სენაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| კატეგორია ვიკისაწყობში = Senaki
}}
'''სენაკი''' — ({{lang-xmf|სანაკი}}) ქალაქი დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი.  მდებარეობს [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]], მდინარე [[ტეხური|ტეხურის]] მარჯვენა ნაპირას. [[თბილისი|თბილისიდან]] დაშორებულია 288 კმ-ით. 
 
== სახელწოდება ==
სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი  თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. [[1933]] წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, [[1976]] წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). [[1989]] წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.
 
[[სულხან-საბა ორბელიანი]] „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: ''„მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“''. გადმოცემით, დღევანდელი [[ძველი სენაკი|ძველი სენაკის]] მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის [[არქანჯელო ლამბერტი|არქანჯელო ლამბერტის]] ცნობით, შესაძლოა, სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე [[ტეხური]]ს ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის - ზანების სახელწოდებიდან  - (ზანი →სანი→ სანი →სანაკი→ სანაკი).
 
== ისტორია ==
=== დაარსება ===
[[File:სენაკის რკინიგზის სადგური, XX.jpg|thumb|left|250px|ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი]]
სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: ''„სენაკსსენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“სასახლითა'' (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: ''„არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“'' (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ დადიანის]] მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: ''„სენაკსსენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...'' (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ [[ძველი სენაკი|ძველი სენაკს]], სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და [[სენაკის მაზრა|სენაკის მაზრის]] ადმინისტრაციული ცენტრი.
 
[[1871]] წელს დაიწყო [[საქართველოს რკინიგზა|ფოთი-თბილისის რკინიგზის]] მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა [[თეკლათი]]ს ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს. [[1921]] წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 
[[1882]] წელს სენაკში გადმოტანილ იქნა [[მარტვილი]]ს სასულიერო სასწავლებელი, ხოლო [[1885]] წელს დაარსდა სკოლა.
 
დღეს სენაკში არსებობს [[შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი|შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი]], ასევე პროფესიული კოლეჯი,  სახელმწიფო და კერძო სკოლები.
* წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-[http://santalexischool.ge/ გიმნაზია]
* კერძო-სკოლა „მარიოტა“[http://mariota.ge/]
 
=== სპორტი ===
* ეგრისი - საფეხბურთო კლუბი
* ქუჯი - ფუტსალის კლუბი
* ჯიხა - რაგბის კლუბი
* [[მარულა]] ([http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/385788-giorgi-kvirikashvili-senakshi-marula-2016-daestsro.html?ar=A ცხენოსნობა)]
 
== არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი ==
[[File:Kostava. Str, Senaki, სენაკი.jpg|მარცხნივ|მინი|აგურის სახლები მ. კოსტავას ქუჩაზე]]
სენაკის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს [[სენაკის დრამატული თეატრი|აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი]], რომელიც აგებულია [[ნეობაროკო]]ს სტილში კლასიციზმის ელემენტებით. იგივე არქიტექტურულ სტილს იმეორებს სენაკის რკინიგზის სადგურის შენობა, სამხატვრო სკოლა (ამჟამად [[ჟიული შარტავას მუზეუმი]]) და ე. წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობა.
 
სენაკისთვის დამახასიათებელია 60-70-იან წლებში წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლები და პატარა, კოხტა ეზოები, რომელიც გხვდება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ევროპული ტიპის რეგულარული დაგეგმარებითა და განაშენიანებით გამოირჩევა.  
 
=== ტრანსპორტი ===
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სენაკს კვეთს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზა. სენაკი არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. ქვეყნის მთავარ საგზაო მაგისტრალთან სენაკი აკავშირებს ქალაქ [[ფოთი|ფოთს]], [[ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი|ჩხოროწყუს]] და [[მარტვილის მუნიციპალიტეტი|მარტვილის]] მუნიციპალიტეტებს.
 
ამავდროულად სენაკი წარმოადგენს ფოთი-თბილისი, ზუგდიდი-თბილისი სარკინიგზო ხაზის შემაერთებელ კვანძს.
 
== გამოჩენილი სენაკელები ==
* [[ალექსი (შუშანია)|წმ. ალექსი (სენაკელი)]]   ბერი, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
* [[ნოკო ხურცია]] - ქართველი მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.
* [[ჯემალ აჯიაშვილი]] -  [[ქართველი ებრაელები|ქართველი ებრაელი]] მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო|საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი]].
* [[ჟიული შარტავა]] - ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 
* [[გიული გეგელია]] - არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
* ანზორ შომახია - ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი).
* [[ოთარ დანელია]] - ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი [[2014]]-დან [[2016]] წლამდე.
 
== ფოტოგალერეა ==
106

რედაქტირება