ეკონომიკური თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
===კეინზიანელობა===
[[1929]]–[[1933]] მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა კლასიკურ - ლიბერალური მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის“ თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში საჭირო გახდა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთერთიერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა, რ-იც კეინზიანელობის სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის შეხედულებები ძირითადად აისახა მის ცნობილ ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936 წ.). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვა.
 
სახელმწიფო რეგულირების თეორიამ ეკონომიკურ აზროვნებაში რევოლუციური გადატრიალება მოახდინა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი ისტორიული როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასა და [[კაპიტალიზმი]]საგან თვისებრივად განსხვავებული ახალი საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირებაში. კეინზიანურ მოდელს [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 70-იანი წლების II ნახევრამდე წარმატებით იყენებდნენ მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები. შემდგომში თანდათან მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი ახალი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის.