ალექსანდრე ბოროდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Borodin.jpg‎|thumbმინი|250პქ|ალექსანდრე ბოროდინი]]
'''ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი)''' ([[რუს.]]: {{lang-ru|Александр Порфирьевич Бородин)}}; (დ.[[12 ნოემბერი]] (სხვა წყაროებით [[31 ოქტომბერი]]), [[1833]] – გ. [[27 თებერვალი]] (სხვა წყაროებით [[15 თებერვალი]]), [[1887]]) ქართული წარმოშობის რუსი [[ქიმიკოსი]] და [[კომპოზიტორი]]. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). იყო "[[მძლავრი ჯგუფი]]ს"ს“ წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით ''თავადი იგორი''.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: [[ლუკა გედევანიშვილი|ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი]], ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). [[1856]] წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. [[1874]]-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი ([[1872]]-[[1887]]). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. [[1862]] წელს გაეცნო [[მილი ბალაკირევი|მ. ბალაკირევის]], [[ვლადიმერ სტასოვი|ვ. სტასოვის]] და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც [[მიხეილ გლინკა]]ს მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.
 
== ნამუშევრები ქიმიაში ==
[[ფაილი:Alexander Borodin.jpg|thumb|left|ალექსანდრე ბოროდინი]]
ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი - ბენზოლის ფთორიდი ([[1862]]) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.
 
== შემოქმედება ==
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს [[კლასიკური მუსიკა|კლასიკური მუსიკის]] საგანძურში.
 
ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "[[თავადი იგორი]]". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს [[ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი|ნ. რიმსკი-კორსაკოვმა]] და [[ალექსანდრე გლაზუნოვი|ალექსანდრე გლაზუნოვმა]]; დაიდგა [[1890]], მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. "თავადი„თავადი იგორი"იგორი“ აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის "რუსლანი„რუსლანი და ლუდმილას"ლუდმილას“ ტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია ([[1867]]) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია ([[1876]]). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I - [[1879]], II - [[1881]]). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია "შორეული„შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის"ნაპირებისთვის“ ([[ალექსანდრე პუშკინი|პუშკინის]] სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები ("უღრანი„უღრანი ტყის სიმღერა"სიმღერა“ და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები ("ყოყლოჩინა"„ყოყლოჩინა“ და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი ("თავადი„თავადი იგორი"იგორი“, სიმფონიები, სიმფონიური სურათი "შუა„შუა აზიაში"აზიაში“)
 
ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები ([[სერგეი პროკოფიევი|ს. პროკოფიევი]], [[იური შაპორინი|ი. შაპორინი]], [[გიორგი სვირიდოვი|გ. სვირიდოვი]], [[არამ ხაჩატურიანი|ა. ხაჩატურიანი]] და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.
 
== ლიტერატურა ==
* //''[[ქსე]]''
 
{{პორტალი|კლასიკური მუსიკა}}
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{რომანტიზმი}}