ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 124:
 
მოგესალმებით, ცოტა დაგვიანებით მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ძალიან სამწუხაროა შექმნილი მდგომარეობა, ალბათ ყველა ჩვენგანის წვლილი პასუხისმგებლობაა რომ აქამდე მოვედით. ვინაიდან პირველი საკითხი ასე თუ ისე ამოწურულია, ჯობს აღარ შევეხო, ასე რომ მხოლოდ მიხეილის სტატუსის შესახებ დავწერ. მიშამ კარგად იცის ჩემი მისდამი დამოკიდებულება (თუმცა ალბათ ჩემი დეუსადმი დამოკიდებულებაც იცის) და ის მართლაც ბრწყინვალე რედაქტორია, თუმცა მას სტატუსი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას და ეს იქნება „ფასი“ იმ სიმახინჯისთვის, რაც 4 წლის უკან მივიღეთ. რატომღაც 2014 წელს უმრავლესობამ ვერ გაიაზრა ერთი ჭეშმარიტება: ვიკიპედიის რედაქტორები, ისევე როგორც ადმინისტრატორები თუ ბიუროკრატები, არ უნდა იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, უბრალოდ არ შექმნილა ეს პროექტი ამისთვის. მაშინ მიღებულმა წესებმა, მკაცრად განსაზღვრულმა რედაქტირებების რაოდენობამ და ვადებმა, ავტომატურად ჩააყენა ადმინისტრატორები ერთმანეთის კონკურენციაში. სტატუსის ჩამორთმევის რისკი არსებობს ასე თუ ისე აქტიური ადმინისტრატორისთვისაც და ეს რისკი იზრდება ადმინისტრატორების რაოდენობის მატებასთან ერთად (სხვა უარყოფით მხარეებზე აღარ შევჩერდები). ისეთი სპეციფიკის მქონე საზოგადოებაში როგორიც ვიკი-საზოგადოებაა, ამან ბოლოსდაბოლოს ცუდად შეგვახსენა თავი. ასე რომ, ხანდახან უმრავლესობაც ცდება და იმედია ვისწავლით ამ გაკვეთილს. სტატუსი მოსახსნელია და წესი შესაცვლელი. – [[მომხმარებელი:BRUTE|BruTe]] ([[მომხმარებლის განხილვა:BRUTE|გ]]) 21:44, 31 ივლისი 2018 (UTC)
:რადგან ქართულ ვიკიპედიაში ბიუროკრატებს არ აქვთ უფლება ადმინის სტატუსის ჩამორთმევისა, მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს მეტაზე. გავაგზავნე [https://meta.wikimedia.org/w/index.php?title=Steward_requests%2FPermissions&type=revision&diff=18258257&oldid=18257877 მოთხოვნა] მეტაზე წესზე მითითებით და ამ დისკუსიაზე მითითებით, სადაც დემოკრატიული კონსენსუსი აშკარაა. სტიუარტები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. პ.ს. სამწუხაროა, რომ მეჰმანი აქ, ქართულ ვიკიპედიაში არ იღებს მონაწილეობას დისკუსიაში, მეტაზე კი ჩემს მოთხოვნას გამოეხმაურა და წერს, რომ მხოლოდ მე არ უნდა ვწყვეტდე ამ პრობლემას — ცხადია, ეს არაა სწორი, აქ ყველა 12 მომხმარებელი, რომელიც სტატუსის თემას შეეხო, ერთ აზრზეა: მოქმედი წესით სტატუსი უნდა ჩამოერთვას მიხეილს. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 05:44, 1 აგვისტო 2018 (UTC)