ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
 
==პატრიარქობის პერიოდი==
[[1960]] წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III]]. მეორე დღესვე შეიკრიბა წმიდა სინოდი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელიც წინადადებით შემოვიდა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავჯდომარედთავმჯდომარედ აერჩიათ მიტროპოლიტი ეფრემი. [[1960]] წლის 21 თებერვალს, კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ტაძრის გვერდით სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნების, ან ახლის აშენების ნებართვაზე. უწმიდესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვამცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა.