გორის დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:1947 eristavi theatre.jpg|მინი|[[გიორგი ერისთავი|ერისთავის]] თეატრის დიდი დარბაზი 1947 წელი. ფოტო თეატრის მუზეუმიდან]]
[[ფაილი:Eristavi Theatre 1934.jpg|მინი|ერისთავის თეატრი 1934 წელი]]
'''გორის [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი''' — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ [[გორი|ქ. გორში]]. დაარსდა 1845 წელს. გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის  40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.
1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“.  მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი.ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.