ლუი XI: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Louis XI of France.jpg|thumb|170px|ლუი XI]]
'''ლუი XI''' ({{lang-fr|Louis XI de Valois}}; დ. [[3 ივლისი]], [[1423]], [[ბურჟი]], [[საფრანგეთი]] - გ. [[30 აგვისტო]], [[1483]], [[პლესი-ლე-ტური]], [[საფრანგეთი]]) — [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის მეფე]] [[1461]]-[[1483]] წლებში, [[ვალუას დინასტია|ვალუას დინასტიისა]]. შარლ VII-ის ძე.
 
გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ფეოდალური არისტოკრატიის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო პრინცებმა - ბურგონის ჰერცოგის ვაჟმა [[შარლ გულადი|შარლ გულადმა]], მეფის ძმამ შარლ დე ბერიმ და ბრეტანის ჰერცოგმა - [[1465]] წელს შეადგინეს „საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლიგა“. მეფესა და ლიგას შორის გამართულ [[მონლერის ბრძოლა]]ს ([[1465]] წ.) შედეგი არ გამოუღია. ლუი XI იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ბრძოლა ფეოდალური დიდკაცობის წინააღმდეგ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც [[1467]] წელს ბურგონის ჰერცოგობა მიიღო შარლ გულადმა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობდა. [[1477]] წლის 5 იანვარს [[ნანსის ბრძოლა]]ში შარლ გულადის დამარცხებისა და დაღუპვის შემდეგ დაიწყო „ბურგონული მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლა ლუი XI-სა და ავსტრიის მბრძანებელ [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან ჰაბსბურგს]] შორის (შარლ გულადის ასულისა და მემკვიდრის [[მარი ბურგონელი]]ს ქმარი). [[1482]] წელს [[არასის ზავი]]თ ლუი XI-მ დაპყრობილი ბურგონული მემკვიდრეობის მიწებიდან შეინარჩუნა [[ბურგონის საჰერცოგო]] და [[პიკარდია]], შეიერთა ანჟუსა და მენის საგრაფოები და [[პროვანსი]] [[მარსელი]]თურთ.
ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საფრანგეთის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 3 ივლისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1423]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 30 აგვისტო]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1483]]
[[კატეგორია:XV საუკუნის ევროპის მონარქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XI“-დან