ორი განაჩენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მოთხრობის განხილვა: clean up, replaced: ინსტიქტ → ინსტინქტ using AWB
ხაზი 20:
== მოთხრობის განხილვა ==
მიხეილ ჯავახიშვილი ხშირად ძლიერი ექსპრესიით ხატავს ადამიანის მალულ გრძნობებს, ცხოველურ ინსტინქტებს, ადამიანის შინასამყაროში მოქმედ სტიქიურ, გონებით აულაგმავ ძალებს. ასეა ,,ორ განაჩენშიც”. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი პრიმიტიული სულის და გონების ადამიანია (როგორც კაენი ვაჟას პოემაში), ინსტინქტები და უმართავი ემოციური იმპულსები კი ამგვარ ადამიანში უფრო ადვილად მძლავრობენ.
ჯიბრის, შურისძიების, რისხვის ბრმა ძალას, უგუნურ ბოღმას ჯავახიშვილის პერსონაჟი ძმის მკვლელობამდე მიყავს. მას რომ გონების თვალი ახელილი ჰქონდეს, დაინახავდა – მისი ,,სატრფო” ჩვეულებრივი მეძავია და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. მწერალი დაუნდობელი ირონიით წარმოსახავს ბაჩილას ,,მიჯნურობას”, მის უბადრუკ ყოფას ციხეში, იმას, თუ როგორ მოტეხა და დააბეჩავა იგი ჩადენილმა ცოდვამ. ეს ირონია იმითაც არის გამოწვეული, რომ თუმცა ბაჩილა ითრგუნება დანაშაულის გრძნობით (რომელსაც პატიმრების მსახურებით და შრომით იყუჩებს), მაგრამ ნათლად ვერ აცნობიერებს, რა საშინელება ჩაიდინა. ოღონდ როცა იგი შემდგომ, სასამართლოზე მომხდარის ზეგავლენით, თანდათან წვდება თავისი ცოდვის მთელ სიმძიმეს, ირონია ავტორის ღრმა თანაგრძნობით იჩრდილება. მიხეილ ჯავახიშვილი ადამიანის არსების ცხოველური საწყისის ირონიული წარმოჩენით არ კმაყოფილდება. მისი მსოფლაღქმა უფრო რთულია და ის ხედავს იმასაც, რომ ადამიანში ზნეობრივ საწყისსაც ღრმა ძირები აქვს. მას სურს ადამიანში ადამიანურობის პოვნა, ყველაფერზე მეტად აინტერესებს ადამიანში სინდისის გონიერი ხმის არმოცენებისაღმოცენების და გაძლიერების პროცესი. ტრაგიკულ ჩიხს ის ქმნის, რომ როდესაც მოთხრობის გმირი ,,გაადამიანდება”, გონების თვალს ახელს, საკუთარი დანაშაულის უშეღავათო შეფასებას შეძლებს, მისი ცხოვრების გაგრძელება სწორედ ამის გამო შეუძლებელი ხდება.<ref>https://repetitori.wordpress.com</ref>
 
==პერსონაჟები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორი_განაჩენი“-დან