სერგო ქობულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებების მიზეზი იყო არასწპრად დაწერილი ინფორმაცია
(ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებების მიზეზი იყო არასწპრად დაწერილი ინფორმაცია)
(ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებების მიზეზი იყო არასწპრად დაწერილი ინფორმაცია)
 
==ბიოგრაფია==
მამამისი სოლომონ ქობულაძე ახალციხის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, სოლომონი სოფელ [[მაკვანეთი]]დან იყო, ხოლო დედა ნინო ხუნდაძე [[საჯავახო]]დან. ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა ბავშვობის წლებში გამოამჟღავნა. შვილის ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობდა დედა, რომელიც ხელსაქმის კარგი მცოდნე იყო. მის ნაქარგს მოწიწებით ინახავს ოჯახი. როცა ქობულაძეების ოჯახი [[თბილისი|თბილისში]] გადმოვიდა, სერგო ქობულაძეს საშუალება მიეცა საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა.
 
[[1925]]-[[1930]] წლებში სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში.თბილისის სამხატვრო აკადემია სულ სამი წლის დაარსებული იყო. აკადემიაში სწავლის გატარებულ წლებს მისი შემოქმედების ფორმირებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი სარგებლობდა უფლებით, დასწრებოდა მეცადინეობას სხვა ფაკულტეტებზე. სამხატვრო აკადემიაშივე იღებს დასაბამს მის მიერ ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა და დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნებით გატაცება.
[[1930]]-[[1932]] წლებში მუშაობდა მოსკოვსა და [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი ინარჩუნებდა, თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში.
 
[[1938]] წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1939]] წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში,
[[1938]] წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1939]] წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმზღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას. ნატურის შტუდირებისათვის მას არასდროს მიუნებები თავი, მის მოსწავლეებს ახსოვს, რომ ხატვის გაკვეთილებზე პროფესორი ვერ უძლებდა ცდუნებას, ჯდებოდა მათ გვერდით და ნატურიდან ხატვას იწყებდა, მკაფიო ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოებული მხატვარი და პიროვნება, სტუდენტების შემოქმედებით თავისებურებათა გამოვლენას, პატივისცემით იღებდა და მათ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ზრუნაცდა, იქნებოდა ეს საუბარი სახვითი ხელოვნების კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის შესახებ, თუ კამათი ფეხბურთისა და ჭადრაკის გულშერმატკივრებთან, მსმენელებს ხიბლავდა სერგო ქობულაძის მახვილგონიერება, იუმორი, მოვლენების სრულიად მოულოდნელ ასპექტეშ დანახვის უნარი. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი.
 
[[1958]] წელს საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
 
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომეშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.
 
სერგო ქობულაძემ გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი. „ამ გამოკვლევაზე მუშაობით, — ამბობდა შემოქმედი, — დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი“.
 
[[1972]] წლიდან სერგო ქობულაძე ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში.
ანონიმური მომხმარებელი