<ref>{{cite news|title=2001–02 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=10&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ლევერკუზენის [[ბაიერ 04 ლევერკუზენი (საფეხბურთო კლუბი)|„ბაიერთან“]] გამოვარდა [[სტუმრად გატანილი გოლის წესი]]თ<ref>{{cite news|title=2001–02 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2001/index.html|work=uefa.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. მომავალი სატრანსფერო სეზონის დროს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდზ იუნაიტედიდან“ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა [[რიო ფერდინანდი]], რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისის ნაკრებში]] [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე]]. ფერდინანდს უნდა აღმოეფხვრა „იუნაიტედის“ დაცვაში შექმნილი პრობლემები, რომლებიც [[იაპ სტამი]]ს [[ლაციო (საფეხბურთო კლუბი)|„ლაციოში“]] გაყიდვის შემდეგ წარმოიქმნა. ფერდინანდი დაეხმარა კლუბს პრემიერლიგის ჩემპიონობის დაბრუნებაში 2002–03 წლების სეზონში, მაგრამ სეზონი მისთვის ცუდად დასრულდა, როდესაც [[ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია]]მ დასაჯა იგი სავალდებულო დოპინგ ტესტზე გამოუცხადებლობისთვის და 8 თვით მოკვეთა ფეხბურთიდან. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გამოვარდა მადრიდის „რეალთან“. პირველი მატჩი [[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|„სანტიაგო ბერნაბეუზე“]] მანჩესტერელებმა 3–1 დათმეს<ref>{{cite news|title=Real cruise past Man Utd|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/champions_league/2924265.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ხოლო საპასუხო მატჩი 4–3 მოიგეს და გამოეთიშნენ ტურნირს. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა [[რონალდო]]მ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ოლდ ტრაფორდის“ პუბლიკის ოვაციები დაიმსახურა<ref>{{cite news|title=Ronaldo ends Man Utd dream|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/champions_league/2965089.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. იმავე წლის ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა დეივიდ ბეკჰემმა. ინგლისელი ვარსკვლავი მადრიდის „რეალმა“ 24.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა<ref>{{cite news|title=Beckham joins Real Madrid|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/front_page/2998868.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>.
 
მომავალი სამი წლის განმავლობაში, მანჩესტერულმა კლუბმა ვერ მოიგო პრემიერლიგა. ამ პერიოდში ფერგიუსონმა ახალი გუნდის შენება დაიწყო და მრავალი ტრანსფერი განხორციელდა. დეივიდ ბეკჰემის გარდა გუნდი დატოვეს ხუან სებასტიან ვერონმა<ref>{{cite news|title=Veron signs for Chelsea|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/c/chelsea/3120081.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ფაბიენ ბარტეზმა<ref>{{cite news|title=Marseille sign Barthez|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/3354375.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ნიკი ბატმა,<ref>{{cite news|title=Newcastle sign Butt|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/n/newcastle_united/3928073.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref> [[დიეგო ფორლანი|დიეგო ფორლანმა]]<ref>{{cite news|title=Forlan joins Villarreal|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/3584254.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, ფილ ნევილმა<ref>{{cite news|title=Everton wrap up Neville signing|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/e/everton/4744383.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, რუდ ვან ნისტელროიმ<ref>{{cite news|title=Van Nistelrooy seals Madrid move|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/5225694.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref> და კაპიტანმა როი კინმა<ref>{{cite news|title=Keane in shock exit from Man Utd|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/4449396.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა ისეთი პერსპექტიული ახალგაზრდები, როგორებიც იყვნენ პორტუგალიელი [[კრიშტიანუ რონალდუ]] ლისაბონის [[სპორტინგი ლისაბონი (საფეხბურთო კლუბი)|„სპორტინგიდან“]] 12.24 მილიონ გირვანქა სტერლინგად<ref>{{cite news|title=Man Utd sign Ronaldo|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/3142959.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref> და ინგლისელი [[უეინ რუნი]] „ევერტონიდან“ 27 მილიონ გირვანქა სტერლინგად<ref>{{cite news|title=Man Utd sign Rooney|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/3611234.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. გუნდში ასევე მოვიდნენ [[ედვინ ვან დერ სარი]]<ref>{{cite news|title=Man Utd seal Van der Sar switch|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/4611715.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, [[პარკ ჯი სუნი]]<ref>{{cite news|title=Man Utd set to complete Park deal|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/4080568.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, [[ნემანია ვიდიჩი]]<ref>{{cite news|title=Vidic completes Man Utd transfer|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/4570634.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, [[პატრის ევრა]]<ref>{{cite news|title=Evra completes Man Utd transfer|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/4598800.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, [[მაიკლ კერიკი]]<ref>{{cite news|title=Carrick completes move to Man Utd|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/5222956.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>, და [[ნანი (ფეხბურთელი)|ლუიშ ნანი]]<ref>{{cite news|title=Nani & Anderson seal Man Utd move|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/6261666.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. [[კარლოს ტევესი]] გუნდს 2007 წელს ორ წლიანი იჯარით შეუერთდა<ref>{{cite news|title=Tevez completes Man Utd transfer|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/6935741.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>.
 
