ესპანეთის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'File:Blue Screen Phone.jpg'-ით
იარლიყი: შეცვლილია
მომხმარებლის Redstoner 5 ცვლილებების გაუქმება (№3531705)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
{{წყარო}}{{ვიკი}}'''[[ესპანეთი|ესპანეთის]]''' ისტორიული, კულტურული მემკვიდრებოა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ ქვეყნის კულტურას სულს შთაბერავდნენ [[პაბლო პიკასო|პიკასო]], ველასკესი, [[ფრანსისკო გოია|ფრანცისკო გოია]], [[სალვადორ დალი]]... სხვადასხვა ერის, რელიგიის და კულტურის ზემოქმედებამ თავისი კვალი დატოვა ესპანეთის კულტურასა და ტრადიციაზე.
[[File:Blue Screen Phone.jpg]]
 
=== ესპანეთის არქიტექტურა ===
ესპანეთის ტერიტორისაზე წარმოდგენილია ფაქტობრივად ყოველი სტილი არქიტექტურისა. რომაული სტული, გოტიკური, რენენსანსისა და ბაროკოს სტილები...
 
რამდენიმე ქალაქში ფართოდაა გამოყენებული კატალონიური მოდერნი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა არის [[საგრადა ფამილია|სოგრადა-დე-ფამილიას]] ტაძარი [[ბარსელონა]]ში.
 
==== ძველბერძნული სტილი ====
ძველბერძნული არქიტექტურა კარგად არის წარმოდგენილი [[ტარაგონის პროვინცია|ტარაგორში]]. [[ტარაგონის პროვინცია|ტარაგორი]], [[კატალონია|კატალონიის]] ყოფილი დედაქალაქი (მნიშვნელობით რიგით მეორე პორტი) არის პირველი რომაული ქალაქი ესპანეთის მიწაზე. აქ არის შემონახული ციხე-სიმაგრის გალავანი ძვ. წ. III ს., ამფითეატრი, ცირკი, სციპიონის კოშკის ნარჩენები, აკვედუკი და სანტა მარიას ტაძარი.
 
ესპანეთში ძველბერძნული (რომაული) არქიტექტურის ნიმუშებია:
* წმინდა იაკობის ტაძარი [[სანტიაგო-დე-კომპოსტელა]]ში
* ავილას ციხე-სიმაგრე [[კასტილია და ლეონი|კასტილიაში]]
* ალექსანდრეს ციხე-სიმაგრე [[სეგოვიის პროვინცია|სერჰოვიაში]]
* ძველი ტაძარი [[სალამანკის პროვინცია|სალამანკაში]].<ref>Архитектура Испании: характеристика стилей и знаменитые сооружения. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://spain-media.ru/encyclopedia/kultura-ispanii/arhitektura-ispanii/ </ref>
 
==== გოტიკური სტილი ====
XIII საუკუნის მიწურულს ვითარდება რელიგიური ნაგებობების მშენენებლობის ახალი მიმართულება, [[გოტიკური არქიტექტურა|გოტიკური]] მიმართულება. ესპანეთის გოტიკურ არქიტეკტურაში იქმნებოდა კედლების გლუვი ზედაპირი რომლის ფონზე რთავდნენ ორნამენტებით. ეს თავისებურება გახდა მთავარი ელემენტი ესპანეთის შემდგომ არქიტექტურაში.
 
ესპანეთში გოტიკური არქიტექტურის ნიმუშებია:
* სან ხუან დე ლოს რეიესის მონასტერი [[ტოლედოს პროვინცია|ტოლედოში]].
* [[სან-ტომე]]ს მონასტერი [[ავილის პროვინცია|ავილაში]].
* [[სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი|სანტა მარია დელ მარის]] ტაძარი [[ბარსელონა]]ში,
* საკათედრო ტაძარი ლეონში.<ref>Архитектура Испании: характеристика стилей и знаменитые сооружения. (n.d.). Retrieved July 07, 2016, fromhttp://spain-media.ru/encyclopedia/kultura-ispanii/arhitektura-ispanii/</ref>
[[ფაილი:Barcelona Torre Agbar 01.jpg|მინი|აგბარის კოშკი, ბარსელონა. 2004 წელს აგებული ფრანგი არქიტექტორის მიერ, ჟანა ნუველი]]
 
==== ესპანეთის თანამედროვე არქიტექტურა, ბარსელონა ====
ბარსელონას თანამედროვე არქიტექტურა მშვენივრად ერწყმის ძველ არქითეკტურას, მშვენივრად ჯდება ესპანეთის ძირეულ გარემოში. იმის მიუხედავად, რომ ბარსელონას თანამედროვე არქიტექტურის განვითარება განპირობებული [[ანტონიო გაუდი]]ს ღვაწლით ასევე თანამედროვე მუშაკებმაც შეძლეს ბარსელონას გარემოს განვითარება.
 
