მაგნეტარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
 
== ცნობილი მაგნეტარები ==
2016 წლის მარტის მდგომარეობით, 23 მაგნეტარია ცნობილი და კიდევ ექვსი ობიექტი დაკვირვების და დასტურის პროცესშია.<ref name="mcgill"/> სრული ჩამონათვალი მოცემულია მაკგილის SGR / AXP ონლაინ კატალოგში.<ref name="mcgill">{{cite web|url=http://www.physics.mcgill.ca/~pulsar/magnetar/main.html|title=McGill SGR/AXP Online Catalog|accessdate=2 Jan 2014}}</ref> ცნობილი მაგნეტარებია:
 
*1979 წელს, [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]] აღმოჩენილი SGR 0525-66. დედამიწიდან დაახლოებით 163 000 სინათლის წლის მანძილზე.
ხაზი 92:
*SGR 1806-20, რომელიც ირმის ნახტომის შორეულ მხარეს, [[მშვილდოსნის თანავარსკვლავედი|მშვილდოსნის თანავარსკვლავედში]], დედამიწიდან 50 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
 
*20 000 სინათლის წლის მანძილზე, [[არწივის თანავარსკვლავედი|არწივის თანავარსკვლავედში]] მდებარე SGR 1900 + 14. ნაკლები გამოსხივების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მხოლოდ 1979 და 1993 წლებში), 1998 წლის მაის-აგვისტოში გააქტიურდა, ხოლო 27 აგვისტოს გამოვლენილი გამოსხივების სიძლიერე, აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იტალიურ-ჰოლანდიური ორბიტალური რენტგენოლოგიური ობსერვატორია, ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური, ნასას ორბიტალური რენტგენოლოგიური ობსერვატორია და მზის ქარების მკვლევარი სადგური, გათუშული ყოფილიყვნენ შემდგომი ძლიერი დაზიანების პრევენციის მიძნით. 2008 წლის 29 მაისს, სპიცერმა ამ მაგნეტარის გარშემო, მატერიის რგოლები აღმოაჩინა და მიჩნეულია, რომ 1998 წლის გააქტიურება, რგოლების ჩამოყალიბებასთან არის კავშირში.<ref>{{cite web|url=https://science.nasa.gov/headlines/y2008/29may_magnetar.htm?list793087|title=Strange Ring Found Around Dead Star}}</ref>
 
*SGR 0501 + 4516 2008 წლის 22 აგვისტოს აღმოაჩინეს.<ref name="nasa.gov">[http://www.nasa.gov/mission_pages/swift/bursts/magnetar_europe.html Francis Reddy, ''European Satellites Probe a New Magnetar'' (NASA SWIFT site, 06.16.09)]</ref>
 
*1E 1048.1−5937, რომელიც მზის 30-40-ჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავისგან ჩამოყალიბდა, 9 000 სინათლის წლის მანძილის დაშორებით, [[გემის ხერხემლის თანავარსკვლავედი|გემის ხერხემლის თანავარსკვლავედიში]] მდებარეობს.
 
*2008 წლის სექტემბერს, ESO-მ ობიექტის, როგორც მაგნეტარი SWIFT J195509 + 261406 იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც თავდაპირველად გამა-გამოსხივების მოვლენით (GRB 070610) იყო იდენტიფიცირებული.<ref name="eso.org"/>
 
*მასიურ გალაქტიკათგროვა Westerlund 1-ში მდებარე CXO J164710.2-455216, რომელიც მზის 40-ჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავისგან შეიქმნა.<ref>[http://chandra.harvard.edu/photo/2005/wd1/ Westerlund 1: Neutron Star Discovered Where a Black Hole Was Expected]</ref><ref name=eso>[http://www.eso.org/public/news/eso1415/ Magnetar Formation Mystery Solved, eso1415 - Science Release (14 May 2014)]</ref><ref>Wood, Chris. "[http://www.gizmag.com/vlt-magnetar-mystery-solved/32101/ Very Large Telescope solves magnetar mystery]" ''GizMag'', 14 May 2014. Accessed: 18 May 2014.</ref>
 
*2011 წლის 14 ივლისს, მადრიდში და კატალონიაში, ესპანეთის ეროვნული უმაღლესი სამეცნიერო კვლევითი საბჭოს, იტალიელმა და ეპანელმა მკვლევრებმა, SWIFT J1822.3 Star-1606 აღმოაჩინეს. ამ მაგნეტარს დაბალი მაგნიტური ველი გააჩნია და შესაძლოა, სულ რაღაც ნახევარი მილიონი წლისაა.<ref name="arxiv.org">[https://arxiv.org/abs/1211.7347 ''A new low-B magnetar'']</ref>
 
*3XMM J185246.6 + 003317, ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა, ESA-ს XMM-Newton რენტგენული ტელესკოპის მონაცემებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგნეტარი“-დან