სტარა-პლანინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''სტარა-პლანინა''', '''ბალკანეთის მთები''' ([[ბულგარული ენა|ბულგარ.]] და [[სერბული ენა|სერბ.]] — Стара планина, ძველი მთები) — მთები [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] (დასავლეთი შტოქედები [[სერბეთი|სერბეთშია]]). სიგრძე 555 კმ, სიმაღლე 2376 მ-მდე (მთა [[ბოტევი]]). უმთავრესად აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური [[კრისტალური ფიქლები]]თა და [[გრანიტი]]თ, მეზოზოური კირქვებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. შედგება პარალელური ქედებისაგან. სტარა-პლანინაზე არის უღელტეხილები: პეტროხანის, ჩურეკის, შეპკის. დასავლეთით განვითარებულია [[კარსტი]]. არის [[სპილენძი]]ს, [[ტყვია]]-[[თუთია|თუთიის]], [[რკინა|რკინის]], [[ქვანახშირი]]სა და [[მურა ნახშირი]]ს საბადოები, ბევრია მინერალური წყარო და [[კურორტი]].
 
სტარა-პლანინა ჩრდილოეთი და სამხრეთი [[ბულგარეთი]]ს კლიმატგამყოფია. თხემურ ნაწილში ნალექები 800—1000 მმ-ა წელიწადში. ჩრდილოეთი ნოტიო კალთები 1700—1800 მ-მდე შემოსილია [[მუხა|მუხის]], [[წიფელი|წიფლის]], [[რცხილა|რცხილისა]] და წიწვოვანი ტყით. თხემურ ნაწილში მდელოა. სტარა-პლანინას აღმოსავლეთ ნაწილში არის ფართოფოთლოვანი ტყე, მარადმწვანე ქვეტყე და [[ლიანა|ლიანები]]. სტარა-პლანინა იყოფა დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ ნაწილებად. მდებარეობს ეროვნული პარკი [[სტენეტო]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტარა-პლანინა“-დან