მეფისნაცვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:მეფის ნაცვლის სასახლე ტფილისში.JPG|მარჯვნივ|მინი|მეფისნაცვლის სასახლე [[თბილისი|თბილისში]].]]
'''მეფისნაცვალი''' — ადგილობრივი მმართველობის უფროსი [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] XVIII საუკუნის ბოლოს - XIX საუკუნეში. [[ემელიან პუგაჩოვი]]ს [[ომი]]თ შეშინებულმა [[ეკატერინე II]]-ის მთავრობამ, ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით, 1775 წელს დააწესა მეფისნაცვლის თანამდებობა. იგი განაგებდა 2-3 [[გუბერნია]]ს, აღჭურვილი იყო საგანგებო უფლებებით და მხოლოდ [[იმპერატორი|იმპერატორს]] ემორჩილებოდა. მეფისნაცვალი განაგებდა აგრეთვე დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სასამართლოს. 1796 წელს წელს[[ პავლე I]]-მა გააუქმა მეფისნაცვლის თანამდებობა. XIX საუკუნეში მეფისნაცვლის ინსტიტუტი არსებობდა [[პოლონეთის სამეფო]]ში (1815-1874).
 
კავკასიაში მეფისნაცალის თანამდებობა 1844-1845 წლებში შემოიღეს, რეზიდენცია თბილისში იყო. მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა — უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეფისნაცვალი“-დან