ბრაზილია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
No edit summary
ხაზი 72:
 
== ისტორია ==
[[პორტუგალია|პორტუგალიისაგან]] დამოუკიდებლობა მოიპოვა [[1822]] წელს. [[1889]] წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა [[იმიგრაცია]]მ - [[1808]] წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. [[1988]]-[[1992|92]] წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. [[1992]] წელს [[რიო-დე-ჟანეირო]]ში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.
 
== გეოგრაფია ==
{{მთავარი|ბრაზილიის გეოგრაფია}}
ქვეყანა მდებარეობს [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, [[ეკვადორი]]სა და [[ჩილე]]ს გამოკლებით). ესენია: [[ურუგვაი]], [[არგენტინა]], [[პარაგვაი]], [[ბოლივია]], [[პერუ]], [[კოლუმბია]], [[ვენესუელა]], [[გაიანა]], [[სურინამი]] და [[საფრანგეთის გვიანა]].მათგან ყველაზე გრძელი [[სახელმწიფო საზღვარი|საზღვარი]] აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ. [[სახელმწიფო საზღვარი|საზღვრები]] მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს [[ატლანტის ოკეანე]]ზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს [[დასავლეთ ევროპა]]ს.
 
ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: [[ამაზონის დაბლობი]], რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და [[ბრაზილიის მთიანეთი]], რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული [[მთა|მთათა სისტემები]], რომლებიც წარმოდგენილია [[კონტინენტი]]ს დასავლეთ ნაწილში.
ხაზი 87:
 
* '''ფართობი''': 8 511 965 კვ. კმ.
* '''ბუნება''': ''უმაღლესი მწვერვალი'' - [[პიკო-და-ნებლინა]], 3014 მ; ''მთავარი მდინარეები (კმ) '' [[ამაზონი]] 3500 (სულ 6280), [[პურუსი]] 3000 (სულ 3210), [[რიო სან-ფრანსისკუ]] 2900, [[ტოკანტინსი (მდინარე)|ტოკანტისი]] 2700, არაგუაია 2600, რიო პარანა 2400 (სულ 4700); ''უდიდესი ტბა (კვ. კმ) '' - ლაგოა მირიმი 3000; ''მთავარი კუნძულები (კვ. კმ) '' - [[მარაჟუ]] 47 573, დიდი გურუპა 4864;''[[კლიმატი]]'' - ეკვატორული, ტროპიკული.
* '''ბუნებრივი რესურსები''': ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, [[ოქრო]] [[რკინის მადანი]], [[მანგანუმი]], [[ნიკელი]], [[ფოსფატები]], [[პლატინა]], [[კალა]], [[ურანი]], [[ნავთობი]], [[ჰიდროენერგია]], საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
 
ხაზი 93:
ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს [[ტროპიკული სარტყელი|ტროპიკულ სარტყელში]], მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა [[სუბტროპიკული სარტყელი|სუბტროპიკულ სარტყელში]]. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს [[მზე|მზის]] [[რადიაცია|რადიაციის]] სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური [[ამპლიტუდა]] კი მატულობს.
 
ქვეყნის მთელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
 
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული [[კლიმატი]] ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი [[ზაფხული]]თ და თბილი (17-20 გრადუსი),მშრალი [[ზამთარი|ზამთრით]]. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
ხაზი 112:
უფრო მრავალფეროვანი მცენარეული საფარით ხასიათდება ტყის ის ნაწილი, რომელიც წყლით არ იფარება. აქ იზრდება ისეთი ძვირფასი ჯიშები, როგორებიცაა [[მონგო]], [[პაუ-ბრაზილი]], "[[რძის ხე]]", "[[ნესვის ხე]]", უხვადაა [[ლიანები]]. მდინარე ამაზონის მცენარეთაგან სახელგანთქმულია ყვავილოვანი მცენარე [[ვიქტორია რეგია]], რომლის ფოთლის დიამეტრი 2,5 მეტრს აღემატება.
 
ბრაზილიის ყველაზე მშრალი ადგილი - მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შიგა რეგიონები ძირითადად დაფარულია დაბალი ეკლიანი ბუჩქებითაა და [[კაქტუსები]]თ. ქვეყნის უკიდურესი სამხრეთი წარმოდგენილია ტენიანი სუბტროპიკული სავანებით. [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპირო დაფარულია [[მანგო]]ს ბარდით.
 