===== ბარსელონას თანამედროვე ნაგებობები =====
 
====== აგბარის კოშკი ======
თანამედროვე არქიტეკტურა ბარსელონაშ სრულიად აისახა ამ ნაგებობაში, ამიტომაც აგბარის კოშკი მიჩნეულია XXI საუკუნის სიმბოლოდ. ეს ნაგებობა ღამით ანათებს მთელ ქალაქს, განსაკუთრებული ტექნოლოგიების მეშვეობით. აგბარის სპეციფიურ შეფერილობას განაპირობებს სპეკტრის 4000-ზე მეტი ტექნიკური ელემენტი. კოშკი არის 38 სართულიანი.<ref group="novate">25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255</ref>
 
====== მადრიდის მხატვრობის მუზეუმი museo ABC ======
[[ფაილი:Museo ABC (Madrid) 01.jpg|მინი|museo ABC, Madrid]]
მადრიდის მუზეუმი museum ABC შედგება რამდენიმე კაფესგან, მაღაზიებისგან და უშუალოდ გამოფენის დარბაზებისგან, რომლებშიც წარმოდგენილია ყველანაირი ხელოვნების ნიმუში, მიუხედავად მიმართულებისა. მუზეუმის კედლებში იმარეთება არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება და ასევე აქვე ტარდება შემეცნებითი კურსები.<ref>25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/ </ref>
 
=== ესპანეთის ფერწერა ===
[[ფაილი:JuanGris.Portrait of Picasso.jpg|მინი|პაბლო პიკასოს ავტოპორტრეტი]]
საერთო ევროპული ფერწერის ხელოვნების განასხვავებს უცნაური ფორმის და გმირები ამოტვიფრულია ესპანური ფერწერა. ფერწერის ნიმუშებს გააჩნია ინდივიდუალური ხასიათი, მხატვარის შესაბამისი. ... და ამავე დროს ძალიან სპეციფიკური. ესპანეთის ხელოვნებას ახასიათებს დეკორატიული, მოდერნული, დახვეწილი ფორმა, დუალიზმის იდეალური და რეალური, პილინგი და სიხარბე, ამაღლებული და სასაცილო. მთავარი წარმომადგენლები ესპანეთის ბაროკოს არიან [[ელ გრეკო|ელ გრეკო და დიეგო ველასკესი.]]
 
[[პაბლო პიკასო|პაბლო რუის ი პიკასო]] (Pablo Ruiz y Picasso) (დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. XX საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
 
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
 
ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
 
ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.<ref>Top Ten: Great books about Spain. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.thelocal.es/galleries/Culture/best-books-about-spain/4 </ref>
 
=== ესპანეთი და კორიდა ===
ესპანური კულტურა მდიდარი, მშვენიერი და იდუმალია. ის ძალზედ განსხვავდება სხვა ევროპული კულტურებისგან. არის თავად ესპანელებშიც შესამჩნები განსხვავება ხასიათში, სხვა ევროპელებთან შედარებით. სწორედ ამდაგვარი ფაქტორები რადიკალურად განასხვავებს მათ სხვებისგან.
 
განსაკუთრებით ესპანური კულტურა და მისი განვითარება განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ. ესპანეთზე გავლენა იქონია მრავალმა კულტურამ, რომაულიდან და ბერძნულიდან დაწყებული მუსლიმურით დამთავრებული.
 
საერთო ჯამში ესპანეთი ქრისტიანული ქვეყანაა, დაახლოებით მოსახლეობის 77 % კათოლიკეა, ხოლო მხოლოდ 1 % პროტესტანტი. ასევე ესპანეთში არსებობს სხვა რელიგიებიც, ძირითადად მუსლიმური.
 
==== კორიდა ====
[[ფაილი:Corrida 0019.jpg|მინი|კორიდა, ადამიანის შერკინება ხართან. ესპანური მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია]]
[[კორიდა]] წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ტრადიციას ესპანეთში. ზუსტად ეს ტრადიცია წარმოადგენს სხვა კულტურების გავლენის შედეგს. თავდაპირველად კორიდა იყო შემოღებული ესპანეთში [[ბერძნები]]ს და [[ფინიკიელები]]ს მიერ. კორიდა ითვლება ერთგვარ სპორტად, რომელიც ასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. უკვე ამ ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. დღეს-დღეისობით კორიდა ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილია.<ref>25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/ </ref>
 
თავდაპირველად კორიდა გულისხმობდა შერკინებას ხარისა და ცხენზე ამხედრებული ადამიანის, ხოლო შემდგომ მხოლოდ ადამიანის ხართან შერკინებას. ხართან მებრძოლ ადამიანს ჰქვია '''მატადორი'''. დღეს კორიდა ითვლება ერთგვარ რიტუალად ესპანურ კულტურაში.
 
=== ესპანური ცეკვა ===
ესპანური კულტურა მჭიდროდ არის გამჯდარი ცეკვის კულტურასთან. ყველაზე პოპულარული არის [[ფლამენკო]]. ეს არის ვნებით გამორჩეული ცეკვა, თავდაპირველად წარმოქმნილი [[ანდალუსია]]ში, როგორც უმრავლესობა თვლის საწყისად ''ციგნების'' ცეკვა იყო. წარმოშობიდან დღემდე ეს ცეკვა ერთ-ერთ ყველაზე ცეცხლოვნად და სანახაობრივად ითვლება, ის მიმდინარეობს გიტარის მელოდიის თანხლებით. ფლამენკოს ცეკვაში ჩანს ესპანუელი ხალხის კულტურა, ის ითვლება ესპანეთის სულად.
 
=== ფიესტები და ფესტივალები ===
[[ფაილი:Pregon de las fiestas de Cuéllar.JPG|მინი]]
[[ფაილი:Sparzony pomidor.JPG|მინი|პომიდორის ფესტივალი ესპანეთში
]]
ესპანეთში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო, მაგრამ ძალიან სახალისო ფესტივალები. პომიდვრებით ომი ანუ "ლა ტომატინა" რომელიც ყოველი წლის აგვისტოში ტარდება ქალაქ ბუნოლში. მეორე ფესტივალი ფქვილით ომია. ეს უკანასკნელი ქალაქ [[იბიტიარა|იბიში]] იმართება.
 
პომიდვრების ომისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქში ბინას იდებენ ტურისტები, რომელთაც ერთი სული აქვთ ფესტივალში მონაწილეობა მიიღონ. ფესტივალის დღეს დაახლოებით დღის 11 საათზე ქალაქის ქუჩებში რამდენიმე პომიდვრით დატვირთული მანქანა იწყებს მოძრაობას. ტონობით ბოსტნეულს ანაწილებენ ყველგან რათა ყველა მონაწილემ მოიმარაგოს საკუთარი პომიდორი, რომელიც ძალიან სახალისო მიზნებისთვისაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ იწყება მთავარი. ათასობით ადამიანი ერთმანეთს დაუნდობლად ესვრის მოზრდილ პომიდვრებს.
 
ბრძოლა დაახლოებით 2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგად ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში ცურავს.
 
პომიდვრის ფესტივალზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელიც ქალაქის საბჭომ დააწესა.
 
'''1'''. აკრძალულია ფესტივალზე ბოთლების, ქვების ან რაიმე ისეთი ნივთის შეტანა, რომლის სროლაც ადამიანისთვის საშიშია.
 
'''2'''. პომიდვრები უნდა იყოს კარგად დამწიფებული და დარბილებული.
 
'''3'''. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად სატვირთოების მიმართ, რომელთაც ქუჩებში შემოაქვთ საბრძოლო მასალა.
 
'''4'''. როდესაც თქვენ საფინალო სიგნალს გაიგებთ, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა.
 
საბოლოო ჯამში ფესტივალზე შეკრებილი ხალხი ძალიან კარგად ერთობა. ამაზე ფესტივალის უდიდესი პოპულარობაც მიუთითებს.
 
'''''"ლა ტომატინაზე"''''' არასოდეს მომხდარა უბედური შემთხვევა და არც არავის რაიმე ზიანი არ მიუღია.<ref>Top Ten: Great books about Spain. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.thelocal.es/galleries/Culture/best-books-about-spain/4 </ref>
 
=== ესპანური ფილმების კულტურა ===
[[ფაილი:MorenaClara1936.jpg|მინი|ფილმი, მონტე კლარა. ესპანეთი]]
ესპანეთში ფილმების აქტიური წარმოება დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში. პირველი ფილმი გამოვიდა 1895 წელს ბარსელონაში, შემდეგ საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობდა მადრიდელი ძმები ლუმიერების ფილმები. თუმცა ძმები ლუმიერები წარმოშობით საფრანგეთიდან იყვნენ. პირველი ესპანური ფილმები იყო ელ ჰოტელ ელექტრიკო (the electric hotel) და პლაზა დელ პუერტო ენ ბარსელონა (ბარსელონას პორტის პლაზა). <ref>25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/ </ref>
 
==შენიშვნები==
{{reflist|group=novate|30em|refs= }}
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:ესპანეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ესპანური კულტურა]]