ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
ტიბეტის მთიანეთის [[ჰავა]] მკაცრია და მშრალი. [[ზამთარი]] ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. [[ზაფხული]] გრილია. ხშირია [[წაყინვა|წაყინვები]]. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-1000 მმ. ჩანგტანში [[თოვლის მიჯნა]] დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე გადის. განსაკუთრებით ბევრი მყინვარია ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.
 
ტიბეტის მთიანეთი უმთავრესად დახშული აუზია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე სათავე აქვს მდინარეებს: [[ხუანხე]]ს, [[იანძი]]ს, [[მრკონგიმეკონგი|მეკონგს]], [[სალუინი|სალუინს]], [[ბრაჰმაპუტრა]]ს და სხვა. ტექნონიკური ღრმულების ძირზე ბევრია წყალმცირე მლაშე ტბა, მათ შორის [[ნამცო]], [[სელინგი]] და სხვა, რომელთაც დაბალი და დაჭაობებული ნაპირები აქვთ. ტბები ნოემბრიდან მაისამდე გაყინულია.
 
ტიბეტის მთიანეთში განვითარებულა მაღალმთიანეთის სტეპისა და უდაბნოს ნიადაგები, კიდეებზე — მდელოსტეპისა და მთის მდელოს ნიადაგები. ჭარბობს მაღალმთიანეთის ცივი უდაბნო და ნახევარუდაბნო მეჩხერი ბალახებითა და ბუჩქბალახებით, გვხვდება მარცვლოვანებიც. ჩანგტანის ჩრდილოეთ ნაწილში ხავსები და მღიერებია, ადგილ-ადგილ — მდელოები. ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ კიდეზე მთის სტეპია, მდინარეთა ხეობების გასწვრივ — ბუჩქნარი და ტუგაის ტყე.