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბრაზილიის [[ფაუნა|ცხოველთა სამყარო]]. აღსანიშნავია: [[ბრაზილიური კურდრელი]], [[იაგუარი]], [[პუმა]], ბუჩქნარის ძაღლი, [[ტაპირისებრნი|ტაპირი]], [[ჭაობის ირემი]], [[ბრაზილიური შველი]], [[ანაკონდა]], სხვადასხვა სახის [[თუთიყუში]], [[ჭიანჭველაჭამია]], [[ნიანგი]] და ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და ამ მიზნით შექმნილია [[ბრაზილიის ეროვნული პარკების სია|ეროვნული პარკები]].
ხაზი 144:
თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორია ძველად [[ინდიელები]]თ იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. [[XVI საუკუნე|XVI]] ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს [[პორტუგალიელები|პორტუგალიელმა]] კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც [[აფრიკა|აფრიკიდან]] შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.
 
ბრაზილიელი ერი ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რასისრასის— - აქ ჩამოსული ევროპული მოსახლეობის (ძირითადად [[პორტუგალიელები]]ს და [[იტალიელები]]ს), ზანგების და ინდიელი აბორიგენების შერევით. ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა ერთფეროვანია, მთელი მოსახლეობის 97% [[ბრაზილიელები|ბრაზილიელია]]. მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მოსახლეობა, ძირითადად [[მოსახლეობის ბუნებრივი მატება|ბუნებრივი მატების]] ხარჯზე. [[მიგრაცია|მიგრაციის]] როლი უმნიშვნელოა.
 
საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 18 კაცს 1 კმ. კვ-ზე. მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან არათანაბრად არის განლაგებული. მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო ზოლში,მთელი ტერიტორიის 1/10-ზე. [[ამაზონი]]ს ტროპიკული ტყეები,[[სავანა|სავანები]] და მთიანეთის შიგა რაიონები მეჩხერად არის დასახლებული. ქვეყნის დასავლეთის და ჩრდილოეთის შვიდ შტატში ([[აკრი (შტატი)|აკრი]], [[ამაზონასი]], [[პარა]], [[მატუ-გროსუ]], [[ამაპა]], [[რორაიმა]], [[რონდონია]]) რომლებიც ბრაზილიის ფართობის ნახევარზე მეტს მოიცავს,ცხოვრობს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 5 %.
ხაზი 153:
* '''ენები''': [[პორტუგალიური ენა|პორტუგალიური]]-სახელმწიფო ენა, რომელზეც მოსახლეობის 92% ლაპარაკობს, [[ესპანური ენა|ესპანური]], [[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[ფრანგული ენა|ფრანგული]].
* '''რელიგია''': [[კათოლიციზმი]].
* '''ქალაქები (ათ.) ''': [[ბრაზილია (ქალაქი)|ბრაზილია]] (2160, დედაქალაქი), [[სან-პაულუ]] (10 195; აგლომ. 18 847), [[რიო-დე-ჟანეირო (ქალაქი)|რიო-დე-ჟანეირო]] (6120; აგლომ. 11 437), [[ბელუ-ორიზონტი]] (2347; აგლომ. 4519), [[სალვადორი (ბრაზილია)|სალვადორი]] (2590; აგლომ. 3253), [[ფორტალეზა]] (2278; აგლომ. 3044), [[კურიტიბა]] (1670; აგლომ. 2907), [[მანაუსი]] (1644), [[რესიფი]] (1515; აგლომ. 3646).
 
== ეკონომიკა ==
ხაზი 168:
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია [[მემცენარეობა]]. წამყვან საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს [[ყავა]], [[კაკაო]], [[ბამბა]], [[შაქრის ლერწამი]], [[ბრინჯი]] და [[სოიო]]. ყავის მოყვანით, ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ძირითადად მოყავთ [[პარანა (შტატი)|პარანას შტატის]] ჩრდილოეთ ნაწილში, [[სან-პაულუ (შტატი)|სან-პაულუს შტატის]] ჩრდილო-დასავლეთით, [[მინას-ჟერაისი|მინას-ჟერაისის შტატის]] სამხრეთ ნაწილსა და [[ესპირიტუ-სანტუ|ესპირიტუ-სანტუს შტატში]]. ამ კულტურამ სერიოზული კრიზისი განიცადა [[1975]] წლის ყინვებისას.
 
* '''ეროვნული პროდუქტი''': ''მოცულობა'' - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); ''1 სულ მოსახლეზე'' - 4790 $; ''სტრუქტურა (%)'' - [[სოფლის მეურნეობა]] 11, [[მრეწველობა]] 39, მომსახურება 50.
* '''ექსპორტი''': [[ყავა]], [[შაქარი]], [[ბამბა]], საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, [[რკინა]], მარგანეცი, მანქანები, იარაღი.
* '''ბიუჯეტი''': 100,600 მლნ $.
ხაზი 181:
ტროპიკულსა და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყლებში მდებარეობის გამო, ბრაზილია ცნობილია, როგორც [[ბოტანიკური ბაღი]]. აქ თავმოყრილია მცენარეების 50 ათასზე მეტი სახეობა, ანუ მთელ მსოფლიოში ცნობილი მცენარეების 1/4.იმისათვის რომ უკეთ შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსები, შეიძლება პირობითად გამოვყოთ 5 ძირითადი ზონა, რომელიც გარკვეულ წილად ემთხვევა მის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დაყოფას: ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი.
 
