სულთმოფენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 75 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q39864)
{{ვიკი}}[[ფაილი:Icon-Pentecost.jpg|thumb|სულთმოფენობის [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] [[ხატი]]. ქვედა ნაწილზე გამოსახულია [[ალეგორია|ალეგორიული]] ფიგურა, სახელად [[კოსმოსი (ფილოსოფია)|კოსმოსი]], რაც სიმბოლურად გამოხატავს [[სამყარო]]ს.]]
[[ამაღლება (დღესასწაული)|ამაღლების]] შემდეგ [[ქრისტეს მოციქულები|მოწაფეები]] [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - [[სულიწმიდი]]ს - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე [[ებრაელები|ებრაელებთან]] შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. [[პეტრე მოციქული]]ს პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|თორმეტთაგანია]], [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] ასევე პირველად ამბობენ [[სულიწმიდა|სულიწმიდის]] მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“....