ხელოვნური ინტელექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის Qwelly ცვლილებების გაუქმება (№3532558)
(მომხმარებლის Qwelly ცვლილებების გაუქმება (№3532558))
იარლიყი: გაუქმება
 
'''ხელოვნური ინტელექტი''' ({{lang-en|Artificial Intelligence}}, შემოკლებით '''AI''') არის [[კომპიუტერული მეცნიერება|კომპიუტერული მეცნიერების]] დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს [[ადამიანის ინტელექტი]]ს გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ [[XIX საუკუნე]]ს.
 
==ინტელექტის ბუნება ==
ხელოვნური ინტელექტი არის მეცნიერება, რომელიც ცდილობს არა მარტო შეიცნოს
ინტელექტის ბუნება, არამედ შექმნას კიდეც (ზოგჯერ სწორედ ესაა უფრო მთავარი მიზანი)
ინტელექტუალური ქცევის მქონე ხელოვნური სისტემები, ანუ როგორც მათ უწოდებენ ხელოვნური
ინტელექტუალური სისტემები.ხელოვნური ინტელექტი მეცნიერების ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა დარგია. პირველი
შრომები ამ მიმართულებით გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო ტერმინი – ხელოვნური
ინტელექტი პირველად გამოიყენეს 1956 წელს. მისი წარმოშობაც და განვითარებაც მჭიდროდაა
დაკავშირებული კომპიუტერულ ტექნიკასთან და ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არაა. ყველა ის
ზემოთჩამოთვლილი ქმედებები, რომლებიც განსაზღვრავენ ინტელექტს, როგორც ფენომენს, თავისი
არსით წარმოადგენენ ინფორმაციულ პროცესებს, ანუ ყველა ამ ქმედების დროს ხდება
ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შენახვა და გადაცემა. კომპიუტერული ტექნიკის წარმოშობამდე
ასეთი უნარი გააჩნდათ მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს (სხვადასხვა დონეზე). კომპიუტერებმა
საშუალება მოგვცეს მოგვეხდინა ამ პროცესების მექანიზაცია ტექნიკურ სისტემებში, რაც გახდა
ხელოვნური ინტელექტუალური სისტემების განვითარების საფუძველი. Aსწორედ ამიტომაც კომპიუტერების წარმოშობასთან ერთად გაჩნდა კითხვა – შეიძლება თუ
არა კომპიუტერს გააჩნდეს ინტელექტუალური ქცევა? უფრო მძაფრად კი ეს კითხვა ჟღერდა ასე:
შეუძლია თუ არა მანქანას იაზროვნოს? ამ ორ კითხვას შორის არსებითი განსხვავებაა.
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი, შეუძლია თუ არა მანქანას ფრენა? რა თქმა უნდა შეუძლია, იტყვის
ნებისმიერი ადამიანი, თვითმფრინავი ხომ სწორედ ამისთვისაა შექმნილი. მაგრამ აქ არსებითია თუ
რა იგულისხმება ცნება “ფრენის” ქვეშ. თუ ჩვენ ფრენის ქვეშ ვიგულისხმებთ მხოლოდ ჩიტივით
ფრენას, მაშინ მანქანას უკვე აღარ შეუძლია ფრენა, მას შეუძლია მხოლოდ ჰაერში გადაადგილება.
მაგრამ თუ ფრენა სწორედ გადაადგილებაა ჰაერში, მაშინ მანქანასაც შეუძლია ფრენა. ზუსტად
ასევე, თუ აზროვნება ესაა მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი სისტემების პრეროგატივა, თუ ის
დამახასიათებელია მხოლოდ თავის ტვინში მიმდინარე პროცესებისათვის, მაშინ ცხადია მანქანა
ვერასოდეს შეძლებს იაზროვნოს და ის მხოლოდ შეასრულებს რაღაც გარკვეულ ქმედებებს,
რომლებიც შესრულებული ადამიანის მიერ აღიქმება როგორც აზროვნების პროცესი. მაგრამ თუ
აზროვნება სწორედ ასეთი ქმედებების შესრულების უნარია, მაშინ ცხადია მანქანაც შეძლებს
აზროვნებას. რა ქმედებებზეა ლაპარაკი და როგორი ქცევის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს,
რომ კომპიუტერი აზროვნებს? ყველა იმ პარამეტრის ჩამოთვლა, რომლებსაც უნდა
აკმაყოფილებდეს ხელოვნური ინტელექტუალური სისტემა, რათა მისი ქცევა შეფასდეს როგორც ხელოვნური ინტელექტის წარმოშობა და განვითარება 3
აზროვნება, ალბათ ძალიან ძნელია. 1948 წელს ინგლისელმა მეცნიერმა [[ალან ტიურინგი|ალან ტიურინგმა]], რომელიც
თვითონ იდგა კომპიუტერების შექმნის სათავეებთან, სტატიაში “ინტელექტუალური მანქანები” (A.
Turing A Intelligent Machinery), შემოგვთავაზა “მარტივი” ტესტი კომპიუტერის ინტელექტუალურობის
შესამოწმებლად. ტესტი მდგომარეობს შემდეგში: მოვათავსოთ ერთ ოთახში ადამიანი, მეორეში
მანქანა და მესამეში გამომცდელი. მათ შორის ვიზუალური კავშირი არ არსებობს და
გამომცდელმა არ იცის, რომელ ოთახში ზის ადამიანი და რომელ ოთახში დგასMმანქანა. ისინი
დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ისე, რომ გამომცდელს შეუძლია გაცვალოს ინფორმაცია
ადამიანთან და მანქანასთან მხოლოდ წერილობით. თუ გამომცდელი თავის მიერ დასმულ
შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით ვერ შეძლებს გაარჩიოს რომელ ოთახში ზის
ადამიანი, ხოლო რომელში მანქანა, მაშინ მანქანა შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურ
სისტემად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა. ცხადია, რომ მანქანას, რომელიც მიიღებს
მონაწილეობას ასეთ გამოცდაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ შესაძლებლობები.
 
 
==იხილეთ აგრეთვე==