ჩრდილეოთი, რომელიც მოიცავს ამაზონიას, რამდენადაც მომხიბვლელია ტურისტებისთვის, იმდენადაც რთულია ტურისტული ათვისებისთვის. აქ მთავარი ტურისტული რესურსებია - ველური, ხელუხლებელი ბუნება და ჯუნგლების ეგზოტიკა. ამაზონიაში მოგზაურობის დაწყება უმჯობესია ქალაქ მანაუსიდან, სადაც მდებარეობს აეროპორტი. ამაზონია წარმოადგენს იდუმალ და უნიკალურ რაიონს, რომელიც მოიცავს ბრაზილიის ტერიტორიის 1/3-ს. მას უწოდებენ "დედამიწის ფილტვებს", რადგან მთელი მსოფლიოს ჟანგბადის 50 % გამოიმუშავება ამაზონის წვიმიან ტყეში. მისი ფლორა შესწავლილია მხოლოდ 30 %-ით; მსოფლიო ფარმაცევტული ნივთიერებების 25 % იღება ამაზონიის ტყის მცენარეებიდან; აქ ბინადრობს ფრინველების 1800, ძუძუმწოვრების 250 და თევზების 1500 სხვადასხვა ჯიში. მსოფლიო მტკნარი წყლის 20 % მოთავსებულია ამაზონსა და მის შენაკდებში. მსოფლიო 20 ყველაზე გრძელი მდინარეებიდან 10 ამაზონიაშია. ამაზონის ჩრდილოეთით, ხელუხლებელ ცივილიზაციაში, ტყებსა და სავანებში ცხოვრობენ "არაასიმილირებული ინდიელები". მათ შეინარჩუნეს პირველყოფილი ცხოვრების წესი და ტრადიციები. მამაკაცები ნადირობენ მშვილდ-ისრებით, ქალები მიწას თოხნიან წაწვეტებული ჯოხებით. ნადირობისა და თევზაობის გარდა ისინი ეწევიან პრიმიტიულ მიწადმოქმედებას და შემგროვებლობას.
გაუვალი ტყეები, ცივილიზაციის პრაქტიკულად არარსებობა, აგრეთვე გზების ნაკლებობა, იშვიათი და ზოგჯერ მტრული მოსახლეობა, საერთო ეკონომიკური ჩამორჩენილობა, ნოტიო ეკვატორიული კლიმატი, ტყეებში მტაცებელი ცხოველებისა და შხამიანი გველების არსებობა - ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩრდილოეთში, მისი ეგზოტიკურობის მიუხედავად, ახლო მომავალში ტურიზმი ვერ განვითარდება.
ჩრდილო-აღმოსავლეთი, ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ყველაზე ადრე იქნა ათვისებული და დასახლებული, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ის დიდ როლს არ ასრულებს, რადგან აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. სტუმრების ყურადღებას იპყრობს მსხვილი საპორტო ქალაქები: რესიფი, რომელშიც მდებარეობს უძველესი უნივერსიტეტი, და ასევე სალვადორი, სადაც უამრავი არქიტეკტურული ძეგლი, უძველესი ციხეები, დიდებული ტაძრებია განლაგებული. სწორედ აქ მდებარობს, ისეთი ცნობილი პლაჟები, როგორც იტაპანი, პიტუბა და ამარალინა.სამხრეთ-აღმოსავლეთი - ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი - რიო-დე-ჟანეირო, ლამაზად გადაშლილი გუანაბარას ყურეს სანაპიროზე. სამხრეთის ყვავილების, მწვანე მთეების, ცისა და ზღვის სილურჯის შეხამება, მთელი წლის მანძილზე მზის სიუხვე, გუანაბარას ყურეს არაჩვეულებრივი სილამაზე მრავალი კუნძულებითა და კომფორტული პლაჟებით კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონიტ - ეს ყველაფერი იწვევს ტურისტებში არარეალურობის შეგრძნებას.ქალაქის სიმბოლოა ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ყველაზე მაღალ მწვერვალზე - კორკოვადო. ხელგაშლილი, ქრისტე თითქოს ლოცავს და იცავს ქალაქს.
 
