თასმისებური ჭიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ., ტაქსოდაფა
No edit summary
ხაზი 20:
'''თასმისებური ჭიები''', ''ლენტისებური ჭიები'' (Cestoidea), [[უხერხემლოები|უხერხემლო]] ცხოველთა კლასი [[ბრტყელი ჭიები]]ს ტიპისა. სქესმწიფე თასმისებური ჭიები [[ხერხემლიანები|ხერხემლიან]] ცხოველთა და ადამიანთა პარაზიტებია. ცნობილია თასმისებური ჭიების 3000-მდე სახეობა. სხეული ბრტყელი აქვთ, რამდენიმე მმ-იდან 20 მ-მდე სიგრძისა. შედგება 2-იდან რამდენიმე ათასამდე ნაწევრისაგან (პროგლოტიდისაგან). სხეულის წინა ბოლოზე აქვთ თავი,თავზე - კაუჭებით გარშემოვლებული მისაწოვრები და 1 ან 4 ხორთუმი. საჭმლის მომნელებელი, სი სხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. თასმისებური ჭიები ჰერმაფროდიტებია — თითოეულ ნაწევარში განვითარებულია როგორც სათესლეები, ისე საკვერცხეები, სადაც უამრავი კვერცხია. მრავლდებიან თვითგანაყოფიერების ან ჯვარედინი განაყოფიერების გზით. განვითარების ციკლი მეტად რთულია და მიმდინარეობს ერთი ან ორი შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. დეფანიტური მასპინძლის სხეულში თასმისებური ჭიები სქესობრივ სიმწეფეს აღწევს. განაყოფიერებული კვერცხები დეფინიტური მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად გარეთ გამოიყოფა. კვერცხში ვითარდება ლარვა-ონკოსფერა, რომელსაც 3 წყვილი კაუჭი აქვს და იგი შემდეგ 1 ან 2 შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში განაგრძობს განვითარებას. ონკოსფერა კვერცხიდან გამოდის და აღწევს მასპინძლის სხეულის ღრუს ან რომელიმე ორგანოს, სადაც გარდაიქმნება ცისტიცერკად, ფანად, ცენურად, ექინოკოკად ან სხვა ტიპის მეორე ლარვად. ესენი უსქესოდ მრავლდებიან, ივითარებენ სკოლექსს (ზოგ შემთხვევაში მრავალს) და შუამავალ მასპინძელთან ერთად ძირითად (დეფინიტურ) მასპინძელში ხვდებიან. აქ ისინი ემაგრებიან ნაწლავის კედელს და სქესმწიფე ჭიებად გარდაიქმნებიან. თასმისებური ჭიები ადამიანს აავადებენ [[ჰიმენოლეპიდოზი]]თ, [[ტენიიდოზი]]თ, [[ექინოკოკოზი]]თ, [[დიფილობოთრიოზი]]თ.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ქსე, ტ. 4, გვ. 590-591, თბ., 1979
 
[[კატეგორია:თასმისებური ჭიები|*]]