ბრაზილია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 82:
ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს. იგი აგებულია ძველი კრისტალური [[ქანი|ქანებისაგან]], სადაც ჭარბობს [[გრანიტი]], [[გნეისი]], [[კვარციტი]]. ეს ყველაფერი დაფარულია [[დანალექი ქანები]]თ. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
 
მთიანეთი დასავლეთით გადადის [[პანტანალის ნაკრძალი|პანტანალის ვაკეში]], ხოლო სამხრეთით - [[ლა-პლატის დაბლობი|ლა-პლატის დაბლობში]]. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება [[ამაზონი]]ს დაბლობს, რომლის ფართობიც 1,6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.
 
ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა [[სასარგებლო წიაღისეული]]თ, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია [[გეოლოგია|გეოლოგიური]] აგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] [[რკინა|რკინის]], [[მანგანუმი]]ს, [[ქრომიტები]]ს, [[ბარიტი]]ს, [[პირიტი]]ს, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა [[ტიტანი]]ს, [[ვოლფრამი]]ს, [[კობალტი]]ს, [[კალა (ელემენტი)|კალის]], [[აზბესტი]]ს და [[კალიუმის მარილები]]ს მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა [[ენერგეტიკული რესურსები]]ს მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
 
* '''ფართობი''': 8 511 965 კვ. კმ.
* '''ბუნება''': ''უმაღლესი მწვერვალი'' - [[პიკო-და-ნებლინა]], 3014 მ; ''მთავარი მდინარეები (კმ) —'' [[ამაზონი]] 3500 (სულ 6280), [[პურუსი]] 3000 (სულ 3210), [[რიო სან-ფრანსისკუ]] 2900, [[ტოკანტინსი (მდინარე)|ტოკანტისი]] 2700, არაგუაია 2600, რიო პარანა 2400 (სულ 4700); ''უდიდესი ტბა (კვ. კმ) —'' ლაგოა მირიმი 3000; ''მთავარი კუნძულები (კვ. კმ) —'' [[მარაჟუ]] 47 573, დიდი გურუპა 4864;''[[კლიმატი]]'' — ეკვატორული, ტროპიკული.
* '''ბუნებრივი რესურსები''': ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, [[ოქრო]] [[რკინის მადანი]], [[მანგანუმი]], [[ნიკელი]], [[ფოსფატები]], [[პლატინა]], [[კალა]], [[ურანი]], [[ნავთობი]], [[ჰიდროენერგია]], საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
 
ხაზი 95:
ქვეყნის მთელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს — 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
 
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული [[კლიმატი]] ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი [[ზაფხული]]თ და თბილი (17-20 გრადუსი), მშრალი [[ზამთარი|ზამთრით]]. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
 
ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.
ხაზი 185:
ჩრდილო-აღმოსავლეთი, ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ყველაზე ადრე იქნა ათვისებული და დასახლებული, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ის დიდ როლს არ ასრულებს, რადგან აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. სტუმრების ყურადღებას იპყრობს მსხვილი საპორტო ქალაქები: რესიფი, რომელშიც მდებარეობს უძველესი უნივერსიტეტი, და ასევე სალვადორი, სადაც უამრავი არქიტეკტურული ძეგლი, უძველესი ციხეები, დიდებული ტაძრებია განლაგებული. სწორედ აქ მდებარობს, ისეთი ცნობილი პლაჟები, როგორც იტაპანი, პიტუბა და ამარალინა.სამხრეთ-აღმოსავლეთი — ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი — რიო-დე-ჟანეირო, ლამაზად გადაშლილი გუანაბარას ყურეს სანაპიროზე. სამხრეთის ყვავილების, მწვანე მთეების, ცისა და ზღვის სილურჯის შეხამება, მთელი წლის მანძილზე მზის სიუხვე, გუანაბარას ყურეს არაჩვეულებრივი სილამაზე მრავალი კუნძულებითა და კომფორტული პლაჟებით კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონიტ — ეს ყველაფერი იწვევს ტურისტებში არარეალურობის შეგრძნებას.ქალაქის სიმბოლოა ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ყველაზე მაღალ მწვერვალზე — კორკოვადო. ხელგაშლილი, ქრისტე თითქოს ლოცავს და იცავს ქალაქს.
 
