მოდინახე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
==ისტორია==
გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ [[პაპუნა წერეთელი|პაპუნა წერეთელს]] ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“.
 
სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა [[ფალავანდიშვილები]]ს და საჩხერელი [[წერეთლები]]ს ფეოდალურ საგვარეულოებს. [[1735]] წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე [[ალექსანდრე V]]-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე [[სოლომონ I]]. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
 
მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშოდებულიადაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.
 
1830-იან წლებში ციხე სანახევროდ დანგრეული იყო. ციხეზე იდგა ორი ძველი კულევრინი. შემორჩენილი იყო კედლების ნაწილი და შვიდი კოშკი. ციხე [[1991]] წლის [[მიწისძვრა]]მ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახვლზემნახველზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. [[ყვირილა|ყვირილის]] ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.
 
==არქიტექტურა==
ციხე იდგა ცარცოვანი კირქვის მაღალ თხემზე, რომელისრომლის ფერდობზეფერდობზეც ორი მხრიდან ადიოდა გზა. ციხეს ჰქონდა ორი გრძელი კედელი, რომლიდანაც ერთი ჩაკეტილი იყო მაღალი კოშკით, ხოლო მეორე კედლის ბოლოში ორი კოშკი იდგა. შუა სივრცეში იდგა სახლი, სამლოცველო და საპყრობილე. ეზოში ჩამარხული იყო ქვევრები.
 
==არქეოლოგიური გათხრები==
ხაზი 21:
გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.).
 
ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ამან ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებით უნდა აიხსნას.
 
ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოდინახე“-დან