არსენ მეკოკიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 176.221.171.39 ცვლილებების გაუქმება (№3516806)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 27:
'''არსენ მეკოკიშვილი''' (დ. [[12 აპრილი]], [[1912]], სოფელი [[გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|გიორგიწმინდა]], ახლანდელი [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]] — გ. [[7 მარტი]], [[1972]], [[გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|გიორგიწმინდა]], [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]]) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი [[თავისუფალი ჭიდაობა|თავისუფალ ჭიდაობაში]] და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.
 
17 წლიდან კოლმეურნეობაში მუშაობდა, იყო ბრიგადირი. პატარაობიდანვე [[ქართული ჭიდაობა|ქართული ჭიდაობით]] იყო დაკავებული. მამამისი იყო ჭიდაობის ცნობილი ოსტატი. ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი ფალავანი, დიდ სპორტში არსენ მეკოკიშვილიც ქართული ჭიდაობიდან მოვიდა. 1934–1944 წლებში საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. 1936 წელს საცხოვრებლად [[თელავი|თელავში]] გადავიდა, ხოლო 1939 წელს — [[თბილისი|თბილისში]], სადაც [[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა|ბერძნულ-რომაული ჭიდაობით]] დაკავდა. 1940 წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] ჩავიდა მოჭიდავეების დღესასწაულზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ჭიდაობაში, გაეცნო რა [[სამბო]]ს, იმავე წელს მოიგო სსრკ ჩემპიონატი სამბოში. 1943 წელს მონაწილეობა მიიღო სსრკ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, სადაც დამარცხდა [[იოჰანეს კოტკასი|იოჰანეს კოტკასთან]] და მე-5 ადგლი დაიკავა. 1944 წელს მოსკოვში გადავიდა და იმავე წელს სსრკ აბსოლუტურ ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვერცხლის პრიზიორი გახდა, სადაც კვლავ იოჰანეს კოტკასთან დამარცხდა. 1944–1954 წლებში სპორტული საზოგადოება „დინამოს“, ხოლო 1940, 1947–1952 წლებში — სსრკ ჩემპიონი სამბოში.
 
1945, 1946, 1948–1953, 1956 წლებში სსრკ ჩემპიონი [[თავისუფალი ჭიდაობა|თავისუფალ ჭიდაობაში]], ოლიმპიური თამაშების ([[ჰელსინკი]], 1952) ჩემპიონი. სტუდენტთა და ახალგზარდობის IV ფესტივალის ჩემპიონი ([[ბუქარესტი]], 1953); 1954 წელს [[ტოკიო]]ში მოიგო მსოფლიო პირველობა. უკანასკნელად 1956 წელს იასპარეზა სსრკ ხალხთა პირველ სპარტაკიადაში, სადაც 44 წლისამ დაამარცხა ყველა მეტოქე და ჩემპიონობა მოიპოვა. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. 1963 წლიდან თამაშდება მეკოკიშვილის სახელობის თასი [[ქართული ჭიდაობა|ქართულ ჭიდაობაში]].