ბადაგი (ვაზის ჯიში): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ბადაგი}} '''ბადაგი''' — ქართული აბორიგენული, ვარდისფერყურძნ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბადაგი}}
'''ბადაგი''' — ქართული აბორიგენული, ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელების არეალი — [[გურია]]. ძველად იგი მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო გურიის მთის პირა სოფლებში და გავრცელების არეალით იგი [[ჩხავერი]]ს ნარგაობებს არ ჩამორჩებოდა. გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის, ოდნავ მოტკბო და ნაზ სუფრის ტიპის ღვინოებს. ზოგიერთ პირთა მიხედვით, აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის უხვად დაგროვების გამო. ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აგრეთვე ჯანსაღი და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებისთვის მის გასაშენებლად უნდა შეირჩეს სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული წყალგამტარი, კალციუმის კარბონატების საკმაოდ შემცველი ფერდობები. დაბლობ, ნესტიან ადგილებში გაშენებული ვაზი ძალზე დაბალი ხარისხის მოსავლით გამოირჩევა. ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ვარდისფერია, კომშისებრი ელფერით. ჰარმონიული, თავისებური სპეციფიურისპეციფიკური არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის ღვინოების თვალსაზრისით. ბადაგის [[ღვინო]] საკმაოდ ალკოჰოლიანია (12,7%), გააჩნია ნორმალური მჟავიანობა და ექსტრაქტი. ნორმალური მოვლის პირობებში ბადაგი დიდი მოსავლიანობით ხასიათდება. ჯიშს ახასიათებს მცირედი წვრილმარცვლიანობა და არათანაბარი სიმწიფე.
 
==იხილეთ აგრეთვე==