მუზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}[[ფაილი:Raffael 072.jpg|thumb|right|250px|[[პარნასი-მუზების სამყოფელი]], რაფაელი]]
'''9 მუზა''' ({{lang-grc|Μοῦσα}}) — ძველ [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] [[ზევსი]]სა და [[ტიტანიდი]] [[მნემოსინე]]ს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები. ჰესიოდის “თეოგონიის” გადმოცემით, [[ზევსი]]სა და [[მნემოსინე]]ს საიდუმლო კავშირის შედეგად, რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა, დაიბადა 9 ქალიშვილი, რომელთაგან ყოველი მათგანი ერთნაირად იყო დაჯილდოებული სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით. ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი, რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. მუზები პოეზიას, მეცნიერებასა და ხელოვნებას მფარველობდნენ. მოხსენიებული არიან [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] ნაწარმოებებში: ,,[[ილიადა]]" და ,,[[ოდისეა]]". ასევე, მათ ჰარმონიის ქალიშვილებს უწოდებენ. მუზებს თავიანთი ტაძრები ჰქონდათ, რომლებიც მუსეინებად იწოდებოდნენ (აქდან წამოვიდა სიტყვა "მუზეუმი").
 
ხაზი 53:
ასევე მაკედონიის მეფის პიეროსის ცხრა მოკვდავმა ქალიშვილმა (მათ [[პიერიდი|პიერიდები]] უწოდეს) სცადეს მათი გამოწვევა რადგან ისინიც ცხოვრობდნენ ჰელიკონის ფერდობებზე, და ისეთივე სახელები ჰქონდათ როგორც მუზებს. [[ოვიდიუსი]]ს გადმოცემით შეჯიბრის დროს პიერიდების სიმღერამ არავიზე არ იმოქმედა ხოლო როცა გაისმა მუზების წმინდა წკრიალა ხმა მაშინ მთელი კოსმოსი გაჩერდა, გაწბილებული პიერიდები წაგებას არ შეურიგდნენ და მუზების ცემა განიზრახეს, ამ დროს ჩაერია [[აპოლონი]] და ისინი კაჭკაჭებად გადააქცია.
მათი კულტი პრაქტიკულად გაქრა ელინური ეპოქის დასაწყისში და ვერ ჰპოვა გაგრძელება რომაულ მითოლოგიაში. მაგრამ ზევსის 9 ქალიშვილის არსებობა ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას პოეტების წარმოდგენაზე
==ლიტერატურა==
* Claudia Schindler u. a.: Musen. In: Reallexikon für Antike und Christentum. Band 25, Hiersemann, Stuttgart 2013, ISBN 978-3-7772-1318-7, Sp. 184–220.
{{9 მუზა}}
{{ზევსის შვილები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუზები“-დან