ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
განათლება მიიღო [[გელათის აკადემია|გელათში]], სადაც ბერად აღკვეცილი [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]] ეპისკოპოსად ემზადებოდა. ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს.
 
1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი [[ვახტანგ III გურიელი]]. [[მამია V გურიელი]]ს მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. [[უჩხუბი]]დან რეზიდენცია გადაიტანა შემოქმედის ციხეში. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]ს პირობების მიხედვით. 1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ [[მამია V გურიელი|მამია გურიელს]] გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.
 
==შვილები==