ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 86:
1950 წლის 25 ივნისს [[ჩრდილოეთ კორეა|ჩრდილოეთ კორეის]] შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს [[38-ე პარალელი]] და დაიწყეს შეტევა [[სამხრეთ კორეა|სამხრეთ კორეის]] წინააღმდეგ. კომუნისტური რევოლუციის ექსპორტი გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ. 1950-1953 წლების განმავლობაში გრძელდებოდა კორეის ომი, რომელშიც სამხრეთელების მხარეს იბრძოდნენ სანახევროდ ამერიკელებით დაკომპლექტებული გაეროს ჯარები, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს ჩინელი ”მოხალისეები” და გადაცმული საბჭოთა ჯარისკაცები. სისლისმღვრელი ომი დასრულდა 1953 წლის 27 ივლისის ზავით, რომელმაც კვლავ დააფიქსირა ორი კორეული სახელმწიფოს არსებობა. კორეის ომმა შეცვალა აგრეთვე აშშ-ს დამოკიდებულება ტაივანის მაიმართ. ”გამოირკვა”, რომ აშშ-ს ომის შემდგომი პოლიტიკა შორეულ აღმოსავლეთში არასწორი იყო. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება ”ჩინეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა გახდეს აშშ-ს მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკა. პრეზიდენტი ჩან კაი-ში იყო და არის აზიის გამოჩენილი ანტიკომუნისტური ლიდერი. ჩვენი მტერი აზიაში და მთელ მსოფლიოში იდენტიფიცირებული უნდა იქნას რუსულ კომუნიზმთან. ჩან კაი-შიმ დაკარგა ჩინეთი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ მიიღო საკმარისი მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ამერიკისგან და არა სახვა რაიმე მიზეზის გამო”.
 
კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა გასცა ბრძანება მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა გამინდანის ხელისუფლებასთან და დადო მასთან ე, წ. ურთიერთუშიშროების ხელშეკრულება, რომლის თანახმად აიღო ვალდებულება დაიცვას ტაივანი და სხვა კუნძულები, რომლებზეც ჩრ-ის იურისდიქცია ვრცელებავრცელდება.
 
ჩან კაი-შიც საშუალება მიეცა შედარებით მშვიდობიან პირობებში გაეგრძელებინა ჩინეთის რესპუბლიკის აღმშენებლობა. სახელმწიფო მმართველობის ერთპარტიული სისტემით მიღწეულ იქნა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, შემდგომში კარგად გამოიყენა ამერიკის დახმარება, უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებისათვის, ჩაატარა აგრარული რეფორმა, დაიწყო სუნ იატსენის სამი სახალხო პრინციპის განხორციელება და ტაივანში მალე მოხერხდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მოწესრიგება. შემდგომში ჩან კაი-შიმ აგრეთვე დიდი ყურადღება დაუთმო საექსპორტო წარმოებას, საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკის აქტივიზაციას, რამაც საშუალება მისცა ტაივანს მკვეთრად აემაღლებინა წარმოების ტემპები. რეფორმებისა და აშშ-ს მფარველობის წყალობით გომინდანმა ტაივანზე მოახერხა გადარჩენა, გამაგრება და მეტად მძიმე პირობებში დაეწყო ის გარდაქმნები, რომლებიც დიდი ხანია ჩაფიქრებული იყო. 1954 წლის ხელშეკრულებით ტაივანზე განლაგდა ამერიკული სამხედრო ძალები, შემდეგ სენატმა უფლება მისცა აშშ-ს პრეზიდენტს თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები ტაივანის სამხედრო თავდასხმისაგან დასაცავად. თავის მხრივ ტაივანიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აშშ-სათვის, როგორც ერთგვარი ”ჩაუძირავი ავიამზიდი”, სწორედ ტაივანიდან ხორციელდებოდა მატერიკული ჩინეთის საჰაერო დაზვერვა, მათ შორის ტაივანელი მფრინავების მეშვეობით და სადაზვერვო ინფორმაციებსაც ტაივანელი სპეციელისტები შიფრავდნენ, რადგან მათ გარეშე სხვადასხვა ჩინურ დიალექტებზე მიმდნარე საუბრების სწორად გაგება შეუძლებელი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან