კოდორის კრიზისი (2006): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კოდორის კრიზისი (2006)''' — სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი 2006 წლი...
 
No edit summary
ხაზი 3:
==წინაისტორია==
 
შეიარღებული დაჯგუფება „მონადირე“ ჩამოყალიბდა [[1992]] წელს, [[აფხაზეთის ომი]]ს მიმდინარეობისას. სწორედ „მონადირეს“ საქმიანობას ასახელებენ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თუ რატომაც ვერ შეძლეს [[აფხაზეთის რესპუბლიკა|აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის]] სამხედრო ძალებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დამორჩილება. დაჯგუფება შედგებოდა 350 ადამიანისგან, ძირითადად ადგილობრივი [[სვანები]]სგან. მათი ლიდერი იყო [[ემზარ კვიციანი]]. „მონადირე“ პატრულირებდა და იცავდა კოდორის ხეობას გარეშე მტრის შემოჭრისგან. [[1998]] წელს საქართველოს მთავრობამ „მონადირე“ გააერთიანა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ცალკეული ბატალიონის სტატუსით, თუმცა ფაქტობრივად იგი ცენტრალურ მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. [[2001]] წელს [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტმა]] [[ედუარდ შევარდნაძე]]მ ემზარ კვიციანი თავის რწმუნებულად დანიშნა კოდორის ხეობაში. [[2003]] წლის „[[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]]“ დროს „მონადირე“ მხარს ედუარდ შევარდნაძეს და მაშინდელ მთავრობას უჭერდა, რაც შემდგომში დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა დაჯგუფებასა და ახალ მთავრობას შორის. [[2004]] წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]], ხოლო საპარლამენტო არჩევნებში — „[[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ]]“. იმავე წლის დეკემბერში გაუქმდა პრეზიდენტის რწმუნებულის წოდება, [[2005]] წლის აპრილში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა [[ირაკლი ოქრუაშვილი|ირაკლი იქრუაშვილმა]] ხელი მოაწერა განკარგულებას „მონადირეს“ დაშლის შესახებ.
 
==კონფლიქტი==
ხაზი 9:
თავდაცვის სამინისტროს განკარგულების მიხედვით „მონადირე“ უნდა განიარაღებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. კოდორის ხეობის მოსახლეობამ გააპროტესტა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნევდა, რომ „მონადირე“ მნიშვნელოვნად იცავდა კოდორს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებისგან. დაჯგუფებამ მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა გამოახცადა და უარი თქვა განიარაღებაზე.
 
[[2006]] წელს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე [[გივი თარგამაძე]], ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხვა წევრები: [[გიგა ბოკერია]], [[გიორგი გაბაშვილი]], [[ივლიანე ხაინდრავა]], [[ფიქრია ჩიხრაძე]] და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მთავრობის ხელმძღვანელი [[ირაკლი ალასანია]].
 
ხელისუფლება „მონადირის“ განიარაღებას მოითხოვდა, ვინაიდან თვლიდა, რომ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების არსებობა სახელმწიფოში დაუშვებელი იყო. მის საწინააღმდეგო აზრზე [[ირაკლი ალასანია]] აღმოჩნდა. ალასანია მიიჩნევდა, რომ „მონადირის“ ამ ფორმით გაუქმება შეცდომა იყო, რადგან „მონადირე“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ კოდორის ხეობას და შეეძლოთ მისი დაცვა. ალასანია ირწმუნებოდა, რომ მას „მონადირის“ წევრებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად იყვნენ, აღრიცხულიყო მათი იარაღი და გადასულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოს დაქვემდებარებაში. რომელი იქნებოდა ეს ორგანო, ეს თავად ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა. ამ რაზმის დაშლა კი, ალასანიას რწმენით, კოდორის ხეობის, ფაქტობრივად, დაუცველად დატოვების ტოლფასი იქნებოდა.
 
ფრაქცია „[[ახალი მემარჯვენეები]]ს“ წევრი, იმ სხდომის მონაწილე [[ფიქრია ჩიხრაძესჩიხრაძე]]ს განცხადებით, ალასანია საკმაოდ არგუმენტირებულად ადასატურებდა თავის პოზიციას და მოითხოვდა, რომ „მონადირე“ შენარჩუნებულიყო, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ. ჩიხრაძე ასევე იხსენებს, რომ სხდომაზე მან თავისი ფრაქციის სახელით ალასანიას მხარდასაჭერი განხცადება გააკეთა. ალასანიამ და ხელისუფლების მცირე ნაწილმა კომიტეტს პროექტი შესთავაზეს, რომლის თანახმად, „მონადირე“ უნდა შენარჩუნებულიყო, ხოლო ბატალიონის იმ წევრებს, რომელებსაც კანონდარღვევაში ედავებოდნენ, ქვედანაყოფი უნდა დაეტოვებინათ, კოდორის ხეობის უსაფრთხოება კი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ ოფიციალურ ბატალიონს უნდა დაეცვა. ამის მიუხედავად, კომიტეტის სხდომაზე ალასანიას და მისი თანამოაზრეების გეგმამ მხრადაჭერა ვერ ჰპოვა და საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას დაუჭირა, რომელიც ამტკიცებდა, რომ „მონადირე“ უნდა დაშლილიყო და კოდორის ხეობის უსაფრთხოება არა ადგილობრივ, არამედ ოფიციალურ საჯარისო ფორმირებებს უნდა დაეცვათ, ხოლო „მონადირეს“ წინააღმდეგ უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია მისი წევრების განიარაღებისთვის და რეგიონზე ცენტრალური მთავრობის ძალაუფლების აღდგენისთვის. <ref name=source1 >{{cite web|url=http://www.for.ge/view.php?for_id=37796&cat=3|title=ერთი კაცის ისტორია - „მონადირე“ და „ქორები“}}</ref>
 
[[2006]] წლის 25 ივლისს საქართველომ დაიწყო საპოლიციელო სპეცოპერაცია სამხედრო შენაერთების დახმარებით კოდორის ხეობის „მონადირესგან“ გაწმენდის მიზნით. სპეცოპერაციაში დაახლოებით 800 სამართალდამცავი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს „მონადირეს“ განიარაღება და მისი წევრების დაკავება. სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ჩხალთაში[[ჩხალთა]]ში მდებარე ემზარ კვიციანის სახლს, შემდგომ კი მას საჰაერო დარტყმები მიაყენა ავიაციამ. თვითონ ემზარ კვიციანმა მოახერხა თავი რუსეთის ფედერაციისთვის შეეფარა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზღვარზე კვიციანს რუსეთის მესაზღვრეები და სპეცსამსახურები მიეგებენ და მისი უსაფრთხოება უზრუნველყვეს. 27 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა სპეცოპერაციის დასრულების შესახებ და კოდორზე ცემტრალური მთავრობის კონტროლის აღდგენის შესახებ. <ref name=source2 >{{cite web|url=http://versia.ge/index.php/2013-07-31-11-22-32/item/2647|title=ემზარ კვიციანიდა კოდორის ხეობა}}</ref>
 
==სქოლიო==