არსენ ვენგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ეროვნული ნაკრები-განახლება =
}}
'''არსენ ვენგერი''' ({{lang-fr|Arsène Wenger}}; დ. [[22 ოქტომბერი]], [[1949]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]]. [[1996]] წლიდან [[2018]] წლამდე ხელმძღვანელობდა [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|ლონდონის „არსენალს“]], რაც სარეკორდო ხანგრძლივობის პერიოდია კლუბის ისტორიაში.
 
არსენ ვენგერს უკავშირდება ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებების შემოტანა გვიან 1990-იან წლებში, როდესაც იგი ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 1996 წელს. მან ფეხბურთის თამაშის თავისი სტილი იაპონიაში მუშობისას ჩამოაყალიბა. [[2006|2006]] წელს ვენგერის ხელმძღვანელობით „არსენალმა“ [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალში გააღწია, თუმცა [[პარიზი|პარიზში]] გამართულ ფინალში მეთოფეებმა ესპანურ [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონასთან“]] ანგარიშით 1-2 დათმეს . 2003-04 წლების სეზონში ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგა მოიგო დაუმარცხებლად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წაუგებელი სერია შემდგომაც გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ „ოლდ ტრაფორდზე“ [[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„მაჩესტერ იუნაიტედმა“]] შეწყვიტა, მან 49 თამაში შეადგინა. 2017 წელს ვენგერმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო [[ინგლისის ასოციაციის თასი]], რის შედეგადაც გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.