მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[Image:1976 Republican National Convention.jpg|thumb|left|200px|1976 წლის რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობა. კემპერ არენა, [[მისური]], მარცხნიდან მარჯვნივ: [[ბობ დოული]], ნენსი რეიგანი, რონალდ რეიგანი, ჯერალდ ფორდი, [[ნელსონ როკფელერი]], [[სუზენ ფორდი]] და [[ბეტი ფორდი]].]]
 
[[1975]] წელს რეიგანის გუბერნატორობის მეორე ვადა დასრულდა და მას მესამედ კენჭი აღარ უყრია. ნაცვლად ამისა, ის მრჩევლებს შეხვდა, რათა 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტთან, [[ჯერალდ ფორდი|ჯერალდ ფორდთან]] მისი გამრჯვების შანსები და შესაძლებლობები განეხილა. გარდა ამისა, რონალდს ნენსის დარწმუნებაც სჭირდებოდა, რომელიც ქმრის გადაწყვეტილებას მაინც და მაინც არ ეთანხმებოდა.<ref>Benze, James G. (2005), გვ. 32.</ref>ის ქმრის ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავდა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ მისი ქმარი ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო და საბოლოოდ დათანხმდა.<ref name="lpm64">Loizeau, P.M. (2004), გვ. 64.</ref> საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნენსი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ასრულებდა ტრადიციულ როლს: პატივსაცემ მოქალაქეებთან ყავა და ლანჩი თვითონ მიჰქონდა და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებოდა.<ref name="lpm64" /> ამასთან ერთად ის პერსონალს ზედამხედველობდა, ქმრის გრაფიკს აწესრიგებდა და ზოგჯერ პრეს-კონფერენციებსაც თვითონ აწყობდა და ხელმძღვანელობდა.<ref name="Benze, James G., Jr. (2005), გვ. 33" /> ნენსისა და პირველი ლედის, [[ბეტი ფორდი]]ს საოცარი სხვაობის გამო 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ხშირად „დედოფალთა ბრძოლასაც“ უწოდებენ. კამპანიის დროს ორივე ქალბატონი თითქმის მსგავს თემებსა და პრობლემებზე საუბრობდა, მაგრამ საკითხებს სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მეთოდით უდგებოდნენ.<ref>Loizeau, P.M. (2004), გვ. 65.</ref> ნენსის განსაკუთრებით ის აღიზიანებდა, რომ ფორდის კამპანია მის ქმარს ისეთ პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩენდა, თითქოს რეიგანი სხვა ერებისა და ჯგუფებისადმი აგრესიას ახალისებდა.<ref name="lpm64" />ძალიან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1976 წლის რესპუბლიკური პარტიის წინასაპრეზიდენტო არჩევნებში ფორდმა გაიმარჯვა. <ref name="Time"> [http://www.cnn.com/ALLPOLITICS/1996/analysis/back.time/9603/29/index.shtml Another Loss For the Gipper]." CNN AllPolitics "Back in TIME" series. წაკითხვის თარიღი:20 მარტი, 2018 </ref>
 
[[File:Reagan 1980 campaign.jpg|thumb|რეიგანი თავის ცოლთან და [[სტრომ თურმონდი|სტრომ თურმონდთან]] ერთად კოლუმბიის კამპანიის დროს, სამხრეთ კაროლინა, 10 ოქტომბერი, 1980]]მართალია, 1976 წლის რესპუბლიკელთა არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ რონალდ რეიგანმა 1980 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ საცადა ბედი და ამჯერად რესპუბლიკელთა შორისაც გაიმარჯვა და არჩევნებშიც.<ref>{{cite web|url=http://www.ourcampaigns.com/RaceDetail.html?RaceID=51805 |title=US President - R Primaries Race - Feb 17, 1980 |publisher=Our Campaigns |date= |accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> მეორე კამპანიის დროს ნენსიმ მოწინავე, მის მიერ პერსონალის მართვამ კი, კიდევ უფრო გამორჩეული როლი ითამაშა.<ref name="Benze, James G., Jr. (2005), გვ. 33">Benze, James G., Jr. (2005), გვ. 33.</ref> ნენსიმ ერთმანეთთან მებრძოლ კამპანიის ხელმძღვანელებთან, ჯონ სირსთან და მაიკლ დივერთან შეხვედრა მოაწყო. მისმა ქმარმა დივერი დაითხოვა და კონტროლის სადავეები სირსმა აიღო ხელში. მას შემდეგ რაც რეიგანმა აიოვას შტატში წააგო (ჯორჯ ჰ.უ. ბუშმა ხმების 32% მიიღო, რეიგანმა კი — 30%), [[ნიუ ჰემფშირი|ნიუ ჰემფშირში]] კი მისმა მაჩვენებლმა დაიწია, ნენსიმ მეორე შეხვედრა გამართა, სირსს პრეს-რელიზის ასლი მიაწოდა, რომელიც კამპანიის ხელმძანელის გათავისუფლების შესახებ იტყობინებოდა და ის თანამშრომლებთან ერთად დაითხოვა.<ref name="Benze, James G., Jr. (2005), გვ. 33" />ნენსის გავლენა აშკარად შესამჩნევი გახდა. აქციებზე, ლანჩებსა და მიღებებზე მისი ყოფნა რონალდისადმი ნდობას ზრდიდა.<ref>Loizeau, P.M. (2004), გვ. 69.</ref>
 
==ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი==
===თეთრი სახლის შარმი===
====განახლება====
[[File:The Reagans waving from the limousine during the Inaugural Parade 1981.jpg|thumb|left|ინაუგურაციის ცერემონიალი (20 იანვარი, 1981). სწორედ ამ დროს, 444 დღიანი ტყვეობიდან 52 ამერკელი ტყვე გაათავისუფლეს]]
 
