ედგარ დეგა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{ინფოდაფა მხატვარი}}
| ფონი =
| სახელი = ედგარ დეგა
| მშობსახელი = Edgar Degas
| სურათი = Edgar Germain Hilaire Degas 061.jpg
| სურათის ზომა =
| სათაური = ედგარ დეგა, ავტოპორტრეტი, 1855
| სრული სახელი = ილერ ჟერმენ ედგარ დეგა
| დაბ. თარიღი = [[19 ივლისი]], [[1834]]
| დაბ. ადგილი =
| გარდაცვალების თარიღი = [[27 სექტემბერი]], [[1917]]
| გარდაცვალების ადგილი =
| ეროვნება = [[ფრანგები|ფრანგი]]
| სფერო = [[ფერწერა]], [[სკულპტურა]]
| მომზადება =
| მიმდინარეობა = [[იმპრესიონიზმი]]
| ცნობილი ნამუშევრები = ბელელიების ოჯახი, 1858–1867<br /> პატარა ბალერინა, (სკულპტურა)1879-1881
| პარტნიორები =
| მასზე გავლენა მოახდინა =
| მან გავლენა მოახდინა =
| ჯილდოები =
}}
 
'''ედგარ დეგა''' ({{lang-fr|Edgar Degas}}), სრული სახელი '''ილერ ჟერმენ ედგარ დეგა''' (Hilaire-Germain-Edgar Degas) (დ. [[19 ივლისი]], [[1834]], — გ. [[27 სექტემბერი]], [[1917]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] მხატვარი და სკულპტორი.
 
1860 წელს ის [[ლუვრის მუზეუმი (პარიზი)|ლუვრში]] აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო [[ედუარ მანე]], ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება.
1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები. 1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.
1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა. [[ფაილი:Edgar Germain Hilaire Degas 040.jpg|right|thumb|300px|დოღზე, 1877—1880]]
 
1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი [[კონუქტივიდი]], რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.
1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება. [[ფაილი:Glyptoteket Degas1.jpg|left|thumb|პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა]]
 
სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებს. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე.
== შემოქმედება და ტექნიკა ==
 
დეგა იყო კონსერვატორი პირად ცხოვრებაში, მას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არც ერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ. მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას. [[ფაილი:Edgar Germain Hilaire Degas 021.jpg|thumb|left|საცეკვაო კლასი, 1875]]
ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ. ამ თემატიკის სურათებია: „საცეკვაო კლასი“, „მოცეკვავეები სცენაზე“, „მოცეკვავეები ცისფრებში“, „ვარსკვლავი“, „რეპეტიცია ფოეში“ და ა. შ. [[ფაილი:Edgar Germain Hilaire Degas 032.jpg|thumb|ბანაობა ტაშტში, 1885—1886]]
 
ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება. აი როგორი სათაური მიუძღვნა მან 1886 წელს თავის პასტელების სერიას: „ჩოჩქოლი შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას“. მან რამდენიმე ასეული პასტელით დახატა ამ თემაზე, ერთ-ერთია „ბანაობა ტაშტში“ (1886 წ.)
სურათი:Edgar Germain Hilaire Degas 010.jpg|ორკესტრის მუსიკოსები, 1872
სურათი:Edgar Germain Hilaire Degas 012.jpg|აბსენტი, 1876
სურათი:Edgar Germain Hilaire Degas 019.jpg|კაფეში მომღერალი ქალი, 1878
სურათი:Edgar Germain Hilaire Degas 029.jpg|ქალი აბაზანაში, სერიიდან "შიშველი ქალების ბანაობა", 1885
სურათი:Edgar Germain Hilaire Degas 076.jpg|მოცეკვავეები ცისფრებში, 1898–1899
</gallery>
 
==სქოლიო==
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{სქოლიო}}
 
{{იმპრესიონისტები}}