შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
 
ფორუმი ზედმეტად რომ აღარ დავტბორო, აქ გუპასუხებ. მონაწილეობა დარღვევით ჩატარებულ კენჭისყრაში მიიღეთ და მგონი აღარ სჭირდება ამას ზედმეტი დასაბუთება, ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ შენ არ გჭირდება. პროცედურულად ეს დაახლოებით იმ კენჭისყრას წააგავდა, სტატიების ახალი კრიტერიუმებზე რომ მიმდინაობდა რამდენიმე წლის წინათ და ჩემი დამოკიდებულება პირველის მიმართ იგივეა რაც შენი იყო მეორის მიმართ. – [[მომხმარებელი:BRUTE|BruTe]] ([[მომხმარებლის განხილვა:BRUTE|გ]]) 10:37, 1 აგვისტო 2018 (UTC)
 
{{ping|BRUTE}} რისი თქმა გინდა მაგით სანდრო, 4 წლის წინანდელ განხილვას აბრუნებ ახლანდელ დროში და მეუბნები, რომ გაუაზრებლად მივეცი ხმა. ეს არ არის შეურაცხყოფა, როგორ ფიქრობ ? შენი ქმედება იყო გაუაზრებელი-ო - აი ასე გამოდის შენი კომენტარიდან გამომდინარე. შენსგან ასეთ ტონი გამიკვირდა, ვინაიდან ასე არასოდეს არ წერ ხოლმე. რაც შეეხება წესს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ მაშინ კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი ადმინთა კორპუსში, ვიკიპედიის ზრდა-განვითარებასთან ერთად ახალი მექანიზმების ამოქმედება იყო საჭირო და შესაძლოა მართლაც, სიჩქარეში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში სკრუპულოზური ხასიათი ვერ მიიღო. მაგრამ ეგ წესი იმისთვისაც შემუშავდა, რომ ვიკიპედიის მომავალ რედაქტორებს გაეაზრებინათ ის უდიდესი ტვირთი, რასაც ადმინობა ჰქვია. მეორე მხრივ, სულ მიმდინარეობს საუბრები ისტებლიშმენტზე და მსგავს რაღაცებზე. აბსურდია და დამღლელიც ამის კითხვა. ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გამოიკვლევ დაასკვნი, რომ ადმინთა კორპუსზე ზეწოლა მიმდინარეობს. ასე არ შეიძლება. აგრეთვე, თუ გვინდა, რომ საკითხი საფუძვლიანად გავარჩიოთ მოდი ერთმანეთისკენ თითს ნუ გავიშვერთ, ნურავის ნუ გავაკრიტიკებთ და ვცეთ ერთმანეთს პატივი. ისეთი სიტყვები დაიწერა ფორუმში, რომ საშინელებაა ამის კითხვა უკვე. ხომ შეიძლება ცივილიზებულად განვიხილოთ საკითხი. - [[User:Otogi|<span style="color:#0018A8; font-family:Neuropol"><b>OTOGI</b></span>]] <small><sup>[[User talk:Otogi|<span style="color:#0018A8">Messages</span>]]</sup></small> 10:57, 1 აგვისტო 2018 (UTC)