იურული პარკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
კრაიტონის წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე სტუდიას გადაღება უკვე დაგეგმილი ჰქონდა. სპილბერგმა, კომპანიის [[Universal Studios]] მხარდაჭერით მოიპოვა უფლებები 1990 წელს რომანის გამოქვეყნებამდე და კრაიტონი დამატებითი 500.000 დოლარის ანაზღაურებით მუშაობდა მისი სცენარის სახით ადაპტირებაზე. საბოლოო ვერსია დაწერა [[დევიდ კეპი|დევიდ კეპმა]]. მასში არ იქნა შეტანილი რომანში ნახსენები ძალადობის ზოგიერთი სცენა და ვრცელი შესავალი. პერსონაჟთა ნაწილი ასევე განსხვავდება. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა [[ჰავაი]]სა და [[კალიფორნია]]ში.
 
''იურული„იურული პარკი''პარკი“ ითვლება ღირსშესანიშნავ ეტაპად კომპიუტერით გენერირებულ სანახაობათა სფეროში და კრიტიკოსთა უმეტესობამ მას უმაღლესი შეფასებები მიანიჭა. გამოსვლის წელს მან შემქმნელებს მსოფლიო მასშტაბით 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა და იქცა იმ დროისათის ყველაზე წარმატებულ ფილმად. ამჟამად იგი ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში 20-ე ადგილს იკავებს. ფინანსურად იგი Universal-ისა და სპილბერგის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. ფილმს მიღებული აქვს [[ოსკარი]] ხმის საუკეთესო მიქსისათვის, ხმის საუკეთესო მონტაჟისათვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის.
 
ფილმის წარმატების შემდეგ გამოვიდა კიდევ ორი შემდეგი ფილმი, ''[[დაკარგული სამყარო: იურული პარკი]]'' (23 მაისი 1997) და ''[[იურული პარკი III]]'' (28 ივლისი 2001). 2015 წელს გამოვიდა ფილმი ''[[იურული სამყარო]]''.
 
== რესურსები ინტერნეტში ==