სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
გუნდის პერიოდში საუკეთესო ხანად ითვლება 80-იანი წლების დასაწყისი, როდესაც გუნდში მრავალი გამორჩეული მოთამაშე ირიცხებოდა და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა გუნდს ფატალური უიღბლობა სდევდა თან, ამ პერიოდის გუნდმა სამჯერ დაიკავა მეორე (1980, 1983, 1984) და ერთხელ მესამე ადგილი (1981), ჩემპიონობის მოპოვებამდე კი ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდათ, შესაბამისად გუნდმა ვერც საბჭოთა კავშირის ლიგაში მოახერხა გადასვლა.
 
სამაგიეროდ მშვენივრად გამოიყურებოდა ამ პერიოდის სულორი [[საქართველოს თასი|რესპუბლიკის თასზე]], პირველად თავის არსებობის ისტორიაში ამ ტურნირის მოგება გუნდმა 1980 წელს მოახერხა, როდესაც გათამაშების ფინალურ მატჩში [[კახეთი თელავი (საფეხბურთო კლუბი)|თელავის კახეთს]] სძლია 2:0.<ref>[http://footballfacts.ru/turnir/2045139-kubok-gruzinskoj-ssr-1980 Кубок Грузинской ССР 1980. FootballFacts.ru]</ref> ეს მატჩი 24 აგვისტოს [[დინამო არენა|დინამოს]], იმ დროს ლენინის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გუნდმა წარმატება 1981 წელსაც გაიმეორა და კვლავ მოიპოვა საქართველოს თასი, ამჯერად სულორმა [[მერცხალი ოზურგეთი (საფეხბურთო კლუბი)|მახარაძის მერცხალი]] დაამარცხა ანგარიშით 1:0.<ref>[http://footballfacts.ru/turnir/2045126-kubok-gruzinskoj-ssr-1981 Кубок Грузинской ССР 1981. FootballFacts.ru]</ref>
 
კარგად გამოიყურებოდა გუნდი 80-იანი წლების მეორე ნახევარშიც, 1988 წელს გუნდმა კვლავ დაიკავა ჩემპიონატში მეორე ადგილი,<ref>[http://www.footbook.ru/index.php?type=1&cid=2&lid=1601 1988 - 51 чемпионат СССР, <small>КФК, чемпионат Грузинской ССР, первая группа</small> ''footbook.ru'']</ref> 1990 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატი პირველ ლიგაში ჩაება, რომელიც პირველივე წელს ადვილად მოიგო<ref>[http://www.rsssf.com/tablesg/geor90.html Georgian Football Championship 1990 ''rsssf.com'']</ref> და უმაღლეს ლიგაში აღზევდა, სადაც ორი სეზონი იასპარეზა და 1994 წელს პირველ ლიგაში დაქვეითდა. მას შემდეგ გუნდი მეტნაკლები წარმატებით ასპარეზობდა ქვეყნის პირველ და მეორე ლიგებში, იყო პერიოდები როდესაც გუნდი ახლოს იყო უმაღლეს ლიგაში გადმოსვლასთან, თუმცა ფინანსური და სხვა პრობლემების გამო დასახული მიზნის მიღწევა ვეღარ მოხერხდა.