ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
:ერთი რაღაც კი აუცილებლად უნდა ვთქვა, ახლა დავუფიქრდი ძალიან ბევრ ასპექტს და ამ წესის მრავალგავრად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი. არ არის დაკონკრეტებული მიმართვის მომენტი იგულისხმება წესის ამოქმედების საბაბად თუ არა. წესი აშკარად არაა ჩარჩოებში მოქცეული და აშკარად არ მუშაობს. რადგან ეს ასეა, ვფიქრობ ჯერ წესებს უნდა გადავხედოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ პროცედურებზე საუბარი. სტატუსის მოხსნა/არ მოხსნა კი წესისამდელი მეთოდით, ანუ კენჭისყრით მოხდეს. ზემოთ ვახსენე რომ წესია და უნდა ვემორჩილებოდეთ, მაგრამ დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ წესია გადასახედი.— [[მომხმარებელი:Beqabai|~ბ.ბ.~]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Beqabai|მომწერეთ აქ!]])</small> 17:40, 31 ივლისი 2018 (UTC)
::ბექა, წესი მოქმედებს, ამ წესის საფუძველზე 4 ადმინისტრატორს ჩამოერთვა სტატუსი. წესში მიმართვაზე საუბარი არაა იმიტომ, რომ როგორც მის მიღების დროს იყო საუბარი, ადმინისტრატორის სტატუსი ავტომატურად შეწყვეტილად ითვლება 3 თვიანი პასიურობის შემდეგ: [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&diff=next&oldid=2735774 „თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ“] — ამას ამბობდა წესის ავტორი და წესი მიღებულ იქნა იმიტომ, რომ როგორც ავტორები ამბობდნენ, [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია%3Aფორუმი%2Fწინადადებები&type=revision&diff=2734426&oldid=2721443 იმჟამად „არსებული წესები ადმინისტრატორს უფლებას აძლევდა 5 თვე დაესვენა და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეენარჩუნებინა სტატუსი“]. ასე რომ, გასარკვევი აქ არაფერია და თუ 4 ადმინზე ვრცელდება წესი, ის სხვაზედაც უნდა გავრცელდეს. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 19:01, 31 ივლისი 2018 (UTC)
 
მოგესალმებით, ცოტა დაგვიანებით მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ძალიან სამწუხაროა შექმნილი მდგომარეობა, ალბათ ყველა ჩვენგანის წვლილი პასუხისმგებლობაა რომ აქამდე მოვედით. ვინაიდან პირველი საკითხი ასე თუ ისე ამოწურულია, ჯობს აღარ შევეხო, ასე რომ მხოლოდ მიხეილის სტატუსის შესახებ დავწერ. მიშამ კარგად იცის ჩემი მისდამი დამოკიდებულება (თუმცა ალბათ ჩემი დეუსადმი დამოკიდებულებაც იცის) და ის მართლაც ბრწყინვალე რედაქტორია, თუმცა მას სტატუსი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას და ეს იქნება „ფასი“ იმ სიმახინჯისთვის, რაც 4 წლის უკან მივიღეთ. რატომღაც 2014 წელს უმრავლესობამ ვერ გაიაზრა ერთი ჭეშმარიტება: ვიკიპედიის რედაქტორები, ისევე როგორც ადმინისტრატორები თუ ბიუროკრატები, არ უნდა იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, უბრალოდ არ შექმნილა ეს პროექტი ამისთვის. მაშინ მიღებულმა წესებმა, მკაცრად განსაზღვრულმა რედაქტირებების რაოდენობამ და ვადებმა, ავტომატურად ჩააყენა ადმინისტრატორები ერთმანეთის კონკურენციაში. სტატუსის ჩამორთმევის რისკი არსებობს ასე თუ ისე აქტიური ადმინისტრატორისთვისაც და ეს რისკი იზრდება ადმინისტრატორების რაოდენობის მატებასთან ერთად (სხვა უარყოფით მხარეებზე აღარ შევჩერდები). ისეთი სპეციფიკის მქონე საზოგადოებაში როგორიც ვიკი-საზოგადოებაა, ამან ბოლოსდაბოლოს ცუდად შეგვახსენა თავი. ასე რომ, ხანდახან უმრავლესობაც ცდება და იმედია ვისწავლით ამ გაკვეთილს. სტატუსი მოსახსნელია და წესი შესაცვლელი. – [[მომხმარებელი:BRUTE|BruTe]] ([[მომხმარებლის განხილვა:BRUTE|გ]]) 21:44, 31 ივლისი 2018 (UTC)