2004-დან 2007 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ ორი ტურნირი მოიგო: 2004 წელს ინგლისის ასოციაციის თასი, სადაც მანკუნიანელებმა „მილუოლი“ 3–0 დაამარცხეს და ინგლისის ლიგის თასი 2006 წელს, როდესაც ფერგიუსონის გუნდმა [[უიგანი (საფეხბურთო კლუბი)|„უიგანი“]] 4–0 დაამარცხა. მომდევნო სეზონში კი, გუნდმა 6 ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან „ჩელსის“ და 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო პრემიერლიგა<ref>{{cite news|title=2006–07 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=15&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. ჩემპიონატის მოგებაში მთავარი როლი ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის და წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოები მიიღო. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც შთამბეჭდავად გამოვიდა. მეოთხედფინალში „იუნაიტედმა“ საპასუხო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ 7–1 გაანადგურა [[რომა (საფეხბურთო კლუბი)|„რომა“]] და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3–5 დამარცხდა „მილანთან“<ref>{{cite news|title=2006–07 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2006/index.html|work=uefa.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>.
 
2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-17-დ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და მე-3-დ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. პრემიერლიგაში გუნდმა 2 ქულით გაასწრო „ჩელსის“<ref>{{cite news|title=2007–08 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=16&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „იუნაიტედმა“ [[ოლიმპიკ ლიონი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიონი“]], „რომა“ დაამარცხა და ნახევარფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა, რომელსაც გასვლითი მატჩი 0–0 ეთამაშა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა პოლ სქოულზის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო<ref>{{cite news|title=Man Utd 1-0 Barcelona (agg 1-0)|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/7368730.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=2007–08 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2008/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref> და ფინალში, [[მოსკოვი|მოსკოვში]] ლონდონის „ჩელსის“ შეხვდა. ანგარიში რონალდუმ გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს [[ფრენკ ლემპარდი|ფრენკ ლემპარდმა]] გაათანაბრა. დაძაბული 120 წუთის შემდეგ, რომელიც დამთავრდა 1–1, მატჩი [[პენალტების სერია]]ში გადავიდა, სადაც „ჩელსის“ კაპიტან ჯონ ტერის შეეძლო თასის მოგება, თუმცა დარტყმისას ფეხი აუსრიალდა და ბურთი ძელს მოხვდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო პენალტების სერია ანგარიშით 6–5, როდესაც ედვინ ვან დერ სარმა ნიკოლა ანელკას დარტყმული პენალტი აიღო. კრიშტიანუ რონალდუმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 42 გოლი გაიტანა და გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი<ref>{{cite news|title=Ronaldo named Fifa player of 2008|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/7822115.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. რამდენიმე თვეში, გუნდმა [[ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი]] მოიგო. ფინალში უეინ რუნის გოლით „იუნაიტედმა“ [[საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)|საკონტინენტთაშორისო თასის]] გამარჯვებული, ეკვადორული [[ლდუ კიტო (საფეხბურთო კლუბი)|ლდუ კიტო]] დაამარცხა.
 
