ანასტასია რომანოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: მართმ → მართლმ using AWB
No edit summary
ხაზი 193:
სარდაფში, იმპერატრიცას მოთხოვნით, სკამები ჩაიტანეს, სადაც ის და მეფე ნიკოლოზი დასხდნენ ვაჟიშვილთან ერთად. ანასტასია დების გვერდით უკან იდგა. გოგონებს თავიანთი ხელჩანთებიც ჩაეტანათ, ანასტასიას კი საყვარელი მწევარი ჯიმი, რომელიც გადასახლების მთელი პერიოდის განმავლობაში მეფის ასულს არ მოუშორებია. არსებობს მონაცემები, რომ პირველი ზალპის შემდეგ ანასტასია, ტატიანა და მარია ცოცხლები დარჩნენ, ისინი კაბებში ჩაკერებულმა ძვირფასეულობამ იხსნა. მოგვიანებით, გამომძიებელ სოკოლოვის მიერ გამოკითხული მოწმეების დაკითხვის თანახმად, ანასტასია სიკვდილს ყველაზე დიდხანს ებრძოდა, ამიტომაც, მის მოსაკლავად, ხიშტებითა და ბარებით მოუწიათ მოქმედება.
 
ისტორიკოს [[ედვარდ რაძინსკი]]ს მიერ მოკვლეული მასალებით, ყველაზე დიდხანს ანა დემიდოვამ, ალექსანდრას პირისფარეშმა იცოცხლა, რომელმაც ძვირფასეულობით სავსე ბალიში აიფარა დაცხრილვისას. ოჯახის წევრთა ცხედრებთან ერთად ანასტასიას ცხედარიც მათი საწოლებიდან მოხსნილ ზეწრებში გაახვიეს და „ოთხი ძმის გაკვეთილში“ წაიღეს დასამარხად. ადგილზე გვამები, ხიშტებითა და გოგირდმჟავის გამოყენებით, საბოლოოდ დაამახინჯეს და ერთ-ერთ ძველ გაუქმებულ მაღაროში ჩაყარეს. მოგვაინებითმოგვიანებით, გამომძიებელმა სოკოლოვმა ანასტასიას მწევრის, ჯიმის გვამი იპოვა. დახვრეტის შემდეგ დიდი მთავრების ოთახში ანასტასიას ნახელავი უკანასკნელი ნახატი იქნა აღმოჩენილი — „საქანელა ორ არყის ხეს შორის“.
 
== დახასიათება ==