ტრირემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შინაარსი შეიცვალა 'File:Blue Screen Phone.jpg L0INGUI-TERMIOIAS L!~ZE VENDI~E7ZE XWE8O8BI BL6E~7T SERXE3AUL OBAZE'-ით
იარლიყი: შეცვლილია
ხაზი 1:
[[File:Blue Screen Phone.jpg]]
[[ფაილი:Model of a greek trireme.jpg|220px|მინიატიურა|ბერძნული ტრირემას მოდელი]]
L0INGUI-TERMIOIAS L!~ZE VENDI~E7ZE XWE8O8BI BL6E~7T SERXE3AUL OBAZE
[[ფაილი:Trireme cut-fr.svg|220px|მინიატიურა|ტრირემა ჭრილში. ნიჩბების განლაგება]]
'''ტრირემა ''' ([[ლათინური|ლათ.]] triremis, от tres, tria — სამი და remus — ნიჩაბი), ტრიეპა ([[ბერძნული|ბერძნ.]] Τριήρεις) — სამხედრო ხომალდების კლასი , რომლებსაც იყენებდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ცივილიზაციები, განსაკუთრებით [[ფინიკიელები]], ანტიკური პერიოდის [[ბერძნები]] და ძველი [[რომაელები]].
 
ტრირემებმა სახელწოდება მიიღეს სამრიგად დაწყობილი ნიჩბების გამო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჭადრაკულად იყო განლაგებული. თითოეულ ნიჩაბს ერთი ადამიანი მართავდა. ადრეული ტრირემები წარმოადგენდა უნირემის — ანტიკური საბრძოლო ხომალდების ევოლუციის შედეგს, რომელსაც თითოეულ მხარეს 12-დან 25-მდე ნიჩაბი ჰქონდა განლაგებული და ბირემის — სამხედრო ხომალდები ორმწკრინი ნიჩბებით. შესაძლოა, ტრირემები პირველად ააგეს [[ფინიკიელები|ფინიკიელებმა]]. იგი წარმოადგენდა ყველაზე სწრაფმავალ სამანევრო საბრძოლო გემს. ტრირემა დომინირებდა [[ხმელთაშუა ზღვა]]ში ძვ. წ.VII—IV საუკუნეებში, სანამ არ გამოჩნდა უფრო მსხვილი სამხედრო გემები კვადრირემები და კვინკნირემები. ტრირემები თამაშობდნენ დიდ როლს [[ბერძენ–სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთა ომებში]], [[ათენი]]ს საზღვაო იმპერის შექმნასა და მის დაცემაში, [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]].
 
== აღწერა ==
 
* წყალწყვა 80 — 100 ტ.
* სიგრძე 30-40 მ.
* სიგანე 4-6 მ.
წყლის დონეზე ან წყალზე ცხვირთან ტრირემებს ჰქონდათ ბასრი სხივი (ტარანი), რომელიც მზადდებოდა რკინის ან სპილენძისგან, შესაძლოა დაემზადებინათ ხისგანაც. ასეთ შემთხვევაში მას მოაპირკეთებდნენ რკინით. პირდაპირი ან ოდნავ ზემოთ მიმართული ტარანი გამოიყენებოდა, როგორც შეტევითი იარაღი. ზოგჯერ მას აძლევდნენ ცხოველის ან ფრინველის ფორმას.
 
== ისტორია ==
 
ინფორმაცია ტრიერების აწყობისა და წარმომავლობის შესახებ ამ დრომდე საკამათოა. სკულპტურულ რელიეფებზე და კერამიკაზე აღმოჩენილი ხომალდთა გამოსახულებანი მცირერიცხოვანია და მათი დიდი უმრავლესობა მეტად სქემატური და სტილიზებულია. ლიტერატურული წყაროები შემთხვევითი და ქაოტურია. ამიტომ, საკმაოდ რთულია განსაჯო, ისაუბრო უძველესი გემების მოწყობილობის დეტალებზე.
ტრირემების შესახებ პირველი ლიტერატურული ცნობები ჩნდება ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს. [[თუკიდიდე]] იხსენებს ვინმე [[კორინთო|კორინთელ]] ამინოკლს, რომელსაც ძვ. წ. 704 წელს აუგია ოთხი ტრირემა კუნძულ [[სამოსი]]სთვის. თუკიდიდეს ჩანაწერები იყო ინტერპრეტირებული მოგვიანო ავტორების [[პლინიუსი]]ს და [[დიოდორი]]ს მიერ, იმის ნიშნად, რომ ტრირემები კორინთოში იქნა დამზადებული. მალე ასეთი სამხედრო ხომალდების ხელოსნებად მოგვევლინენ [[ფინიკიელები]]. შემორჩენილია მე–8 საუკუნის რელიეფური ფრაგმენტები [[ასურეთი]]ს დედაქალაქ [[ნინევია]]დან [[ტვიროსი]]სა და [[სიდონი]]ს ფლოტის გამოსახულებით.
 