[[1981]] წლის იანვარში [[რონალდ რეიგანის პირველი ინაუგურაცია|რეიგანის ინაუგურაციის]] შემდეგ ნენსი ამერიკის შეერთებული შტატების პირელი ლედი გახდა. ქმრის პრეზიდენტობის ადრეულ პერიოდში ნენსიმ [[თეთრი სახლი|თეთრ სახლის]] შესაფერისი „პირველი სახლის“ შექმნის სურვილი გამოთქვა, რადგანაც წლების განმავლობაში უყურადღებობის გამო პირველი ოჯახის სამყოფი სავალალო მდგომარეობაში იყო.<ref name="NR American" />თეთრი სახლის თანაშემწე [[მაიკლ დივერი]] მეორე და მესამე სართულის აღწერისას „ჩამოშლილი ბათქაშიანი კედლების, დაბზარული საღებავებისა და დაზიანებული იატაკის“ შესახებ საუბრობდა.<ref name="md78">Deaver, Michael (2004), გვ. 78.</ref> განახლებისა და ხელახლა შემკობისთვის მთავრობის ფონდის დახმარებაზე მეტად ნენსი კერძო შემოწირულობების გამოყენებას ცდილობდა.<ref name="First Lady Nancy Reagan">{{cite web |url= http://www.firstladies.org/biographies/firstladies.aspx?biography=41 |title=First Lady Biography: Nancy Reagan|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher= National First Ladies Library}}</ref> 1981 წელს მან თეთრი სახლის ოთახების დიდი ნაწილის, მათ შორის მეორე და მესამე სართულის ყველა ოთახისა<ref>{{cite web|url=http://www.whitehousehistory.org/whha_timelines/timelines_first-ladies-40.html |title=Nancy Reagan |publisher=The White House Historical Association |accessdate=9 აპრილი, 2018 |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20111122104900/http://whitehousehistory.org/whha_timelines/timelines_first-ladies-40.html |archivedate= 22 ნოემბერი, 2011 }}</ref> და მრგვალი ოფისის მიმდებარე ოთახების, მათ შორის [[ჯეიმს ბრეიდის პრეს-ბრიფინგის ოთახი]]ს <ref>{{cite web|url=http://www.whitehousemuseum.org/west-wing/press-briefing-room.htm|title=Brady Press Briefing Room|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=The White House Museum}}</ref> მთლიანი განახლება დაიწყო. განახლების პროცესი კედლების ხელახლა შეღებვას, იატაკის ხელახლა დაგებას, ბუხრების შეკეთებას, ანტიკვარული ნივთების დამუშავებასა და ფანჯრებისა და მავთულების შეცვლას მოიცავდა.<ref name="md78" /> მთავარი საძინებლის ერთი ნაწილი მშვენიერ სალონად და ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახად გადაკეთდა, ხოლო დასავლეთის საძიებელი — პატარა სავარჯიშო დარბაზად.<ref>{{cite web|url=http://www.whitehousemuseum.org/floor2/west-bedroom.htm|title=West Bedroom|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=The White House Museum}}</ref>
 
პირველმა ქალბატონმა ცნობილი ინტერიერის დიზაინერი, დასავლეთის სანაპიროს მდიდრული ფიგურების გამოყენებით სახელგანთქმული ტედ გრეიბერი ოჯახის საცხოვრებელი ნაწილების შესამკობად ყველაფრით უზრუნველყო.<ref name="graber">{{cite news|title=Ted Graber, 80, Decorator for Reagans, Dies|accessdate=9 აპრილი, 2018|date=12 ივნისი, 2000|newspaper=[[The New York Times]]|author=Nemy, Enid|url=https://www.nytimes.com/2000/06/12/us/ted-graber-80-decorator-for-reagans-dies.html}}</ref> მთავარ საძინებელს ჩინური ნიმუშები და ხელით მოხატული კედლის ქაღალდი დაემატა.<ref>{{cite web|url=http://www.whitehousemuseum.org/floor2/master-bedroom.htm|title=Master Bedroom|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=The White House Museum}}</ref>საოჯახო ავერჯი პრეზიდენტის პირად ოფისში მოათავსეს.<ref name="graber" /> პირველმა ქალბატონმა და მისმა დიზაინერმა თეთრი სახლის არაერთი ანტიკვარული ნივთი საცავიდან ამოიტანეს და მთელ სასახლეში განათავსეს.<ref name="graber" /> გარდა ამისა, რეიგანის პირადი კოლექციებიც გამოფინეს, მათ შორის 25-მდე მომინანქრებული ყუთი, რამდენიმე ფაიფურის კვერცხი და თეფშების კოლექცია.<ref>Brower, Kate Andersen (2015), გვ. 134–135.</ref>
 
განახლების პროცესი კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდებოდა.<ref name="First Lady Nancy Reagan" /><ref name="graber" /> განახლების შესახებ ნენსი ამბობდა: „ეს სახლი ყველა ამერიკელის კუთვნილებაა და მინდა ის ისეთი იყოს, რითიც ისინი იამაყებენ.“<ref name="graber" /> განახლებასთან დაკავშირებით ზოგიერთმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა, სახლის განახლებისთვის საჭირო თანხა საგადასახადო შემოწირულობებიდან ფინანსდება, რაც საბოლოოდ არაპირდაპირი სახით მხოლოდ გადასახადების გადამხდელი საზოგადოებიდან მოდისო.<ref>Loizeau, P.M. (2005), [https://books.google.com/books?id=j_mlxi6J6xkC&pg=PA93 გვ. 93]</ref>
{{მთავარი|Just Say No}}
[[File:NREAGANDRUG.jpg|thumb|upright|რეიგანი პირველ ქალბატონებს მასპინძლობს ნარკოტიკული საშუალებების საწინააღმდეგო პირველ კონფერენციაზე, თეთრი სახლი, 1985]]
[[1982]] წელს ნენსი რეიგანმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეკრეაციული გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო პრეპარატების საწინააღდმეგო „Just Say No“ კამპანია წამოიწყო, რომელიც მის პირველ და პირველი ქალბატონის რანგში ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივად ითვლება.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> ფიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ახალგაზრდების განათლების ამაღლების აუცილებლობის შესახებ რეიგანმა ჯერ კიდევ 1980 წლის კამპანიის დროს, ნიუ იორკში, ნარკოტიკული საშულებებისადმი მიდრეკილი ადამიანების განკურნების ცენტრში ყოფნისას ისაუბრა.<ref name="Just Say No" /> [[1981]] წელს ნენსი აღნიშნავდა: „იმის გააზრება, ნარკოტიკულ საშუალებებს თქვენი შვილებისთვის რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია, იმის გაგება, თანატოლების ჯგუფს რამხელა ზეწოლა აქვს და იმის განსაზღვრა, თუ რატომ ხდებიან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულნი... არის პირველი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად.“<ref name="Just Say No" /> კამპანია ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ განათლების ამაღლებასა და ბოროტად გამოყენების საფრთხეების შესახებ ინფორმირებაზე აკეთებდა აქცენტს.<ref name="Just Say No" />
 
