'''მცხეთამცხეთული''' — [[ქალაქი]] და [[საქართველოს ტერიტორიული მოწყობა|მუნიციპალიტეტი]] [[საქართველო]]ში, [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები [[იუნესკო]]ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი ([[2002]] წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.