ზღვის მცენარეულობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზღვის მცენარეულობა''', [[ზღვა|ზღვების]] და [[ოკეანე]]ბის [[მცენარეები]] - [[წყალმცენარეები]]ს, [[ყვავილოვანი მცენარეები]]ს, [[ბაქტერიები]]სა და ნაწილობრივ [[სოკოები]]ს ერთობლიობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია წყალმცენარეები, რომლებიც ბინადრობენ წყლის საზრქეში მზის სხივების გავრცელების ქვედა საზღვრამდე (100-400 მ). წყალმცენარეთა ნაწილი მიკროსკოპული ფორმებია. ისინი ტივტივებენ წყლის ზედა ფენებში, სადაც ქმნიან ტავისებურ დაჯგუფებას - [[პლანქტიონი|პლანქტიონს]]. ნაწილი კი დიდი ზომისაა, იზრდება წყლის ფსკერზე და [[ბენთოსი|ბენთოსს]] ქმნის. სანაპირო ზოლის ზღვის მცენარეულობის განვიტარება დამოკიდებულია კლიმატურ და ლოკალურ ფაქტორებზე, რომელტაგან მნიშვნელოვანია ბიოგენური ელემენრები, წყლის ტემპერატურა, მარილიანობა და გამჭვირვალობა, გრუნტის ხასიათი, სიღრმე. ზღვის დიდი წყალმცენარეები - მაკროფიტები (მწვანე, წაბლა, ძოწეული), გავრცელებულია სანაპირო ზოლში მოქცევისა და უკუქცევის ზონიდან (ლიტორალი) ფსკერის მცენარეულობის ქვედა საზღვრამდე (სუბლიტორალი). მაკროფიტები - ლამინარიასნაირი და ფუკუსისნაირი წყალმცენარეები წყალქვეშა "ტყეებს" ქმნიან. მათზე ეპიფიტების სახით იარუსებად სახლდება მრავალი მცირე ზომის წყალმცენარე (მათგან შედარებით სინათლის მოყვარული ხარობს მაკროფიტების ზედა ნაწილზე, ჩრდილის ამტანი - ქვედაზე). ზღვის წყალმცენარეები ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ფორმებია. მათი ზომა მერყეობს მიკროსკოპულიდან რამდენიმე ათეულ მ-მდე. ზოგიერთი მაკროფიტი ხმელეთის უმაღლეს მცენარეს მოგვაგონებს. ბევრ წყალმცენარეს აქვს დაუნაწევრებელი [[თალუსი]] - ძაფისებრი, ლენტისებრი, ფირფიტისებრი და სხვა. წყალმცენარეები ემაგრებიან ფსკერს ჩვეულებრივ რიზოიდების საშუალებით, ზოგჯერ მიუმაგრებლად ცხოვრობენ ქვიშიან ან ლამიან გრუნტზე.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*'' ყანჩაველი ქ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 550, თბ., 1979