ფოლოცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ფოლოცი''' — (ფოლორცი) ქუჩის აღმნიშვნელი საქალაქო ტერმინია.
ფოლოცის ურბანისტიკულ ტერმინად გახდომა ემთხვევა ფეოდალური ქალაქის წარმოქნისა და ზრდა-ჩამოყალიბების პროცესის დამთავრების ხანას - [[IX|IX საუკუნე]]-[[XI საუკუნე]]ებში, როცა ხდება საქალაქო ტერმინთა ჩამოყალიბება და წარმოქმნა. ფოლოცი [[თბილისი]]ს ისტორიის ამსახველ მასალაში პირველდ გვხდება ჟამთააღმწერელთან [[1226]]-[[1228]] წლებში [[თბილისი|თბილისში]] [[ჯალალედინი]]ს შემმუსვრელი შემოსევების დროს:„ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაუთრგუნვოდეს... ესოდენ მძინვარედ მოსვრიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი...“ ჟამთააღმწერელი ასევე მოგვითხრობს, რომ [[დემეტრე II]]-ს ჩვევად ჰქონია ღამით [[თბილისი]]ს ქუჩებში სიარული, რომლის დროსაც ქუჩაში მყოფ გლახაკებს მოწყალებას აძლევდა: „... ყოველთა უწყოდის მოწყალება მეფისა, და გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვივნენ მეფესა.“ [[ვახუშტი ბატონიშვილი]] [[თბილისი]]ს გარეგანი სახის გადმოცემისას ამბობს, რომ [[თბილისი]] იყო „...ქალაქი ვიწრო, ფოლორცნი უშუერნი.“ ფოლოცი (ფოლორცი) [[თბილისი|თბილისში]] ქუჩის აღმნიშვნელ ტერმინად თითქმის [[XX საუკუნე]]მდე შემორჩა. [[სულხან-საბა ორბელიანი]], ფოლორცს ასეთ განმარტებას აძლევს: „ფოლორცი - შუკა“.
==ლიტერატურა==
* ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.875
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოლოცი“-დან