დიმიტრი გურიელის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 50:
}}
 
'''დიმიტრი გურიელის სასახლე''' - ხუროთმოძღვრების ძეგლი [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]. ააშენა 1873 წელს თავადმა [[დიმიტრი გურიელი|დიმიტრი გურიელმა]] (1822-1882), დიმიტრი გურიელი იყო გენერალ-მაიორი. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. იყო მამაია მეხუთის გამზრდელი ბიძის, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსროს]] შვილი. მონაწილეობდა [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
 
დიმიტრი გურიელი იყო გენერალ-მაიორი. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. იყო მამაია მეხუთის გამზრდელი ბიძის, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსროს]] შვილი. მონაწილეობდა [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
 
{{ციტატა|[[გორაბერეჟოული|გორას]] რეზიდენციიდან გამოსულნი ორი საათის შემდეგ გზაში, ტყიან ადგილას დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს შეეგება თავისი ამალით მდიდრულ და ღია ფერების ტანსაცმელში გამოწყობილი ასამდე მილიციონერი...დიმიტრი გურიელის სახლი ირგვლივ ყვავილებით იყო შემორყმული და ქუჩიდან ღობით გამოყოფილი. სახლთან სტუმრებს შეეგება გურულად ჩაცმული და შეიარაღებული ორი მოხდენილი ახალგაზრდა ...დიმიტრი გურიელის სახლი მორთული იყო ძვირფასი ავეჯით, მოვარაყებული ჩარჩოიანი სარკეებით, სპარსული ხალიჩებით, თვალმომჭრელი აბრეშუმით. სახლში ნამდვილი აღმოსავლური ბრწყინვალება სუფევდა. საწოლ ოთახში მაგიდაზე იდო ნაპოლეონ მესამისა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას სადილ-ვახშამზე მოსაწვევი ბარათები}}
 
==ისტორია==
1873 წელს ოზურგეთში ააშენა სასახლე თურქულ-აზიურ სტილში. სადაც იღებდა უცხოელ სტუმრებს. შენობას იხსენიებს [[სერგეი მესხი]], რომელმაც ის ნახა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს.
 
{{ციტატა|ოზურგეთის მოედანზე....ამჟამად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტეკტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული სასახლე<ref>ქართული მწერლობა, ტ. 18. გვ. 351. თბილისი, "ნაკადული", 2001</ref> |[[სერგეი მესხი]] }}
 
1917-1928 წლებში სასახლეში მოქმედებდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. შემდეგ შენობაში განთავსებული იყო სტომატოლოგიური კლინიკა. 1971-1991 წლებში შენობაში განლაგებული იყო [[ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი|მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი]]. მას შემდეგ, რაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა სამხედრო დიდების მუზეუმს და მის შენობაში გადავიდა, სასახლის შენობაში გაიხსნა სამლოცველო, შემდგომში კი - ეკლესია, რომელიც მოქმედებდა 2008 წლამდე, ქალაქის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენებამდე. 2008 წელს შენობა გარემონტდა. ამჟამად აქ არის [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის ეპისკოპოსის]] რეზიდენცია.
 
==ლიტერატურა==