იტალიური ვიკიპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
== 2018 წლის პროტესტი ==
2018 წლის 3 ივლისს იტალიური ვიკიპედია გაიფიცა და ორი დღით დაიხურა [[ევროპის პარლამენტი|ევროპარლამენტის]] მიერ მიღებული მოსალოდნელი „[[დირექტივა საავტორო უფლებებზე ერთიან ციფრულ ბაზარზე|საავტორო უფლებებზე ერთიან ციფრულ ბაზარზე დირექტივების]]“ პროტესტის ნიშნად. ლოგოტიპი გახდა შავი ფერის, ხოლო განყოფილების მომხმარებლებს შეეზღუდათ რაიმე სტატიისა თუ განხილვის გვერდის ნახვის შესაძლებლობა და გადადიოდნენ იმ გვერდზე, სადაც იყო განცხადების ტექსტი, რომელიც მხარს უჭერდა პროტესტს გამკაცრებული კოპირაიტული შეზღუდვების შესახებ [[ინტერნეტი|ინტერნეტში]] და უხმობდა სხვებს აქციაში ჩართვისაკენ.<ref>[https://www.bbc.com/news/world-europe-44696302 Italy Wikipedia shuts down in protest at EU copyright law — BBC News]</ref>
4 ივლისს გაფიცვას შეუერთდა [[ესპანური ვიკიპედია|ესპანური]], [[ესტონური ვიკიპედია|ესტონური]], [[ლატვიური ვიკიპედია|ლატვიური]] და [[პოლონური ვიკიპედია]], ხოლო ვიკიპედიის რამდენიმე განყოფილებამ აჩვენა საინფორმაციო ბანერი. საინფორმაციო შეტყობინება აქციის შესახებ ხელმისაწვდომი იყო 14 ენაზე. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტის განხილვა 2018 წლის სექტემბრის სესიამდე.<ref name=regnum-2018-07-05>[https://regnum.ru/news/society/2443399.html ვიკიპედიამ გაიმარჯვა: ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტისაავტოროკანონპროექტი საავტორო უფლებების შესახებ] // ИА REGNUM, 5 ივლისი 2018, 13:44.</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==