[[1982]] წელს ნენსის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, თუკი მათ ნარკოტიკულ საშუალებებს შესთავაზებდნენ. რეიგანმა უპასუხა: „უბრალოდ, თქვით არა“ („Just Say No“).<ref>{{cite web |url= http://www.reagan.utexas.edu/archives/speeches/1989/010489a.htm|title= Remarks at the Nancy Reagan Drug Abuse Center Benefit Dinner in Los Angeles|accessdate=9 აპრილი, 2018 |publisher= Ronald Reagan Foundation |date= 4 იანვარი, 1989 }}</ref><ref>Loizeau, Pierre-Marie. ''Nancy Reagan: The Woman Behind the Man'' (1984). Nova Publishers, გვ. 104–105.</ref> ფრაზა მაშინვე აიტაცეს, 1980-იანი წლების პოპულარულ კულტურაში გავრცელდა და სასკოლო თუ სხვა ორგანიზაციათა კლუბების ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროგრამების სახელწოდებად იქცა.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> ნარკოტიკული საშუალებების პრევენციის პროგრამებში რეიგანი აქტიურად ჩაერთო და ნარკოტიკული საშუალებებისადმი მიდრეკილი ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრებში აშშ-ის ფარგლებში 250 000 მილზე (400 000 კმ.) მეტი იმოგზაურა. პირველი ლედი სატელევიზიო თოქ-შოუებშიც გამოდიოდა და საჯარო განცხადებებს აკეთებდა, <ref name="First Lady Nancy Reagan" /> მათ შორის სატელევიზიო დრამის — „Dynasty“ — ცალკეულ ეპიზოდებსა და სიტუაციურ კომედიაში — „Diff'rent Strokes“, რათა „Just Say NO“ კამპანიის მხარდასაჭერად მოეწოდებინა. ასევე, გამოჩნდა როკ მუსიკალურ ვიდეოში „Stop the Madness“ (1985).<ref>{{cite video |people= Brian L. Dyak (Executive Producer), William N. Utz (Executive Producer)|date=11 დეკემბერი, 1985|title= Stop the Madness|medium=Music Video|publisher= E.I.C.|location=Hollywood and The White House, Washington, D.C.|time=3:15}}</ref>
1985 წელს რეიგანმა კამპანია საერთაშორისო დონეზე განავრცო, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წინააღმდეგ კონფერენცია გამართა და თეთრ სახლში არაერთი ქვეყნის პირველი ქალბატონი მოიწვია.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> ოქტომბერში, გაერთიანებული ერების ორმოცი წლის თავზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ მეორე შეკრებაზე მან ოცდაათი ქვეყნის პირველ ქალბატონს უმასპინძლა. [[1986]] წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] პრეზიდენტმა რეიგანმა „ნარკოტიკებისაგან თავისუფალი ამერიკისთვის ნაციონალური ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ“ მოუწოდა და ანტი-ნარკოტიკულ ბილს მოაწერა ხელი, რაც ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული კრიმინალური ქმედებებისთვის სავალდებულო მინიმალური სასჯელის დაწესებისთვის საბრძოლველად და კრიზისის დასაძლევად 1.7 მილიარდის ბიუჯეტის მქონე ფონდის შექმნას ითვალისწინებდა.<ref name="PBS Frontline">{{cite web |url= https://www.pbs.org/wgbh/pages/frontline/shows/drugs/cron/ | title= Thirty Years of America's Drug War | publisher = pbs.org | accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> მართალია, ბილის მიღებას ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ რეიგანი მას პირად გამარჯვებად მიიჩნევდა.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> [[1998]] წელს ის პირველი პირველი ლედი გახდა, რომელმაც [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას]] საერთაშორისო დონეზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.<ref name="First Lady Nancy Reagan" />
 
კრიტიკოსები იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუ რა განზრახვა ჰქონდა რეიგანის ასეთ ძალისხმევას.<ref name="critics of just say no">{{cite news |url = http://pages.citebite.com/r1q2b3p1s9jcd|title = Just say nonsense&nbsp;– Nancy Reagan's drug education programs|accessdate =9 აპრილი, 2018|work = Washington Monthly|date = მაისი 1993|page = 3|author = Elliott|first = Jeff|issue = 5|volume = 25}}</ref> აღნიშნავდნენ, რომ რეიგანის მიერ ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მცდელობა საკმაოდ გამარტივებული იყო<ref name="NR American">{{cite news|publisher=PBS|url=https://www.pbs.org/wgbh/amex/reagan/peopleevents/pande03.html|author=Wolf, Julie.|title=The American Experience: Nancy Reagan|accessdate=9 აპრილი, 2018|deadurl=yes|archiveurl=https://web.archive.org/web/20080110015229/http://www.pbs.org/wgbh/amex/reagan/peopleevents/pande03.html|archivedate=10 იანვარი, 2008|df=mdy-all}}</ref> და კამათობდნენ, რომ პროგრამა მრავალ სოციალურ პრობლემას, მათ შორის უმუშევრობას, სიღარიბესა და ტრადიციული ოჯახური კავშირების დაშლას არ ითვალისწინებდა.<ref name="critics of just say no" /> “Just Say No” კამპანიის კლუბთა და ორგანიზაციათა ნაწილი ქყევნის ფარგლებში კვლავ ფუნქციონირებს.<ref name="Just Say No">{{cite web|url=http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/just_say_no.asp |title= Mrs. Reagan's Crusade |accessdate=9 აპრილი, 2018 |publisher= Ronald Reagan Foundation|archiveurl = https://web.archive.org/web/20070812171917/http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/just_say_no.asp |archivedate = 12 აგვისტო, 2007|deadurl=yes}}</ref>
 
===ქმრის მფარველი===
1981 წელს [[რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობა|რეიგანის მკვლელობის მცდელობის]] შემდეგ ქმრის არაოფიციალური „მფარველის“ როლი ნენსიმ თავის თავზე აიღო.<ref>{{cite web |url=http://www.cbsnews.com/stories/2004/06/05/national/main621274.shtml|title=His Fierce Protector: Nancy|first=David|last=Hancock|accessdate= 9 აპრილი, 2018|date= 5 ივნისი, 2004|publisher=CBS}}</ref> იმ წლის 30 მარტს სასტუმროს —„Washington Hilton“ — დატოვებისას პრეზიდენტ რეიგანსა და სამ სხვა ადამიანს 25 წლის ახალგაზრდამ, [[ჯონ ჰინკლი უმცროსი|ჯონ ჰინკლი უმცროსმა]] ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შესახებ ნენსის მალევე აცნობეს და პირველი ლედი მაშინვე [[ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფო|ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში]] ჩავიდა, სადაც პრეზიდენტი მოეთავსებინათ. ნენსი იხსენებდა: „რეანიმაციები ადრეც მენახა, მაგრამ არასდროს მენახა ისეთი, სადაც ჩემი ქმარი იქნებოდა მოთავსებული.“<ref>Reagan, Nancy (1989), გვ. 5.</ref> პირველი ლედი ესკორტით მოსაცდელ ოთახში გაიყვანეს, ხოლო როცა ქმრის ნახვის ნება დართეს, შესვლისას რონალდი მახვილგონივრულად მიესალმა: „ძვირფასო, იხვი დამავიწყდა.“ პრეზიდენტმა დამარცხებული მოკრივის, [[ჯეკ დემფსი]]ს ჟესტით მიმართა მის ცოლს.<ref name="NoonanPBS">{{cite web |url= https://www.pbs.org/newshour/character/essays/reagan.html| author=Noonan, Peggy|title= Character Above All: Ronald Reagan essay |publisher = PBS |accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref>
 