[[ფაილი:W Rooney.jpg|right|thumb|[[უეინ რუნი|უეინ რუნის]] კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 253 გოლი აქვს გატანილი.]]
2008–09 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანის „ინტერის“, [[პორტუ (საფეხბურთო კლუბი)|„პორტუს“]] და ლონდონის „არსენალის“ დამარცხების შემდეგ<ref>{{cite news|title=2008–09 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2009/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, ფერგიუსონის გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ბარსელონასთან დამარცხდა 0–2. იმავე სეზონში „იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში პენალტების სერიაში „ტოტენჰემი“ დაამარცხა. სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუ 80 მილიონ გირვანქა სტერლიგად გადავიდა მადრიდის „რეალში“, რაც იმ დროისთვის მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო ტრანსფერი იყო<ref>{{cite news|title=Ronaldo completes £80m Real move|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/8121951.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, კარლოს ტევესი კი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა<ref>{{cite news|title=Tevez completes move to Man City|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_city/8150002.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>.
 
2009–10 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა „ჩელსის“<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 2010 ONWARDS|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506145326/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-2010-onwards.aspx|work=manutd.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. იმავე სეზონში კლუბმა ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. ფინალში მანჩესტერულმა კლუბმა 2–1 დაამარცხა „ასტონ ვილა“. უეინ რუნიმ სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
 
2011 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-19-დ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და გაასწრო „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონობების რაოდენობით. ჩემპიონთა ლიგაზე [[ოლიმპიკი მარსელი (საფეხბურთო კლუბი)|„მარსელის“]], ლონდონის „ჩელსის“ და [[შალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)|„შალკე 04-ის“]] დამარცხების შემდეგ<ref>{{cite news|title=2010–11 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2011/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, ფერგიუსონის გუნდი ოთხ წელიწადში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ისევ ბარსელონასთან დამარცხდა, ანგარიშით 1–3. მომდევნო სეზონში გუნდმა დრამატულ ბრძოლაში დათმო პრემიერლიგის ტიტული „მანჩესტერ სიტისთან“, რომელმაც ბურთების სხვაობით აჯობა „იუნაიტედს“ და პირველად 44 წლის მანძილზე მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
ხაზი 157:
===ფერგიუსონის შემდეგ===
 
ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად „ევერტონის“ ყოფილი მწვრთნელი, შოტლანდიელი [[დევიდ მოიესი]] დაინიშნა. მოიესის მწვრთნელობისას „იუნატედის“ საქმეები უკან წავიდა. პრემიერლიგაში გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა<ref>{{cite news|title=2013–14 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=22&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref> და 1996 წლის შემდეგ პირველად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდმა ვერც სხვა ტურნირებზე მიაღწია წარმატებას და შედეგად 2014 წლის 22 აპრილს მოიესმა დატოვა თანამდებობა, გუნდს კი სეზონი რაიან გიგზმა დაამთავრებინა.
 