გუანაბარას ყურეს შუაში, რომელიც მდებარეობს მთებს შორის, დაფარული თეთრი, მზეზე მობრწყინვალე მწვერვალებით, ერთ-ერთი არის ცნობილი კრისტალის მწვერვალი - `შაქრის თავი~.
ხაზი 190:
 
განსაკუთრებლად უნდა აღინიშნოს ცნობილი ბრაზილიური კარნავალი. ყოველ წელს, აღდგომამდე 46 დღით ადრე რიოში იმართება დღესასწაული, რომლის მსგავსიც არ არის მთელ მსოფლიოში. ის გრძელდება 4 დღე და ღამე. სწორედ ამ ღონისძიების დროს რიოში თავმოყრილია ყველაზე მეტი სტუმარი. კარნავალისთვის მზადება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. ეს ნამვილად ძალიან შთამბეჭდავი და არარეალური სანახაობაა.
 
რიოდან სამი საათის სავალის მანძილზე განლაგებული პატარა საკურორტო ქალაქი ბუზიოსი. ოკეანის სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია ათეულობით კომფორტული სასტუმრო. სტუმრების მომსახურებაშია იახტები, მაღაზიები, ბარები, რესტორნები და ა.შ.
 
ტურიზმის მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია ქალაქი-გიგანტი სან-პაულო. ეს არა მხოლოდ ბრაზილიის უდიდესი სამრეწველო ცენტრია, არამედ მთელი ლათინური ამერიკის. სან-პაულო გავს ჩიკაგოს - იგივე მაღალი შუშიანი შენობები, ხმაურიანი ქუჩები, შეუწყვეტელი მანქანების ნაკადი, მშენებლობის ტყეები და ამწეები. ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა აღინიშნოს სტადიონი "პაკაემბუ", სადაც ხშირად გამოდიოდა ცნობილი ფეხბურთელი პელე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ქვეყნის უნიკალური ბუნება, კარგად ცნობილია ნაკრძალი "ბუტანტანი" და ბოტანიკური ბაღი, სადაც ორქიდეების 32 ათასი სახეობაა წარმოდგენილი.
 
სანჩესი, რომელიც მდებარეობს სან-პაულოს მეზობლად, - მნიშვნელოვანი პორტია და საკურორტო ქალაქი კარგი პლაჟებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით და ასევე ყველაზე დიდი საზღვაო აკვარიუმით.
 
სამხრეთ ზონა, ტურიზმის განვითარების მიხედვით, ბევრად ჩამოუვარდება წინა ზონას, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან ახლო მდებარეობა, სასიამოვნო კლიმატი და დიდი საპორტო ქალაქი პორტუ-ალეგრი, რომელიც ცნობილია შალის ნაჭრებითა და მოქსოვილი ნაკეთებობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები განლაგებულია მდინარეების იგუასუ და პარანას შეერთების ადგილას. ეს ნამდვილად ულამაზესი ადგილია. დასავლეთ ზონა ტურისტებისთვის მიმზიდველია, იმიტომ რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი - ბრაზილია. ეს ქალაქი აშენებულია ერთიანი პროექტით და წარმოადგენს იდეალური ტექნოპილისის განხორციელებას. ქალაქი გაშენებულია თვითმფრინავის ფორმით.
 
"ფიუზელაჟის" ცენტრს იკავებს სამი ხელისუფლების მოედანი, "ფრთებს" - საცხოვრებელი რაიონები. ყოველ მათგანს აქვს თავისი სავაჭრო ქუჩა, ავტოსადგური, სკოლა, ეკლესია. "ცხვირში", ცენტრიდან მოშორებით, მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია - ავრორას სასახლე. ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული თავისებურება არის ის, რომ მთავარი მაგისტრალი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაკადად - მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის. ოთხხაზიანი მაგისტრალები, მრავალსართულიანი გასასვლელები ისეა დაპროექტებული, რომ გზაჯვარედინები არც კი არსებობს.საინტერესოა, რომ ქალაქის "საცხოვრებელ" ნაწილში, მანქანების მოძრაობა ფაქტობრივად არ არის, აქ გასაოცარი სიმშვიდე და სუფთა ჰაერია.
ასევე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
 
ბრაზილია ძალიან მდიდარია ტურისტული რესურსებით, როგორც ანთროპოგენური, ისე ბუნებრივი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა რაიონებში ტურიზმი სხვადასხვა დონეზეა განვითარებული. ბრაზილიის ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს სათანადო და ხელშემწყობი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ ხშირად რთული ბუნებრივი პირობები ქმნიან ტერიტორიის ათვისების პრობლემას.
 
2009 წელს ბრაზილიას ესტუმრა 4802 საერთაშორისო ტურისტი და ამ წელს დანახარჯი იყო 5,305 მლნ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია“-დან