[[File:Reagans wave after returning from WH 1981.jpg|thumb|upright|200px|ნენსი და რონალდი საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, 11 აპპრილი, 1981]]
პირველი ლედის ქმრის დამცველი ბუნება პირველად მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც სენატორმა [[სტრომ თურმონდი|სტრომ თურმონდმა]] [[აშშ-ის საიდუმლო სამსახური|საიდუმლო სამსახურს]] გვერდი აუარა იმით, რომ თავი მოაჩვენა, თითქოს პრეზიდენტის „უახლოესი მეგობარი“ იყო და რეიგანის ოთახში შევიდა, სავარაუდოდ, ის ასე მედიის ყურადღების მისაპყრობად მოიქცა.<ref>{{cite web |url=http://web1.millercenter.org/poh/transcripts/ohp_2002_1024_friedersdorf.pdf|title= Final Edited Transcript: Interview with Max Friedersdorf|accessdate= 9 აპრილი, 2018|date= 24–25 ოქტომბერი, 2002|format= PDF|publisher= Miller Center of Public Affairs|page= 60}}</ref> ნენსი აღშფოთდა და სენატორს დაუყოვნებლივ პაციენტის დატოვება მოსთხოვა.<ref name="Beschloss, Michael გვ. 284" /> მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საავადმყოფოში ძალ-ღონეს იღდგენდა, ნენსის მისი ერთ-ერთი მაისურით ეძინა, რათა სურნელით ქმრის სიახლოვე ეგრძნო.<ref name="Beschloss, Michael გვ. 284" /> 11 აპრილს, როდესაც რეიგანი საავადმყოფოდან გაწერეს, თეთრ სახლამდე მგზავრობისას ნენსი თან ახლდა.
 
პრესამ ნენსი ქმრის „მთავარ მცველად“ მონათლა, რითიც პირველი ლედის, როგორც ცივ ომში პრეზიდენტის ერთგულ დამხმარედ წარმოჩენა დაისახა მიზნად.<ref>Burns, Lisa (2008), გვ. 130, 138–139.</ref> ქმრის მკვლელობის მცდელობიდან ერთი დღის შემდეგ, ნენსი საავადმყოფოში ქმრისთვის მისატანი სურათის ჩამოღებისას სკამიდან ჩამოვარდა. პირველმა ქალბატონმა რამდენიმე ნეკნი დაიზიანა, მაგრამ გადაწყდა, ეს ამბავი საჯაროდ არ გახმაურებულიყო.<ref>Brower, Kate Andersen (2015), გვ. 160.</ref>
[[დონალდ რიგანი]] თავის [[1988]] წლის მემუარში „From Wall Street to Washington“ აღნიშნავს, რომ რეიგანთან უთანხმოებები ჰქონდა, რადგანაც საჯაროდ პირველმა განაცხადა, რომ პირადი [[ასტროლოგია|ასტროლოგი]] (იმ დროისთვის უცნობი [[ჯოან ქვიგლი]]) ჰყავდა, ვისთან ერთადაც პირველი ლედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს განიხილავდა. რიგანი წერდა:
{{ციტირება|პრაქტიკულად, თეთრ სახლში პერსონალის მეთაურად ჩემი ყოფნის დროს, რეიგანების მიერ გაკეთებული ყველა სვლა და ყველა მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ იყო განსაზღვრული სან-ფრანცისკოელი ქალის მიერ, რომელიც ჰოროსკოპს აკვირდებოდა იმისთვის, რათა დარწმუნებულიყო, პლანეტები სათანადოდ იყო თუ არა განლაგებული.<ref>Donald Regan. ''For the Record: From Wall Street to Washington'', (San Diego: Harcourt Trade Publishers, 1988), {{ISBN|0151639663}}</ref><ref>[http://www.people.com/people/archive/article/0,,20099022,00.html "The President's Astrologers", ''People'' (23 მაისი, 1988)]</ref>}}
[[File:President Reagan being sworn in for second term during the private ceremony held at the White House 1985.jpg|thumb|left|ნენსი თავის ქმართან ერთად, რომელიც მთავარი მოსამართლის, [[უორენ ბერგერი]]ს წინაშე ხელმეორედ ფიცს დებს, 20 იანვარი, 1985]]
 
თავის მემუარებში ნენსი წერს: „ყოველთვის, როცა რონი თეთრ სახლს ტოვებდა, პანიკურად მეშინოდა.“<ref>Reagan, Nancy (1989), გვ. 21.</ref> მკვლელობის მცდელობის შემდეგ ქმრის განრიგის ცოდნა ნენსის მანიად ექცა, აუცილებლად უნდა სცოდნოდა რომელ ღონისძიებებს დაესწრებოდა მისი ქმარი და ვისთან ერთად.<ref name="First Lady Nancy Reagan" /> ქმრის დაცვაზე ზრუნვამ ნენსი ასტროლოგ ჯოან ქვიგლისთან კონსულტაციებამდე მიიყვანა, რომელიც წყვეტდა თუ რომელი დღეები იყო „კარგი“, რომელი „ნეიტრალური“ და რომელი დღეებისთვის უნდა აერიდებინათ თავი, რამაც ქმრის თეთრი სახლის განრიგზე დიდი გავლენა იქონია.<ref>{{cite news |url=https://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9C0CEEDF1030F93BA25750C0A966958260|title=Stars and Strife|accessdate= 9 აპრილი, 2018|date=18 მარტი,, 1990|newspaper=[[The New York Times]]|author=Ivins, Molly}}</ref> დღეები ასტროლოგის რჩევის შესაბამისად სხვადასხვა ფერით იყო მონიშნული, რათა წინასწარ ამოეცნოთ რომელი დღეები იქნებოდა ოპტიმალური პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და წარმატებისთვის.<ref name="First Lady Nancy Reagan" />
 