იმავე წლის 19 მაისს გუნდის მთავარ მწვრთნელად [[ნიდერლანდელები|ნიდერლანდელი]] [[ლუი ვან გალი]] დაინიშნა, გიგზი კი მის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. ვან გალმა იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე და გუნდში [[ანხელ დი მარია]], [[დალეი ბლინდი]], [[ანდერ ერერა]], [[მარკოს როხო]], [[ლიუკ შოუ]] და იჯარით [[რადამელ ფალკაო]] მიიყვანა. პრემიერლიგაში გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, თუმცა სათასო ტურნირებზე „იუნაიტედმა“ წარმატებას ვერ მიაღწია. ვან გალმა განაგრძო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა და კვლავ შეიძინა ფეხბურთელები, მათ შორის აღსანიშნავია [[ბასტიან შვაინშტაიგერი]]ს და [[ანტონი მარსიალი]]ს ტრანსფერები. ამავდროულად, გუნდი ფერგიუსონის ეპოქის მრავალმა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა.
ხაზი 165:
2016 წლის 27 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი [[ჟოზე მოურინიო]] დაინიშნა. მან გუნდთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოურინიომ იაქტიურა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და გუნდში [[ერიკ ბაიი]], [[ზლატან იბრაჰიმოვიჩი]], [[ჰენრიხ მხითარიანი]] და [[პოლ პოგბა]] მიიყვანა. პოგბას დაბრუნება, რომელმაც კლუბი 2012 წელს დატოვა, „იუნაიტედს“ 89 მილიონი გირვანქა სტერლინგი (105 მილიონი ევრო) დაუჯდა და აღნიშნული ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი გახდა<ref>{{cite news|title=Paul Pogba: Manchester United re-sign France midfielder for world-record £89m|url=http://www.bbc.com/sport/football/37016170|work=bbc.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>.
 
მოურინიოს პირველ ოფიციალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის სუპერთასზე პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს – „ლესტერ სიტის“ შეხვდა და 2–1 დაამარცხა. გუნდმა პრემიერლიგაში არასტაბილურად იასპარეზა და სეზონის ბოლოს მე-6 ადგილზე გავიდა<ref>{{cite news|title=2016–17 Premier League table|url=httpshttp://www.premierleague.com/tables?co=1&se=54&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, მაგრამ მანკუნიანელებმა სათასო ტურნირებზე მიაღწიეს წარმატებებს. თებერვალში ინგლისის ლიგის თასის ფინალში „იუნაიტედმა“ 3–2 დაამარცხა „საუთჰემპტონი“<ref>{{cite news|title=Manchester United have won the League Cup for a fifth time|url=http://www.bbc.com/sport/football/39018813|work=bbc.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, ხოლო რამდენიმე თვეში გუნდი ისტორიაში პირველად [[უეფა-ს ევროპა ლიგა|უეფა-ს ევროპა ლიგის]] ფინალში გავიდა, სადაც ამსტერდამის [[აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)|„აიაქსს“]] დაუპირისპირდა და პოგბას და მხითარიანის გოლებით 2–0 დაამარცხა<ref>{{cite news|title=Manchester United beat Ajax to claim Europa League title|url=http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2017/matches/round=2000797/match=2019702/postmatch/report/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. ევროპა ლიგის მოგებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა მე-5 კლუბი „იუვენტუსის“, „აიაქსის“, „ბაიერნის“ და „ჩელსის“ შემდეგ, რომელმაც მოიგო სამივე მთავარი ევროპული საფეხბურთო ტურნირი (უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი)<ref>{{cite news|title=Manchester United achieve European clean sweep|url=http://www.uefa.com/uefaeuropaleague/news/newsid=2444572.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. აღნიშნულ სეზონში, უეინ რუნიმ გადაასწრო ბობი ჩარლტონს კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში, ხოლო სეზონის ბოლოს იგი 13 წლის შემდეგ „ევერტონში“ დაბრუნდა<ref>{{cite news|title=Wayne Rooney: Everton re-sign striker after 13 years at Manchester United|url=http://www.bbc.com/sport/football/40510938|work=bbc.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>.
 
