აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
მაგრამ ვან გაალმა მალევე მიაღწია წარმატებას და მას უკვე ყველანი იმედით უყურებდნენ. ერთი წლის თავზე გუნდმა ევროთასებზე მიაღწია სერიოზულ წარმატებას. გუნდმა უეფას თასიდან გამოთიშა შვედური „ერებრიო“, ესენის „როტ ვაისი“, პამპლონას „ოსასუნა“. ფანებში გაჩნდა იმედი. ახალგაზრდა კოლექტივმა შეძლო გაცილებით მეტი, ვიდრე მათგან ელოდნენ. „აიაქსის“ საკვანძ ფიგურები იყვნენ დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი. მეოთხედფინალში გუნდმა 3:0 დაამარცხა ბელგიური „გენტი“ და „დე მეერზე“ საბოლოოდ დაბრუნდა იმედი, იმისა რომ ყველაზე ცუდი წარსულს ჩაბარდა. ნახევარფინალში დაძლეული იქნა იტალიური „ჯენოას“ ბარიერი და აი სანუკვარი ფინალიც: „აიაქსი - „ტორინო“. ძალზედ მძიმე ბრძოლებში (0:0, 2:2) ამსტერდამელებმა მოიოვეს უეფას თასი. მთავარი როლი ამ წარმატებაში სამართლიანად ეკუთვნის ბრწყინვალე დენის ბერგკამპს. ხოლო ლუის ვან გაალის ხელში ამსტერდამულმა გრანდმა მოიპოვა ის ტიტული, რომელიც აკლდა კლუბის მდიდად კოლეციას. ალბათ ჯერ არავინ ფირობდა, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ იყო .....
 
და დაიწყო პროცესები. მილანის „ინტერმა“ იყიდა დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი, ჯონ ვან ტ’სხიპი გადავიდა „ჯენოაში“, მას მიჰყვა ასევე მარსიანო ფინკიც, მიშელ კრეეკი წავიდა „პადოვაში“. ძალიან მოკლე ვადაში ვან გაალის მიერ აწყობილი გუნდი უკვე მერამდენედ დაიცალა ვარსკვლავებისგან. მწვრთნელ ისევ ტავიდანთავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თაობის ჩანაცვლება ახალი ტალანტებით ძალიან მალე მოხდებოდა.... შედეგმა მოლოდინს 100 - ჯერ გადააჭარბა. „აიაქსის“ აკადემიამ გამოაცხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ბრწყინვალე თაობა თავის ისტორიაში, თუმცა მანამდე იყო მცირე ჩავარდნა, 1992-1993 წლებში გუნდი ნაადრევად გამოეთიშა ევრო ტურნირებს, დამარცხდა რა იტალიურ „პარმასთან“. ამ სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე ჰოლანდიის თასის მეთორმეტეჯერ მოგება. ნახევარფინალში დამარცხებულ იქნა როტერდამის „ფეინოორდი“ „დე კუიპზე“ ანგარიშით 5:0. ხოლო ფინალში „აიაქსმა“ „ჰერენვენს“ გადაურბინა 6:2. ამ წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამსტერდამის „აიაქსის“ ფან კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა 80 000 გულშემატკივარი. ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ დგებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ეპოქა გუნდის ისტორიაში. [[ედვინ ვან დერ სარი]], [[ედგარ დავიდსი]], ძმები დე ბურები, [[იარი ლიტმანენი]], [[მარკ ოვერმარსი]] და ამსტერდამის ქუჩებში ნაპოვნი [[პატრიკ კლუივერტი]] და [[კლარენს ზეედორფი]] უკვე მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის....
 
1994 წელს ამსტერდმელებმა ვან გაალის ხელმძღვანელობით გახდენენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ამით მოიპოვეს უფლება შემდეგ წელს მონაწილეობა მიეღოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამ პერიოდში ნკანკო კანუს და პინიდი ჰორჯის შეძენით მწვრთნელმა უკვე დაასრულა გუნდის კოპლექტაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნოლავანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფრანკ რეიკარდის მიერ. მან გადაწყვიტა მშობლიურ კლუბში დაესრულებინა თავისი საფეხბურთო კარიერა.