[[ჰეროდოტე]], ასევე, გადმოგვცემს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მეფე ნეკოსთვის ფინიკიელთა მიერ ტრირემების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ძვ. წ. [[610]]–[[595]] წ.წ.
 
== საბრძოლო გამოყენება ==
 
ბრძოლაში ტრირემა ებმებოდა ყველა ნიჩბით, ხოლო ლაშქრობაში ნიჩბების მხოლოდ ერთი რიგით. ის ავითარებდა სიჩქარეს 8 კვანძამდე. შემხვედრი ქარის დროს შლიდნენ იალქანს. წინა იალქნის ხშირ გამოყენებას მოითხოვდა გვერდითი ქარიც. ლაშქრობისას, დროის უმეტესი ნაწილი, გემის სიჩქარე აღწევდა მხოლოდ 4–5 კვანძს. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს ტრირემები გამოჩნდა [[ფინიკია]]ში და გავრცელდა სხვა სახელმწიფოთა ფლოტებშიც. [[ძველი საბერძნეთი]]ს ფლოტში გემებს უწოდებდნენ ტრიერებს (ტრიეპებს), [[რომი]]ს სახელმწიფოს ფლოტში — ტრირემებს. მათ შორის ძირითადი განსხვავება მხოლოდ სააბორდაჟე იალქნებში იყო. მძიმე შეიარაღების სიმცირის გამო, ბერძნული ტრიერები 12 კვანძზე უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ ბრძოლაში. გემის შეიარაღებაში შედიოდა ამწე, რომელზეც დამაგრებული იყო კავი მოწინააღმდეგის გემბანისა და საბრძოლო კოშკის გასანადგურებლად, აგრეთვე, საბრძოლო კოშკი მეისრეებისთვის. თუმცა, ტრირემების უმთავრეს იარაღს ტარანი წარმოადგენდა, რომელიც მათ წინა მხარეს, გემბანის ცხვირზე, წყლის დონეზე ჰქონდათ გაკეთებული.
 
== გალერეა ==
<center><gallery caption="">
ფაილი:Greek_Galleys.jpg | რეკონსტრუირებული "ოლიმპია" —ბერძნული გალერები
ფაილი:AssyrianWarship.jpg |ასურელთა საბრძოლო გემი
ფაილი:Romtrireme.jpg | რომაული ტრირემა
ფაილი:ACMA_Relief_Lenormant.jpg| ქვაზე ამოკვეთილი ტრირემას მოდელი
ფაილი:Venice_galley_rowing_alla_sensile1.jpg|კლასიკური ვენეციური ხის გალერი
ფაილი:Galley_fresco_Pompeii.jpg|რომაული გემი. პომპეის ფრესკა
</gallery></center>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[უნირემა]]
* [[ბირემა]]
* [[კვადრირემა]]
* [[კვინკვირემა]]
* [[ანტიკური იარაღი]]
* [[„ოლიმპია“ – ძველბერძნული ტრირემის (ტრიერის) თანამედროვე რეკონსტრუქცია]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://samxedro-istoria.blogspot.com/2011/01/blog-post_1866.html ტრირემა]
* [http://mapyourinfo.com/wiki/ka.wikipedia.org/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90 ტრირემა]
* [http://kata777.edu.glogster.com/trireme/ ტრირემა]
* [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus:text:1999.04.0063&redirect=true ანტიკური ბერძნულ-რომაული ლექსიკონი]
* [http://cma.soton.ac.uk/HistShip/shlect26.htm გემის ისტორია და არქეოლოგია - 26 ლექცია- საუთჰემპტონის უნივერსიტეტი]
* [http://gmsbc.blogspot.com/ ძვ. წ. ბერძნული სავაჭრო გემები]
* [http://www.triremetrust.org.uk/ ცოტა რამ ტრირემაზე]
* [http://ynysmonrowing.yolasite.com/ ტრირემა — ნიჩბოსანთა კლუბში]
* [http://sailhistory.ru/rimskaya-trirema-triera.html რომაული ტრირემები]
* [https://www.youtube.com/watch?v=xYwPu6ZZAgU ტრირემები]
* [http://www.xlegio.ru/navy/ancient-ships/roman-navy/ საბრძოლო ხომალდის ტიპები და კონსტრუქციები]
 
[[კატეგორია:სამხედრო გემები]]
[[კატეგორია:საიალქნო გემები]]
[[კატეგორია:უძველესი გემები]]
[[კატეგორია:გემების ისტორია]]
[[კატეგორია:საბერძნეთის ისტორია]]
[[კატეგორია:გალერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრირემა“-დან