ექვთიმე მთაწმიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:St Euthymius of Athos (Akhtala fresco).JPG|მინი|მეცამეტე საუკუნის ფრესკა [[ახტალის მონასტერი|ახტალის მონასტერში]]]]
'''ექვთიმე (ეფთჳმე) მთაწმიდელივაკელი''' (დ. [[955]] ― გ. [[1028]]) — [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწემკერავი, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, 1005-1019 [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] წინამძღვარი.
 
ექვთიმე მთაწმიდელის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული [[იოანე მთაწმიდელი|იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი]], [[თორნიკე ერისთავი | თორნიკე ერისთავის]] ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა [[დავით I კურაპალატი|დავით კურაპალატს]] "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. [[965]] იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და [[ათანასეს ლავრა|ათანასეს ლავრაში]] დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი აღწერა [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდელმა]].
ხაზი 6:
ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა [[975]]-[[977]] დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც. [ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს" ("[[სიბრძნე ბალავარისი]]" და "[[აბუკურა| "აბუკურას"]]")]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.
 
ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ([[აპოკალიფსი]]) და [[დავითნი]]; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია [[ანდრია კრეტელი | ანდრია კრეტელის]] "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", [[იოანე-ოქროპირი | იოანე ოქროპირის]] "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", [[ ბასილი დიდი | ბასილი კესარიელის]] "თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ" და "ითიკა", [[გრიგოლ ნოსელი | გრიგოლ ნოსელის]], [[გრიგოლ ნაზიანზელი | გრიგოლ ნაზიანზელის]], [[მაქსიმე აღმსარებელი | მაქსიმე აღმსარებლისა]] და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და [[ეფრემ ასური | ეფრემ ასურის]] თხზულებები "სწავლანი სულიერნი", [[გრიგოლ I დიდი | გრიგოლ I დიდის]] დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. [[სიმეონ მეტაფრასტი | სიმეონ მეტაფრასტის]] ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.
 
ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" ([[ჯავახიშვილი, ივანე | ივანე ჯავახიშვილი]]). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.
ხაზი 29:
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
*''ბააკაშვილი ვ., ფურცელაძე დ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 248-249, თბ., 1979
*''მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009 [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000637/];''
*''მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, გვ. 6-9 თბ., 2007 [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000635/]. [[კატეგორია:ქართველი წმინდანები]] [[კატეგორია:დაბადებული 955]] [[კატეგორია:გარდაცვლილი 1028]]''
 
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
[[კატეგორია:დაბადებული 955]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1028]]