== სიმბოლიკა ==
ხაზი 612:
1902 წელს, როდესაც კლუბს დაერქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, კლუბის ფორმები შეიცვალა. ახალი ფორმა წითელი მაისურებისგან, თეთრი ტრუსებისგან და შავი წინდებისგან შედგებოდა. დღემდე, ეს ფერები „იუნაიტედის“ საშიანო ფორმის სტანდარტად გამოიყენება. გამონაკლისად ითვლება თეთრ მაისურზე წითელი ლენტით გამოსახული ასო «V», რომელიც კლუბმა პირველად 1909 წელს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ჩაიცვა. ეს ფორმა 1920-იან წლებშიც გამოიყენებოდა, სანამ „იუნაიტედი“ კვლავ არ დაუბრუნდა წითელ მაისურებს.
 
გასვლითი ფორმის ფერები ხშირად შედგებოდა თეთრი მაისურებისგან, შავი ტრუსებისგან და თეთრი წინდებისგან, მაგრამ იყო გამონაკლისებიც<ref>{{cite news|title=Manchester United historical away kits|url=http://www.historicalkits.co.uk/Manchester_United/Manchester_United-change-kits.html|work=historicalkits.co.uk|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. აღსანიშნავია ლურჯ-თეთრი ზოლებიანი მაისურები 1910–22 წლებში, ლურჯი მაისურები და თეთრი ტრუსები 1939–57 წლებში, მთლიანად თეთრი გასვლითი ფორმები 1957–75 წლებში. 1993–95 წლებში მთლიანად შავი ფორმები გამოიყენებოდა. ერთ-ერთი გამორჩეული ფორმაა 1995–96 წლების სეზონის კომპლექტი, რომელიც მთლიანად ნაცრისფერი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ ფორმით ხუთიდან ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა. „საუთჰემპტონთან“ მატჩში, „იუნაიტედი“ პირველ ტაიმში 0–3-ს აგებდა, ალექს ფერგიუსონმა გუნდს გამოაცვლევინა მაისურები მესამე ფორმაზე, თუმცა გუნდი აღნიშნულ მატჩში მაინც დამარცხდა. როგორც ფეხბურთელებმა აღიარეს, მათ ამ ფორმებში უჭირდათ მოედანზე ერთმანეთის დანახვა<ref>{{cite news|title=13.04.96 Manchester United's grey day at The Dell|url=httpshttp://www.theguardian.com/football/2006/apr/15/sport.comment2|work=theguardian.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>.
 
კლუბის მესამე ფორმა, ხშირად მთლიანად ლურჯია. ამ ფერებში 1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი.
ხაზი 636:
| ღირებულება = £90,000 (1909)
| არქიტექტორი = [[არჩიბალდ ლიტჩი]]
| ტევადობა = 75,643</small><ref>{{cite news|title=Manchester United stadium|url=httpshttp://www.premierleague.com/clubs/12/Manchester-United/stadium|work=premierleague.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>
| კლუბები = მანჩესტერ იუნაიტედი (1910–)
}}
კლუბის პირველ სტადიონს „ნორს როუდი“ ერქვა, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ არ იყო შექმნილი საკმარისი პირობები<ref>{{cite news|title=The Old Trafford story: 1910 - 1930|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506145440/http://www.manutd.com/en/History/The-Old-Trafford-Story/The-Old-Trafford-Story/2014/Oct/The-Old-Trafford-Story-1910-1930.aspx|work=manutd.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. გასახდელები სტადიონისგან მოშორებით მდებარეობდა, ხოლო ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნისგან წარმოქმნილი [[სმოგი]] ართულებდა თამაშს. რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი გადავიდა ახალ სტადიონზე – „ბენკ სთრითზე“, სადაც წინა სტადიონთან შედარებით უკეთესი პირობები იყო. 1906 წლისთვის „ბენკ სთრითი“ 50,000 მაყურებელს იტევდა, თუმცა ქალაქის მზარდი მოსახლეობის და ასევე ფეხბურთის მზარდი პოპულარობის გამო, მოედანი ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. სტადიონის აშენება 60,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ის შოტლანდიელმა არქიტექტორმა – [[არჩიბალდ ლიტჩი|არჩიბალდ ლიტჩმა]] დააპროექტა. ახალი სტადიონი სახელად „[[ოლდ ტრაფორდი]]“, 1910 წლის 19 თებერვალს გაიხსნა და გახსნის მატჩში „იუნაიტედი“ [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულთან“]] 4–3 დამარცხდა.
 