[[თეთრი სახლის პერსონალის მეთაური]], [[დონ რიგანი|დონალდ რიგანი]] ასეთი რეჟიმით იმედგაცრუებული იყო, რამაც მასა და პირველ ქალბატონს შორის უთანხმოება წარმოშვა. ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა [[ირან-კონტრას საქმე|ირან კონტრას საქმის]], ადმნისტრაციული სკანდალის გახმაურების შემდეგ. პირველი ლედი გრძნობდა, რომ რიგანს მისი ქმრისთვის ზიანის მიყენება შეეძლო.<ref>Anthony, C.S. (1991), გვ. 396.</ref> ნენსი ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო რიგანი გადამდგარიყო, რის შესახებაც ქმარს გაუმხილა, თუმცა რონალდ რეიგანმა მისი თვალსაზრისი არ გაიზიარა. [[1987]] წლის დასაწყისში რიგანს სურდა, რომ პრეს-კონფერენციების საშუალებით პრეზიდენტ რეიგანს ირან-კონტრას საქმის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ნენსიმ ქმარს მცირე ხნის წინ გაკეთებული პროსტატის ოპერაციისა და ასტროლოგიური გაფრთხილებების გამო ზედმეტი დაძაბვის ნება არ მისცა.<ref>Anthony, C.S. (1991), გვ. 398.</ref> პერსონალის მეთაური ისე გაბრაზდა, რომ 1987 წელს პირველ ლედთან სატელეფონო საუბრისას ტელეფონი გათიშა. [[ABC News]]-ის კორესპონდენტის, [[სემ დონალდსონი]]ს თქმით, როდესაც პრეზიდენტმა ასეთი მოპყრობის შესახებ გაიგო და ვიცე-პრეზიდენტმა [[ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში|ჯორჯ ჰ.უ. ბუშმაც]] პრეზიდენტს რიგანის დათხოვნა ურჩია,<ref>{{cite news|url=http://www.nydailynews.com/opinion/kate-andersen-brower-hillary-clinton-owes-nancy-reagan-article-1.2557427|title=What Hillary Clinton owes Nancy Reagan: The late First Lady wielded real influence on her husband's presidency|date=9 მარტი,, 2016|work=Daily News|location=New York}}</ref> მან რიგანის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და საბოლოოდ, პერსონალის მეთაური ასეც მოიქცა.<ref>{{cite video | people=Thomas, Rhys (Writer/Producer); Donaldson, Sam (interviewee)|year=2005 | title=The Presidents| medium=Documentary | publisher=A&E Television}}</ref> [[1988]] წლის მემუარში რიგანმა პირველმა აღნიშნა საჯაროდ პირველი ლედის ასრტოლოგთან კონსულტაციების შესახებ, რამაც ნენსის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდბეულება გააჩინა.<ref>{{cite news |url=https://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/05/01/AR2007050102070.html| title=Ronald Reagan, In His Own Words| author=Kurtz, Howard| newspaper=[[The Washington Post]] | date=2 მაისი, 2007 | accessdate=9 აპრილი, 2018 }}</ref> მოგვიანებით ნენსი წერდა: „ასტროლოგია ერთ-ერთი მარტივი გზა იყო იმ შიშის გასამკლავებლად, რომელიც ჩემი ქმრის თითქმის სიკვდილის შემდეგ დამეუფლა... იყო კი ასტროლოგია ერთ-ერთი მიზეზი [მკვლელობის მცდელობები შემდეგში აღარ ყოფილა]? მე ძალიან არ მჯერა, რომ ეს ასეა, მაგრამ არც ძალიან მწამს, რომ ეს ასე არაა.“<ref>Reagan, Nancy (1989), გვ. 44, 47.</ref>
===მკერდის კიბო===
[[File:Nancy in hospital.jpg|thumb|left|200px|რონალდ რეიგანი კოცნის თავის ცოლს ბეთესდას საზღვაო საავადმყოფოში ჩატარებული მასტექტომიის შემდეგ, მერილენდი, 1987]]
[[1987]] წლის ოქტომბერში [[მამოგრაფია]]მ რეიგანის მარცხენა ძუძუში დაზიანება გამოავლინა და პირველ ქალბატონს მაშინვე მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. რეიგანმა [[ლამპექტომია]]ს [[მასტექტომია]] ამჯობინა.<ref>{{cite news|url=https://query.nytimes.com/gst/fullpage.html?sec=health&res=9B0DE2DA123DF93BA25753C1A961948260|title=Surgeons Remove Cancerous Breast of Nancy Reagan|accessdate=9 აპრილი, 2018|work=The New York Times|author=Altman, Lawrence K|date= 18 ოქტომბერი, 1987}}</ref> რეიგანს ძუძუ 1987 წლის 17 ოქტომბერს მოკვეთეს. ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ ნენსის დედა, [[ედიტ ლაკეტ დეივისი]] 99 წლის ასაკში [[ფენიქსი|ფენიქსში]] ([[არიზონა]]) გარდაიცვალა. ამ პერიოდს რეიგანმა „საშინელი თვე“ უწოდა.<ref>Reagan, Nancy (1989), გვ. 285.</ref>
 
ოპერაციის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულებრივზე უფრო მეტმა ქალმა ჩაიტარა მამოგრაფია, რაც პირველი ლედის გავლენის თვალსაჩინო მაგალითია.<ref>{{cite web|url=https://www.cdc.gov/mmwr/preview/mmwrhtml/00001360.htm|title=Perspectives in Disease Prevention and Health Promotion Trends in Screening Mammograms for Women 50 Years of Age and Older&nbsp;– Behavioral Risk Factor Surveillance System, 1987|accessdate=9 აპრილი, 2018|date=10 მარტი,, 1989|publisher=Department of Health and Human Services}}</ref>
 
==შემდგომი ცხოვრება==
მართალია ნენსი რეიგანი საკამათო პირველი ლედი იყო, მაგრამ 1989 წლის 20 იანვრისთვის, როდესაც მისმა ქმარმა პრეზიდენტის ოფისი დატოვა, ამერიკელთა 56%-ს მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, 18%-ს კი — უარყოფითი.<ref name="Nancy Reagan's poll numbers">{{cite web |url=http://www.cbsnews.com/stories/2004/06/07/opinion/polls/main621632.shtml|title=A Look Back At The Polls|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=CBS Interactive Inc|date= 7 ივნისი, 2004}}</ref> სხვა პირველ ქალბატონებთან შედარებით, მათი ქმრების საპრეზიდენტო ვადა ამოიწურის დროისთვის, ნენსისადმი დადებით დამკიდებულებას ამერიკელთა უფრო დიდი ნაწილი გამოხატავდა, ვიდრე [[როზალინ კარტერი]]სა (თუმცა კარტერისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ამერიკელთა მხოლოდ 9%-ს ჰქონდა) და [[ჰილარი კლინტონი]]სადმი. როგორც აღმოჩნდა, ნენსი [[ბარბარა ბუში|ბარბარა ბუშზე]] ნაკლებ პოპულარული იყო.<ref name="Nancy Reagan's poll numbers" />
[[File:Reagans at Rancho del Cielo.jpg|thumb|upright|ნენსი და რონალდი „სამოთხის რანჩოს“ სასადილო ოთახში]]
 
 
===თეთრი სახლის შემდგომი საქმიანობა===
[[1989]] წლის გვიან ხანებში ყოფილმა პირველმა ქალბატონმა ნენსი რეიგანის ფონდი დააარსა, რომელიც ნივთიერებების გადაჭარბებით გამოყენებასთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ ხალხში განათლების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.<ref name="Nancy Reagan">{{cite web |url=http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/nancy_bio.asp|title= Nancy Reagan: Her Life and Times|accessdate= 9 აპრილი, 2018|publisher= Ronald Reagan Presidential Foundation|archiveurl = https://web.archive.org/web/20071112053844/http://www.reaganfoundation.org/reagan/nancy/nancy_bio.asp |archivedate=12 ნოემბერი, 2007 |deadurl=yes}}</ref> 1994 წელს ფონდი ნარკოტიკული საშუალებებისაგან თავისუფალი მომავლის ფონდთან გაერთიანდა და ნენსი რეიგანის სკოლიშემდგომი პროგრამა განახორციელა. ყოფილი პირველი ლედი კვლავ მოგზაურობდა აშშ-ის გარშემო და ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობდა.
 
