ყურბან-ბაირამი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ყურბან-ბაირამი''' — მუსლიმანთა მსხვერპლშეწირვის რელიგიური დღესასწაული, რომელიც რამაზანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება.
ეს არის ხანგრძლივი მარხვიდან ხსნილზე გადასვლის ეტაპი, დაკავშირებული ბიბლიურ თქმულებასთან - აბრაამისთვის წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ მაჰმადიანურ სამყაროშია გავრცელებული.
გადმოცემის თანახმად, შაჰი ამ დღეს დიდ სახალხო სანახაობას აწყობდა. საჯაროდ კლავდნენ აქლემს, რისთვისაც შესაბამის რიტუალს იცავდნენ. სამსხვერპლო ცხოველს ბრჭყვიალა საგნებით რთავდნენ და ქუჩაში ჩამოატარებდნენ. ღარიბ მოსახლეობას დაკლული ცხოველის ხორცს და ფულს ურიგებდნენ. სამსხვერპლო სისხლით ხელებს იღებავდნენ. [[თბილისი|თბილისში]] ყურბან-ბაირამს სამ დღეს ზეიმობდნენ (აქედან უნდა იყოს გავრცელებული გამოთქმა „[[ბაირამობა]]“, ანუ დროსტარება), კლავდნენ ცხვარს ან ძროხას, ხარშავდნენ ფლავს და უმასპინძლდებოდნენ ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს.
 
==ლიტერატურა==
221

რედაქტირება