ფორაქიშვილის დარბაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ფორაქიშვილის დარბაზი''' — ტრადიციული ქართული საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეადგენდა [[ძველი თბილისი]]ს საცხოვრებლის ძირითად სახეს.
[[თბილისი|თბილისურ]] დარბაზს დღემდე არ მოუღწევია. [[XIX საუკუნე]]ში იგი ან მოსპეს, ან გადააკეთეს, რადგან ეს მოითხოვდა ყოფა-ცხოვრების ახალ პირობებს და ნორმებს. [[თბილისი]]ს დარბაზთაგან დღემდე მოაღწია [[ფორაქიშვილი]]ს დარბაზმა, რომელიც [[მეტეხი]]ს უბანში მდებარეობს, მან [[1904]] წელს მთლიანად იცვალა სახე, მაგრამ ძველი ჩანახატიდან (გერმანელი მხატვარი [[კარლ ცაარი]]) ჩანს, რომ ჰქონდა 12-წახნაგოვანი გვირგვინი, ორი მაღალი, წვრილი დედაბოძი, კედლის განჯინები და თახჩები. გლეხური დარბაზისაგან განსხვავებით, აქ კერა არ არის. ინტერიერის არქიტექტურა მხატვრულად დასრულებულ ხასიათს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებულ ნიმუშს წარმოადგენს. დამახასიათებელია აგრეთვე ფორაქიშვილის დარბაზის განლაგება რელიეფზე - საფეხურისებრი, ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოსათვის „ეზოდ“ იყო გამოყენებული.
 
==ლიტერატურა==
221

რედაქტირება