ზაფრანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტაქსოდაფა, ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 25:
'''ზაფრანა''', ''კროკო'' (Crocus), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ზამბახისებრნი|ზამბახისებრთა]] ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. [[საქართველო]]ში - 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი - კავკასიის [[ენდემები|ენდემია]]. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებaღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს - კროცინს.
 
==ლიტერატურა==''
*''ხინთიბიძე ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 488, თბ., 1979
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზაფრანა“-დან