დასავლეთი გატები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|1342}}
'''დასავლეთი გატები''', ('''''სახიადრი''''') — ქედი [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს დასავლეთ ნაწილში. დასავლეთი კალთა [[დეკანის ზეგანი|დეკანის ზეგნის]] ციცაბო ფლატეა, რომელიც საფეხურებად ეშვება [[არაბეთის ზღვა|არაბეთის ზღვისკენ]]. აღმოსავლეთი კალთა დამრეცი ვაკეებია, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებისაკენ ეშვებიან. ქედი იწყება [[გუჯარათი]]სა და [[მაჰარაშტრა|მაჰარაშტრის]] შტატების გასწვრივ, მდინარე [[ტაპტი]]ს სამხრეთით. გადაჭიმულია [[მაჰარაშტრა|მაჰარაშტრის]], [[გოა]]ს, [[კარნატაკა|კარნატაკის]], [[ტამილნადუ]]სა და [[კერალა|კერალის]] შტატების ტერიტორიაზე, დაახლოებით 1600 [[კმ]]-ზე. ბოლო კანიაკუმარის სიხლოვესაა, ინდოსტანის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთი გატების ფართობის დაახლოებით 60% მოქცეულია [[კარნატაკა|კარნატაკის შტატში]].
 
ფართობი 60 000 კმ². საშუალო სიმაღლეა 1200 მ. მაქსიმალური 2695 მ (მთა [[ანამუდი]]). დასავლეთ გატებზე გვხვდება [[ყვავილოვანი მცენარეები]]ს 5000-ზე მეტი სახეობა, გარდა ამისა [[ძუძუმწოვრები]]ს — 139, [[ფრინველები]]ს — 508 და [[ამფიბიები]]ს — 179 სახეობა. სახეობების უმეტესობა [[ენდემიზმი|ენდემურია]]. ქედი შედის „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები“-ს სიაში. 325 სახეობა გლობალური თვალსაზრისით გადაშენების პირას იმყოფება.<ref>Myers, N., R.A. Mittermeier, C.G. Mittermeier, G.A.B. Da Fonseca, and J. Kent. (2000) “Biodiversity Hotspots for Conservation Priorities.” Nature 403:853–858, retrieved 6/1/2007 [http://www.nature.com/nature/journal/v403/n6772/abs/403853a0.html MYERS, N.]</ref>