გუანაბარას ყურეს შუაში, რომელიც მდებარეობს მთებს შორის, დაფარული თეთრი, მზეზე მობრწყინვალე მწვერვალებით, ერთ-ერთი არის ცნობილი კრისტალის მწვერვალი - `შაქრის თავი~.
 
საღამოობით, ხასხასად განლაგებული პლაჟები იზიდავს უამრავ ტურისტსა და ადგილობრივ მოსახლეობას. სანაპიროზე სეირნობა არის რიოს ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს არის ნაცნობებისა და მეგობრების შეხვედრის ადგილი. აქ ცხოვრება ღამითაც დუღს. უამრავი ხალხია თავმოყრლი ღამის კლუბებში, ბარებში, დისკოთეკებსა და რესტორნებში.
ხაზი 197:
სანჩესი, რომელიც მდებარეობს სან-პაულოს მეზობლად, — მნიშვნელოვანი პორტია და საკურორტო ქალაქი კარგი პლაჟებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით და ასევე ყველაზე დიდი საზღვაო აკვარიუმით.
 
სამხრეთ ზონა, ტურიზმის განვითარების მიხედვით, ბევრად ჩამოუვარდება წინა ზონას, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან ახლო მდებარეობა, სასიამოვნო კლიმატი და დიდი საპორტო ქალაქი პორტუ-ალეგრი, რომელიც ცნობილია შალის ნაჭრებითა და მოქსოვილი ნაკეთებობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები განლაგებულია მდინარეების იგუასუ და პარანას შეერთების ადგილას. ეს ნამდვილად ულამაზესი ადგილია. დასავლეთ ზონა ტურისტებისთვის მიმზიდველია, იმიტომ რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი - ბრაზილია. ეს ქალაქი აშენებულია ერთიანი პროექტით და წარმოადგენს იდეალური ტექნოპილისის განხორციელებას. ქალაქი გაშენებულია თვითმფრინავის ფორმით.
 
"ფიუზელაჟის" ცენტრს იკავებს სამი ხელისუფლების მოედანი, "ფრთებს" - საცხოვრებელი რაიონები. ყოველ მათგანს აქვს თავისი სავაჭრო ქუჩა, ავტოსადგური, სკოლა, ეკლესია. "ცხვირში", ცენტრიდან მოშორებით, მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია — ავრორას სასახლე. ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული თავისებურება არის ის, რომ მთავარი მაგისტრალი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაკადად — მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის. ოთხხაზიანი მაგისტრალები, მრავალსართულიანი გასასვლელები ისეა დაპროექტებული, რომ გზაჯვარედინები არც კი არსებობს.საინტერესოა, რომ ქალაქის "საცხოვრებელ" ნაწილში, მანქანების მოძრაობა ფაქტობრივად არ არის, აქ გასაოცარი სიმშვიდე და სუფთა ჰაერია.
ასევე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
 
ხაზი 208:
2008 წლის სექტემბერს მიღებულ იქნა “ტურიზმის მთავარი კანონი”, რომლის მიხედვით ფედერაციული ხელისუფლების ფუნქციებში შედის ტურიზმის სექტორის სტიმულირება, გაუმჯობესება და განვითარება.
 
2010 წლის ნოემბერს ბრაზილიის ტურიზმის ინსტიტუტმა (ემბრატურმა) მიიღო მონაწილეობა მსოფლიო მოგზაურობის მარკეტში [[world travel market|''world travel market'']], რომელიც ჩატარდა ლონდონში. ვიზიტორებს გააცნეს ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი და კულტურული მრავალფეროვნება.
 
მარიო მოსეს, ემბრატურის პრეზიდენტის, თანახმად ეკონომკური ზრდის ფონზე, ბრაზილიაში 2014 წლისთვის გაიზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობა 5-დან 8 მილიონამდე.
 
Line 214 ⟶ 215:
 
უახლესმა შეთანხმებამ ბრაზილიასა და ევროკავშირს შორის გაამაგრა ბრაზილიის პოზიციები, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ექსპერტების გამოთვლების თანახმად, პირველივე წელს ბრაზილიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა ევროპიდან გაიზრდება 335 ათასით.
 
ბრაზილიამ, რომელსაც უწოდებდნენ “მძინარე გიგანტს”, გაიღვიძა, როგორც გეოეკონომიკურ, ისე გეოპოლიტიკურ ასპექტში. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ამასთან ერთად ვითარდება ტურიზმი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია“-დან