ჰაფეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mohammad_Shams_al-Din_Hafez.jpg|მინი|250პქ|ჰაფეზი]]
[[ფაილი:HafezGrave.jpg|thumb|right|300px|ჰაფეზის საფლავი ქ. შირაზში]]
'''შამს ედ–დინ მოჰამედ შირაზი ჰაფეზი''', (დ. [[1320]] — გ. [[1389]]) — [[სპარსელი]] პოეტი. მისი შემოქმედება სპარსული კლასიკური ლირიკის მწვერვალად არის აღიარებული. მთელი სიცოცხლე [[შირაზი|შირაზში]] გაატარა. იქვეა დასაფლავებული. მისი სამარხი დღესაც ერთ–ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება ირანელთათვის.
 
== ბიოგრაფია ==
 
ჰაფეზის ბიოგრაფიის მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. იგი დაბადებულა ქ. იეზდში. მამა ადრე გარდაცვლია. ოჯახი გადმოსახლებულა ქალაქ [[შირაზი|შირაზში]], სადაც გაიარა ჰაფეზის მთელმა ცხოვრბეამ. აქვე მიუღია კარგი განათლება და ახალგაზრდობაშივე გაუთქვამს სახელი როგორც ყურანის ზეპირად მცოდნეს (ამას მოწმობს მისი ფსევდონიმი "ჰაფეზი"„ჰაფეზი“, რაც არაბულად ყურანის ზეპირად მცოდნეს ნიშნავს). ჰაფეზი ეკუთვნოდა ქალაქის ინტელიგენციის ფენას. ქონებრივი უპირატესობის მიუხედავად ჰაფეზმა უარი თქვა მეხოტბე პოეტის კარიერაზე, თუმც მას ბევრი ქვეყნის გამგებელი იწვევდა თავის კარზე. მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს თუ ჩართავდა ხოლმე თავის ლექსებში რომელიმე მეფისა თუ ვეზირის საქებარ სტრიქონს თავისი არსებობისა და დამსახურების შეხსენების მიზნით.
ჰაფეზის საფლავს შირაზის განაპირად მუსალის ბაღში, რომელიც წმიდათაწმინდა ადგილად არის შერაცხილი, ამშვენებს ეპიტაფია ასეთი დასასრულით: "რამეთუ„რამეთუ მუსალის ბაღში პოვა სავანე, მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე"ეძიე“. სიტყვების "მუსალის„მუსალის მიწა"მიწა“ შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამი გვაძლევს 791 წ. ჰიჯრით, რაც ჩვენი წელტაღრიცხვის 1389 წ. შეესაბამება. ამ ძუნწი ცნობებით ამოიწურება ჰაფეზის ბიოგრაფია, დანარჩენს კი ლამაზი ლეგენდები შეადგენს, რომელიც ხალხმა შექმნა სათაყვანებელი პოეტის ირგვლივ. ეს ლეგენდები მოგვითხრობენ ჰაფეზის ბავშვობის უკიდურესი გაჭირვების, მისი ჭაბუკური სიყვარულისა და მისი ღვთაებრივი ნიჭის "ზეგარდმოვლენის"„ზეგარდმოვლენის“ შესახებ, რასაც მისი ღაზალები ახდენდნე მკითხველსა თუ მსმენელზე.
 