[[File:First Ladies at Ronald Reagan Presidential Library.jpg|thumb|left|200px|აშშ-ის პირველი ქალბატონები რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): [[ლედი ბირდ ჯონსონი]], [[პატ ნიქსონი]], [[როზალინ კარტერი]], [[ბეტი ფორდი]], დგანან (მარცნიდან მარჯვნივ): ნენსი რეიგანი და [[ბარბარა ბუში]], ნოემბერი, 1991,]]
2004 წლის 5 ივნისს რონალდ რეიგანი ბელ აირში მდებარე სახლში გარდაიცვალა.<ref name="CNNHealth" /> შვიდდღიანი დაკრძალვის ცერემონიალის დროს ნენსის თავისი შვილები და სამხედრო ესკორტი ახლდა თან და მთელს ერთან ერთად გლოვობდა.<ref>{{cite web|url=http://ap.grolier.com/article?assetid=atb999b159&templatename=/article/article.html |title=Nancy Reagan |year=2006 |accessdate=9 აპრილი, 2018 |publisher=Scholastic Library Publishing, Inc. |archiveurl=https://web.archive.org/web/20080313110642/http://ap.grolier.com/article?assetid=atb999b159&templatename=%2Farticle%2Farticle.html |archivedate=13 მარტი,, 2008 |deadurl=yes |df= }}</ref> დიდი ძალისხმევის ფასად ნენსიმ სიმშვიდე შეინარჩუნა,<ref name="Nancy funeral role" /> რეიგანის სხეული ჯ [[პანაშვიდი]]ს გადასახდელად ჯერ [[რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა|რეიგანის ბიბლიოთეკამდე]] გადაასვენეს, შემდეგ კი უკანასკნელად გამოთხოვებისთვის 34 საათის განმავლობაში ვაშინგტონში, [[ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი|საკათედრო ტაძარში]] დაასვენეს.<ref>{{cite press release|publisher=The Office of Ronald Reagan|date=6 ივნისი, 2004|accessdate=9 აპრილი, 2018|title=Outline of Funeral Events in honor of Ronald Wilson Reagan|url=http://www.ronaldreaganmemorial.com/pressrelease_st5.asp|archiveurl = https://web.archive.org/web/20080419070229/http://www.ronaldreaganmemorial.com/pressrelease_st5.asp |archivedate =19 აპრილი, 2008|deadurl=yes}}</ref> შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის სხეული კვლავ კალიფორნიაში გადაასვენეს მზის ჩავლის წინ პანაშვიდის გადახდისა და დაკრძალვისთვის. ემოციების მოზღვავების შედეგად ნენსიმ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი კვირის განმავლობაში პირველად საჯაროდ ატირდა.<ref name="Nancy funeral role" /><ref>{{cite news | url=http://www.cbsnews.com/stories/2004/06/05/national/main621238.shtml | date= 12 ივნისი, 2004|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=CBS|title=A Nation bids Reagan Farewell}}</ref> დაკეცილი დროშის მიღების შემდეგ, ნენსიმ კუბოს თავსახურს აკოცა და სანამ კუბოს სამარხში ჩაუშვებდნენ, დასჩურჩულა: „მიყვარხარ“.<ref>{{cite web|url=http://www.foxnews.com/story/0,2933,122528,00.html |archiveurl=https://web.archive.org/web/20071017054417/http://www.foxnews.com/story/0%2C2933%2C122528%2C00.html |archivedate=17 ოქტომბერი, 2007 |title=Reagan Laid to Rest |accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=Fox News Channel |date= 12 ივნისი, 2004 |deadurl=yes |df= }}</ref> [[CNN]]-ის ჟურნალისტი, [[ვოლფ ბლიცერი]] მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავდა, რომ „ის ძალიან, ძალიან ძლიერი ქალია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ძალიან სუსტი ჩანს.“<ref>{{cite news |date=9 ივნისი, 2004|title=Reagan's Casket Arrives in Washington|url=http://transcripts.cnn.com/TRANSCRIPTS/0406/09/se.03.html|format=Transcript|publisher=CNN|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref>
 
ნენსიმ დაკრძალვის ცერემონიის დეტალურ გეგმასაც უხელმძღვანელა,<ref name="Nancy funeral role">{{cite news|url=https://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9F0CE0DF1330F931A25755C0A9629C8B63&sec=&spon=&pagewanted=1|title=The 40th President: The President's Widow; For a Frail Mrs. Reagan, A Week of Great Resolve|date=12 ივნისი, 2004|accessdate=9 აპრილი, 2018|work=The New York Times|author1=Nogourney, Adam |author2=Bernard Wienrob |lastauthoramp=yes }}</ref> ყველა მთავარი ღონისძიება დაგეგმა და პრეზიდენტ [[ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში|ჯორჯ ჰ.უ. ბუშს]], ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, [[მარგარეტ ტეტჩერი|მარგარეტ ტეტჩერს]], საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, [[მიხეილ გორბაჩოვი|მიხეილ გორბაჩოვსა]] და კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, [[ბრაიან მალრუნი]]ს საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლა სთხოვა.<ref name="Nancy funeral role" /> ის მცირე დეტალებსაც დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორც ყოველთვის სჩვეოდა ქმრის სიცოცხლეში. [[ბეტსი ბლუმინგდეილი]], რეიგანის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ამბობდა: „გარეგნულად ის ძალიან სუსტი ჩანს, მაგრამ შინაგანად ძალიან ძლიერია. ის ასეთია. მას ძალა აქვს. ის უკანასკნელ რამეს აკეთებს რონისთვის... და ის ყველაფერს ზუსტად აკეთებს.“<ref name="Nancy funeral role" /> [[1996]] წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე ქმრის სახელით სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნენსი საჯაროდ პირველად სწორედ დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა.<ref name="Nancy funeral role" />
 
დაკრძალვის ცერემონიამ დიდი გავლენა მოახდინა მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე. მართალია პირველი ლედის რანგში ყოფნისას მას განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ამჯერად ის გარკვეულწილად ეროვნულ გმირს ჰგავდა, რომელსაც ბევრი აქებდა ალცჰეიმერის დაავადებით ტანჯული ქმრის ზრუნვისთვის.<ref name="BBC Nancy's image">{{cite news |url=http://news.bbc.co.uk/2/hi/americas/3794125.stm|title=Nancy Reagan emerges as public icon|publisher=BBC News|date= 10 ივნისი, 2004 |accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> ''„U.S. News & World Report“''—მა აღნიშნა: „ჩრდილების ათწლეულის შემდეგ, განსხვავებული, რბილი ნენსი რეიგანი გამოჩნდა“.<ref>{{cite news|title=A warm public embrace for the new Nancy|accessdate=9 აპრილი, 2018|author=Cannon, Angie|work=US News and World Report|date= 21 ივნისი, 2004|url=https://www.usnews.com/usnews/politics/reagan/articles/21nancy.htm}}</ref>
 