[[ფაილი:View of Old Trafford from East Stand.jpg|left|thumb]]
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა<ref>{{cite news|title=The Old Trafford story: 1931 - 1962|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506145534/http://www.manutd.com/en/History/The-Old-Trafford-Story/The-Old-Trafford-Story/2014/Oct/The-Old-Trafford-Story-1931-1962.aspx|work=manutd.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. გუნდი რამდენიმე წლით თანაქალაქელი „[[მანჩესტერ სიტი]]ს“ მოედან [[მეინ როუდი|„მეინ როუდზე“]] გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ [[ბოლტონ უონდერერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბოლტონ უონდერერსი“]] 3–0 დაამარცხეს.
 
„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს 75,643 მაყურებელს იტევს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „[[უემბლის]]“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1966|1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის]] მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალი [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„მილანსა“]] და [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსს“]] შორის<ref>{{cite news|title=Milan lift European crown|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2002/matches/round=1640/match=1045288/postmatch/report/index.html|work=uefa.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები]] ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.
 
== გულშემატკივრები ==
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია. ევროპულ კლუბებს შორის, ინგლისურ კლუბს ერთ-ერთი უმაღლესი დასწრება აქვს საშინაო მატჩებში<ref>{{cite news|title=Here are Europe’s top 10 clubs by attendance|url=http://www.foxsports.com/soccer/gallery/europes-top-10-clubs-attendance-011217|work=foxsports.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. კლუბის განცხადებით, დაახლოებით 50 ქვეყანაში 200-ზე მეტი ოფიციალური ფანკლუბია<ref>{{cite news|title=Local Supporters Club|url=httpshttp://web.archive.org/web/20180506145623/http://www.manutd.com/en/Fanzone/Local-Supporters-Clubs.aspx|work=manutd.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. კომპანია [[Deloitte]]-ის გამოთვლებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალურად 75 მილიონი ფანი ჰყავს, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით ფანების რაოდენობა 659 მილიონს აღწევს<ref>{{cite news|title=Manchester United Claims To Have 659 Million Supporters|url=httpshttp://www.forbes.com/sites/mikeozanian/2012/05/29/manchester-united-claims-to-have-659-million-supporters/#6e54c5dd6307|work=forbes.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>.
 
== მეტოქეები ==
ხაზი 658:
ქალაქ [[ლიდზი]]ს და მანჩესტერის დაპირისპირება დაკავშირებულია [[ვარდების ომი|ვარდების ომთან]], როდესაც [[ლანკასტერები]]ს და [[იორკები]]ს სამეფო დინასტიები ომობდნენ ერთმანეთში, მანჩესტერი და ლიდზი კი შესაბამისად ლანკანშირის და იორკშირის ცენტრები იყო. „ლიდზ იუნაიტედს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის კი ურთიერთობები განსაკუთრებით 1960-იან წლებში დაიძაბა, როდესაც ორივე გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მატჩების განმავლობაში ხშირი იყო გადამეტებული უხეშობა, ასევე ჩხუბი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის.
 
„არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქე 90-იანი წლების ბოლოს გახდა, როდესაც ლონდონური კლუბის მწვრთნელად [[არსენ ვენგერი]] დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის და ალექს ფერგიუსონის როგორც პიროვნული, ასევე მათი გუნდების დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც ეს ორი გუნდი პრემიერლიგის და ინგლისის თასების უმთავრესი ფავორიტი იყო<ref>{{cite news|title=Rivalry between Arsène Wenger and Sir Alex Ferguson unmatched in sport|url=httpshttp://www.theguardian.com/football/blog/2010/jan/31/sir-alex-ferguson-arsene-wenger-rivalry|work=theguardian.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>.
 