== გავლენა ==
 
ჰაფეზის პოეზიამ უაღრესად დიდი გავლენა მოახდინა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ლირიკის განვითარებაზე. ამ გავლენამ XX ს. დამდეგამდე მოაღწია. ჰაფეზის შემოქმედება, მიუხედავად თავისი სირთულისა, საოცრად პოპულარული იყო. მის ტკბილ ღაზალებს მღეროდნენ ცნობილი მუტრიბები სამეფო დარბაზებში და უბრალო მწყემსები თვალუწვდენელ იალაღებზე. ირანში საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტების აღსანიშნავად დღესაც არსებობს ანდაზა: "ვინ„ვინ არ იცის, რომ ხოჯა ჰაფეზი შირაზელია?", ხოლო ტაჯიკეთში სიტყვა "ჰაფეზი"„ჰაფეზი“ ლექსის ოსტატის გამომხატველ ზოგად სახელად იქცა (ცნობილი სახალხო მთქმელები "ჰაფეზებად"„ჰაფეზებად“ იწოდებიან).
ჰაფეზის ლირიკა XIX საუკუნის ევროპაშიც უაღრესად პოპულარული იყო. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის [[გოეთე, იოჰან ვოლფგანგ|გოეთეს]], რომელმაც თავისი "დასავლურ–აღმოსავლური„დასავლურ–აღმოსავლური დივანის"დივანის“ მეორე წიგნს "ჰაფეზის„ჰაფეზის წიგნი"წიგნი“ უწოდა და თავის აღმოსავლელ კოლეგას ბევრი აღფრთოვანებული სტრიქონი უძღვნა. ამის შემდეგ გერმანიაში ჰაფეზისადმი მიბაძვა პოეტურ მოდად იქცა. უფრო მეტიც, ჰაფეზის პოეზიის პროფესიონალ მთარგმნელთა გვერდით გაჩნდნენ "ფსევდოჰაფეზები"„ფსევდოჰაფეზები“, რომლებიც საკუთარ ლექსებს ჰაფეზის ღაზალების თარგმანებად ასაღებდნენ. ჰაფეზის პოეზიის გამოძახილს ვხვდებით, აგრეთვე, რუსულ პოეზიაშიც ([[პუშკინი, ალექსანდრე|პუშკინი]], [[ფეტი]] და სხვ.).
 
== შემოქმედება ==
[[ფაილი:HafezGrave.jpg|thumbმინი|rightმარცხნივ|300px300პქ|ჰაფეზის საფლავი ქ. შირაზში]]
 
ჰაფეზი სამართლიანად ითვლება სპარსული ლირიკული სალექსო ფორმის ღაზალის უბადლო ოსტატად. მან დაარღვია ღაზალის შინაგანი კომპოზიცია და ბეითების აზრობრივი დიფერენციაციის შედეგად ეს ფორმა უფრო ტევადი გახადა. თუ ადრე ღაზალი ჩვეულებრივ სატრფიალო ლექსს წარმოადგენდა, ჰაფეზთან იგი ლირიკულ–ფილოსოფიური ხასიათის სალექსო ფორმად იქცა. ჰაფეზის პოეტური ფრაზა უაღრესად ლაღია და თავისებური. მისი ღაზალი გამოირჩევა ყველა სხვა პოეტის ღაზალებისაგან. რით? ძნელი სათქმელია. განსხვავებას ქმნის არა გარეგანი თავისებურება, არამედ შინაგანი. ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მართებული იქნება, თუ მას პოეტურ ინტონაციას ვუწოდებთ. სწორედ ეს ინტონაცია და სამყაროსადმი მიმართების უაღრესად თავისებური ფორმა განასხვავებს ჰაფეზის პოეზიას სხვათაგან. გარდა ამისა, მის შემოქმედებაში ყურადღებას იპყრობს საოცარი სინთეზი, ერთი მხრივ სინაზის, სინატიფის, ბუნების მშვენიერ მოვლენათა მიმართ უაღრესად სათუთი დამოკიდებულების და მეორე მხრივ, ჯებირებგადალახული პიროვნული ჯანყისა, ამბოხისა, რომელიც მიმართულია ყოველივე უგვანოსა და უმართებულოს წინააღმდეგ.
ჰაფეზის ხატოვანი აზროვნება უაღრესად რთულია და მდიდარი. მსთვის დამახასიათებელია მრავალპლანიანობა და სიღრმე. ამიტომაც ხშირად ჭირს მისი ლექსების ერთაზროვანი ინტერპრეტაცია. თუმცა ისინი მძიმე და ხალხისათვის გაუგებარი არ არის. მათში ყოველი მკითხველი პოულობს თავისთვის საკმარის სულიერ საზრდოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაფეზი“-დან