===ქვრივობის პერიოდი===
ქმრის გარდაცვალების შემდეგ რეიგანი პოლიტიკაში კვლავ აქტიური დარჩა. მისი საქმიანობა [[ღეროვანი უჯრედები]]ს კვლევას დაუკავშირდა. ბევრის აზრით, [[2004]] წლის დასაწყისში მან [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატიული პარტიის]] შესაბამის პოზიციას შეუწყო ხელი, როდესაც [[ჯორჯ უოლკერ ბუში|ჯორჯ ბუშს]] ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევის ფედერალური ფონდებიდან დაფინანსებისკენ მოუწოდა, იმ იმედით, რომ ეს მეცნიერება ალცჰეიმერის დაავადების განკურნების საშუალებებს მიაგნებდა.<ref>{{cite journal | author = Erika Check | title = Bush pressured as Nancy Reagan pleads for stem-cell research | journal = Nature | year = 2004 | volume = 429 | page = 116| doi = 10.1038/429116a | pmid = 15141173 | issue = 6988}}</ref> მართალია, პირველმა ქალბატონმა პრეზიდენტს პოზიცია ვერ შეაცვლევინა, მაგრამ ბუშ უმცროსს ხელმეორე ვადით არჩევის წინასაარჩევნო კამპანიაში მაინც მხარი დაუჭირა.<ref>{{cite news |url=https://www.usatoday.com/news/politicselections/nation/president/2004-08-03-nancy-reagan-bush_x.htm|title= Former first lady Nancy Reagan supports Bush's re-election|accessdate=9 აპრილი, 2018 |newspaper=[[USA Today]]| date = 4 აგვისტო, 2004}}</ref>
 
[[File:President Bush, Laura Bush and Nancy Reagan.jpg|thumb|left|ყოფილი პირველი ლედი რეიგანის ბიბლიოთეკაში Air Force One Pavillion-ის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ჯორჯ ბუშთან და მის ცოლთან, ლორა ბუშთან ერთად, ოქტომბერი, 2005]]
2008 წელს რეიგანის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა. თებერვალში ბელ აირის სახლში დაცემის შემდეგ ის [[სანტა მონიკა]]ში ([[კალიფორნია]]) მდებარე [[იოანე ღვთისმეტყველის ჯანმრთელობის ცენტრი|იოანე ღვთისმეტყველის ჯანმრთელობის ცენტრში]] გადაიყვანეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ საბედნიეროდ, მას ბარძაყი არ მოუტეხავს და საავადმყოფოდან ორი დღის შემდეგ გაწერეს.<ref>{{cite news|url=http://www.msnbc.msn.com/id/23241883/|title=Nancy Reagan Released From Hospital|date=19 თებერვალი, 2008|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=MSNBC}}</ref> მომდევნო თვეს, ჯონ მაკ-კეინთან ერთად სეირნობისას ყოფილი პირველი ლედი ძალიან ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, რას ახალი ამბების კომენტატორებს არ გამორჩენიათ.<ref name="msnbc fall">{{cite video |people= Williams, Brian (interviewee)|date=15 ოქტომბერი, 2008|title=Nancy Reagan suffers broken pelvis|url=http://www.msnbc.msn.com/id/21134540/vp/271999154#27199154|medium=Television production|publisher=MSNBC|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> NBC-ის ჟურნალისტმა, [[ბრაიან უილიამსი|ბრაიან უილიამსმა]], რომელიც 2008 წლის შუა ხანებში რეიგანთან ვახშამს დაესწრო, შენიშნა: „მისის რეიგანის მხედველობა ისეთი აღარაა, როგორც ყოველთვის იყო. ამ ასაკის ადამიანთათვის მნიშვნელოვანია მყარად იდგნენ და თავიანთ ხომალდებს მართავდნენ. ის კი, თავისი გემის ძალიან კარგი კაპიტანია.“<ref name="msnbc fall" /> ყოფილი პირველი ლედის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ჟურნალისტმა განაცხადა: „მას ისეთი მახვილი გონება აქვს, როგორც არასდროს და კალიფორნიაში თავის მეგობრებთან ერთად ენერგიული ცხოვრებით ერთობა... მაგრამ დაცემა ყოველთვის სახიფათოა. ის ძლიერი პიროვნებაა, ტკივილს უხმოდ უძლებს, სავსე მხიარული და ამაღელვებელი ცხოვრებით... მას აქვს მოსაზრებები პოლიტიკის შესახებ... როგორც მისი მეგობრები აღწერენ, ის ძალიან ენერგიული პიროვნებაა.“<ref name="msnbc fall" />
 
2008 წლის ოქტომბერში სახლში დაცემის შემდეგ, რეიგანი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერისტეტის რონალდ რეიგანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.<ref>{{cite news| url=http://www.foxnews.com/story/0,2933,330989,00.html | work=Fox News | title=Former First Lady Nancy Reagan Hospitalized After Fall | date= 18 თებერვალი, 2008}}</ref> ექიმებმა განაცხადეს, რომ 87 წლის ნენსიმ მენჯი და სამკუთხა ძვალი მოიტეხა და გამოჯანმრთელებას სახლში [[ფიზიკური თერაპია|ფიზიკური თერაპიის]] საშუალებით შეძლებდა.<ref>{{cite news | url=https://www.reuters.com/article/topNews/idUSTRE49G7S420081017 | agency=Reuters | title=Former first lady Nancy Reagan out of hospital | first=Dan | last=Whitcomb | date=17 ოქტომბერი, 2008 | accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> ამ უიღბლო ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე სამედიცინო სტატია დაიბეჭდა, რომელშიც დაცემისაგან თავის დაღწევის ინფორმაცია იყო მოცემული.<ref>{{cite news|title=Steps to take for strong bones|url=http://www.miamiherald.com/living/story/754530.html|work=The Miami Herald|accessdate=9 აპრილი, 2018|author=Rarback, Sheah|date= 4 ნოემბერი, 2008}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.medicalnewstoday.com/articles/126942.php|title=Physical Therapy Will Play Key Role In Nancy Reagan's Recovery From Recent Fall|accessdate=9 აპრილი, 2018|publisher=News Today|date=27 ოქტომბერი, 2008}}</ref> 2009 წლის იანვარში რეიგანმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდებოდა და ისიც უფრო და უფრო მეტის გაკეთებას ცდილობდა.<ref>{{cite news|url=http://www.etonline.com/news/69715_Nancy_Reagan_Health_Update_She_s_Improving_Every_Day/index.html |title=Nancy Reagan Health Update: 'Shes Improving Every Day' |accessdate=9 აპრილი, 2018 |date=15 იანვარი, 2009 |publisher=Entertainment Tonight |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20130604043010/http://www.etonline.com/news/69715_Nancy_Reagan_Health_Update_She_s_Improving_Every_Day/index.html |archivedate= 4 ივნისი, 2013 }}</ref>
 