== შემადგენლობა ==
ხაზი 994:
|1||{{დროშანიშანი|საფრანგეთი}} [[პოლ პოგბა]]||{{დროშანიშანი|იტალია}} [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|იუვენტუსი]]||£89 მილიონი<ref>{{cite news|title=Paul Pogba: Manchester United re-sign France midfielder for world-record £89m|url=http://www.bbc.com/sport/football/37016170|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||აგვისტო 2016
|-
|2||{{დროშანიშანი|ბელგია}} [[რომელუ ლუკაკუ]]||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)|ევერტონი]]||£75 მილიონი<ref>{{cite news|title=Romelu Lukaku: Man Utd sign Everton striker for initial £75m on five-year deal|url=httpshttp://www.bbc.com/sport/football/40550934|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||ივლისი 2017
|-
|3||{{დროშანიშანი|არგენტინა}} [[ანხელ დი მარია]]||{{დროშანიშანი|ესპანეთი}} [[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ მადრიდი]]||£59.7 მილიონი<ref>{{cite news|title=Angel Di Maria: Man Utd pay British record £59.7m for winger|url=httpshttp://www.bbc.com/sport/football/28926665|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||აგვისტო 2014
|-
|4||{{დროშანიშანი|სერბეთი}} [[ნემანია მატიჩი]]||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|ჩელსი]]||£40 მილიონი<ref>{{cite news|title=Nemanja Matic: Manchester United complete signing of Chelsea midfielder|url=http://www.bbc.com/sport/football/40781406|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||ივლისი 2017
|-
|5||{{დროშანიშანი|ესპანეთი}} [[ხუან მატა]]||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|ჩელსი]]||£37.1 მილიონი<ref>{{cite news|title=Juan Mata: Manchester United sign Chelsea midfielder for £37.1m|url=httpshttp://www.bbc.com/sport/football/25882972|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||იანვარი 2014
|-
|6||{{დროშანიშანი|საფრანგეთი}} [[ანტონი მარსიალი]]||{{დროშანიშანი|საფრანგეთი}} [[მონაკო (საფეხბურთო კლუბი)|მონაკო]]||£36 მილიონი<ref>{{cite news|title=Anthony Martial: Man Utd sign Monaco forward for £36m|url=http://www.bbc.com/sport/football/34107092|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||სექტემბერი 2015
|-
|7||{{დროშანიშანი|შვედეთი}} [[ვიქტორ ლინდელოფი]]||{{დროშანიშანი|პორტუგალია}} [[ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი)|ბენფიკა]]||£31 მილიონი<ref>{{cite news|title=Victor Lindelof: Manchester United sign £31m Benfica defender|url=httpshttp://www.bbc.com/sport/football/40236474|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||ივნისი 2017
|-
|8||{{დროშანიშანი|ბულგარეთი}} [[დიმიტარ ბერბატოვი]]||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპური]]||£30.75 მილიონი<ref>{{cite news|title=Man Utd complete Berbatov switch|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/eng_prem/7592272.stm|work=bbc.co.uk|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||სექტემბერი 2008
|-
|9||{{დროშანიშანი|კოტ-დ’ივუარი}} [[ერიკ ბაიი]]||{{დროშანიშანი|ესპანეთი}} [[ვილიარეალი (საფეხბურთო კლუბი)|ვილიარეალი]]||£30 მილიონი<ref>{{cite news|title=Eric Bailly: Man Utd sign Villarreal defender for £30m|url=httpshttp://www.bbc.com/sport/football/36480527|work=bbc.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||ივნისი 2016
|-
|10||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[რიო ფერდინანდი]]||{{დროშანიშანი|ინგლისი}} [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|ლიდზ იუნაიტედი]]||£30 მილიონი<ref>{{cite news|title=Man Utd reach Rio deal|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/eng_prem/2140871.stm|work=bbc.co.uk|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>||ივლისი 2002