ოლივერ კანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
== საკლუბო კარიერა ==
=== კარლსრუე ===
ექვსი წლის ასაკში კანი შეუერთდა კარლსრუეს საფეხბურთო აკადემიას, სადაც მისი მამა - როლფი თამაშობდა 1962 წლიდან 1965 წლამდე. ოლივერმა მეკარეობამდე თამაში დაიწყო მინდვრის ფეხბურთელად. ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა 1987-88 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში, პირველად ის იყო ალექსანდრე ფამულას სარეზერვო გოლკიპერი. 1987 წლის 27 ნოემბერს შედგა კანის ბუნდესლიგური დებიუტი კიოლნისკელნის წინააღმდეგ, სადაც ოლივერის გუნდმა 4-0 გაანადგურა კიოლნიკელნი. თუმცა-ღა, მხოლოდ 1990 წლის შემდეგ მწრთვნელმა ვინფრედ შეფრემა გადაწყვიტა მისი ძირითად მეკარედ ქცევა. მომდევნო წლებში ოლივერმა კლუბში დაიმკვიდრა ძირითად მეკარედ თავი. ის მიიჩნეოდა მოტივატორად და უმთავრეს ფეხბურთელად კარლსრუეში, რომელთაც 1993-94 წლების სეზონში გააღწიეს უეფას თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე. 1/8 ფინალში კლუბმა საკუთარ კედლებში გაანადგურა ესპანური ვალენსია 7-0, მას შემდეგ, რაც პირველი გასვლითი მატჩი "მესტალიაზე" დათმეს 1-3. მატჩს გერმანულმა მედიამ "სასწაული ვაილდ პარკ სტადიონზე" შეარქვეს. კლუბმა 1/2 ფინალურ ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნია ავსტრიული ზალცხბურგისაგან.
 
== კარიერის სტატისტიკა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლივერ_კანი“-დან