[[File:Nancy Reagan with Michelle Obama cropped.jpg|thumb|left|200px|ნენსი რეიგანi პირველ ლედთან, [[მიშელ ობამა]]სთან, 3 ივნისი, 2009]]
2009 წლის მარტში ყოფილმა პირველმა ლედმა პრეზიდენტ [[ბარაკ ობამა]]ს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის ფედერალური ფონდებიდან დაფინანსების გაუქმების გადაწყვეტილების გადასინჯვა სთხოვა.<ref>{{cite news | url=http://www.politico.com/news/stories/0309/19787.html | title=Nancy Reagan praises Obama | first=Craig | last=Gordon | publisher=The Politico | date=9 მარტი,, 2009 | accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> 2009 წლის ივნისში ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა [[აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდა|კაპიტოლუმის როტონდაში]] მისი ქმრის ძეგლის გახსნის ცერემონიას დასწრებოდა.<ref>{{cite news|url=http://www.latimes.com/news/nationworld/nation/la-na-reagan-statue4-2009jun04,0,2615911.story|title=Reagan returns to Washington, D.C., in bronze|accessdate=9 აპრილი, 2018|date=4 ივნისი, 2009|work=Los Angeles Times|author=Simon, Richard}}</ref> ნენსი პრეზიდენტ ობამას გვერდით იმყოფებოდა, როდესაც მან რონალდ რეიგანის საკომისიო აქტს მოაწერა ხელი, ასევე, პირადად ისადილა პირველ ლედთან, [[მიშელ ობამა]]სთან ერთად.<ref>{{cite news|url=http://thecaucus.blogs.nytimes.com/2009/06/02/nancy-reagan-and-obama-kiss-and-make-up/?hp|title=Nancy Reagan and Obama Kiss and Make Up|accessdate=9 აპრილი, 2018|date=2 ივნისი, 2009|author=Cooper, Helene|work=The New York Times}}</ref> რეიგანისა და მიშელ ობამას სატელეფონო საუბრის დეტალები გამოქვეყნდა ჟურნალში - ''„Vanity Fair“'' - რომელშიც პირველი ლედი ყოფილ პირველ ლედს თეთრ სახლში ცხოვრებისა და გართობის შესაებ რჩევებს ეკითხებოდა.<ref>{{cite news|url=http://www.vanityfair.com/online/daily/2009/06/nancy-reagan-speaks-out-about-obamas-the-bushes-and-her-husband.html |title=Nancy Reagan Speaks Out About Obamas, the Bushes, and Her Husband |accessdate=9 აპრილი, 2018|date=1 ივნისი, 2009 |work=Vanity Fair |deadurl=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20090603055749/http://www.vanityfair.com/online/daily/2009/06/nancy-reagan-speaks-out-about-obamas-the-bushes-and-her-husband.html |archivedate=3 ივნისი, 2009 }}</ref> 2009 წლის აგვისტოში სენატორ [[ტედ კენედი]]ს გარდაცვალების შემდეგ ნენსიმ განაცხადა: „საშინლად დანაღვლიანებული ვარ... მართალია, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და ზოგჯერ ძალიან უკვირთ, მაგრამ რონი და მე კენედის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავით... მე ის მომენატრება.“<ref>{{cite press release|url=http://thepage.time.com/nancy-reagan-statement-on-ted-kennedys-death/|title=Nancy Reagan Statement on Ted Kennedy's Death|date= 26 აგვისტო, 2009|accessdate=9 აპრილი, 2018|work=[[Time (magazine)|Time]]}}</ref> 2011 წლის 12 ივლისს რანჩო მირეიჯში (კალიფორნია) ნენსი [[ბეტი ფორდი]]ს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.<ref>{{cite news| date =14 ივლისი, 2011 | title= After Funeral Service, Betty Ford Buried Next to Husband| publisher= MSNBC | url=http://www.msnbc.msn.com/id/43755302/ns/politics-more_politics/| accessdate =9 აპრილი, 2018}}</ref>
 
[[2011]] წლის 7 სექტემბერს რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ნენსიმ რესპუბლიკელთა სინასაპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა.<ref name=endorse>{{cite news|title=Nancy Reagan endorses Romney's bid for president|url=http://usatoday30.usatoday.com/news/politics/story/2012-05-31/nancy-reagan-mitt-romney/55319818/1|newspaper=[[USA Today]] |agency=[[Associated Press]]|date=31 მაისი, 2012|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref><ref>{{cite news|title=GOP debate at the Ronald Reagan presidential library|url=https://www.washingtonpost.com/politics/gop-debate-at-the-ronald-reagan-presidential-library/2011/09/07/gIQAmBJQAK_gallery.html#photo=1|newspaper=[[The Washington Post]]|date=7 სექტემბერი, 2011|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> 2012 წლის მარტში ნენსი კიდევ ერთხელ დაეცა.<ref name=fall /> მან რამდენიმე ნეკნის მოტეხილობას გაუძლო, მაგრამ ორი თვის შემდეგ, 2012 წლის მაისში რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში [[პოლ რაიანი]]ს სიტყვის მოსმენა ვერ შეძლო. ნენსის სპიკერმა განაცხადა: „მისის რეიგანი ნელა გამოჯანმრთელდება, მან გრაფიკში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა, მაგრამ დღეს ექიმებმა ურჩიეს, რომ სახლიდან მოშორებით ფართო ღონიძიებებს ჯერჯერობით არ დაესწროს.“<ref name=fall>{{cite news|title=Nancy Reagan still recovering from fall|url=http://www.cnn.com/2012/05/23/politics/nancy-reagan-fall/|publisher=CNN|date=23 მაისი, 2012|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref> [[2012]] წლის 31 მაისს ნენსიმ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, [[მიტ რომნი]]ს დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მის ქმარს რომნის ბიზნეს ფონი და როგორც თვითონ ეძახდა, „ძლიერი პრინციპები“ მოეწონებოდა.<ref name=endorse /> [[2013]] წლის აპრილში, [[მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება და დაკრძალვა|მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებასთან]] დაკავშირებით ნენსიმ განაცხადა: „მსოფლიომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი გამარჯვებული დაკარგა... რონი და მე მას როგორც ძვირფას და საიმედო მეგობარს, ისე ვიცნობდით... მე ის მომენატრება.“<ref>{{cite news|title=Nancy Reagan: 'Ronnie and Margaret were political soul mates'|url=http://politicalticker.blogs.cnn.com/2013/04/08/nancy-reagan-ronnie-and-margaret-were-political-soul-mates/|publisher=CNN|date=8 აპრილი, 2013|accessdate=9 აპრილი, 2018}}</ref>
 
ბესი ტრუმანის შემდეგ, რომელიც 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნენსი რეიგანმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალბატონთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა. რონალდ რეიგანის სიცოცხლე კი, [[აშშ-ის პრეზიდენტი|აშშ-ის პრეზიდენტების]]: [[ჯიმი კარტერი]]ს, [[ჯერალდ ფორდი]]სა და [[ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში|ჯორჯ ჰ.უ. ბუშის]] შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.