'''სოლფუგები''' (Solifugae), ''ფალანგები'' — [[ფეხსახსრიანები|ფეხსახსრიანთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]] [[ობობასნაირნი|ობობასნაირთა]] [[კლასი (ბიოლოგია)|კლასი]]სა. მათი სხეული (სიგრძე 1—712—15 სმ-მდე იზრდება) შედგება თავმკერდის, 2-ნაწევრიანი მკერდისა და 10-ნაწევრიანი მუცლისაგან. აქვთ 6 წყვილი კიდური: პირველი — ქელიცერები, საკვების დასაქუცმაცებლად, მეორე —პედიპალპები, ეხმარებიან საკვების დაჭერაში, დანარჩენი 4 წყვილი სასიარულოა. სუნთქვენ ტრაქეებით. ცალსქესიანები არიან, მრავლდებიან კვერცხებით. [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახში]] 570-მდე სახეობაა. [[საქართველო]]ში — 2 (Galeodes araneoides და Gyllipus caucasicus). სოლფუგები ბინადრობენ ცხელსა და მშრალ ადგილებში. ჩვენში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ველებზე და ნახევრად უდაბნოებში არიან. იკვებებიან სხვადასხვა სახეობის [[უხერხემლოები]]თ. მათი კბენა იწვევს ნაკბენი ადგილის ანთებას. მაგრამ [[შხამი]] არა აქვთ.